თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2015, 16:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 7
პერეირას ოთხშაბათს თამაშის იმედი აქვს
ანდრეას პერეირას ლიგის თასზე თავის გამოჩენა სურს.
პერეირას ოთხშაბათს თამაშის იმედი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც დღეს შეიძლება მოედანზე ვიხილოთ, მოგვითხრობს, თუ რას ასწავლიან გუნდში.

"პსვ ძალიან დამეხმარა, როცა პატარა ვიყავი, "იუნაიტედმა" კი მაქცია იმ ფეხბურთელად, რომელიც ახლა ვარ. კლუბმა მომცა ყველაფერი, რაც უნდა ვისწავლო და ამას ყოველდღე ვაკეთებ. "იუნაიტედში" ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცე არასაფეხბურთო მოედანზე - როგორ მოვიქცეთ კლუბის თანამშრომლებთან, ოჯახთან. ასწავლიან, როგორ გავხდეთ ნამდვილი ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბს მხოლოდ ფეხბურთი არ ადარდებს.

დიდებულია, რომ მთავარ მწვრთნელთან მუშაობის შესაძლებლობა მაქვს. თუ ხედავს, რომ ცდილობ და ვარჯიშებზე კარგად მოქმედებ - გუნდში ხვდები. ერთმანეთს ვენდობით და მომწონს მუშაობა ადამიანთან, რომელიც მზად არის, შანსი მოგცეს. თუ რამეს ისე ვერ ვაკეთებ - მეუბნება, თუ რამე კარგად გამომდის - ამასაც აღნიშნავს. ყველაფერში მეხმარება",
- განაცხადა ანდრეასმა.

პერეირა, რომლის ერთ-ერთი სპეციალიზაცია საჯარიმო დარტყმების შესრულებაა, მოგვითხრობს ,თუ რა ეხმარება მას ბურთთან მისვლისას თავდაჯერებულობაში,

"როცა შესაძლებლობა მეძლევა საჯარიმო შევასრულო, მანამდე კი ასეთ დარტყმებზე ბევრს ვარჯიშობდი, გეუფლება შეგრძნება, რომ ახლა გაიტან. ეს თავდაჯერებულობას განიჭებს და, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია ბადეში გასახვევი ბურთის ცქერა. ჯარიმების დამუშავებას ბევრ დროს ვუთმობ, მაგრამ ასევე მინდა, ჩემი თამაშის სხვა ასპექტებიც დავხვეწო. კარში დარტყმებს ვამუშავებ, დრიბლინს - საერთოდ, ყველაფერს.

"იმედი მაქვს, ოთხშაბათს მოედანზე გასვლის შანსი მომეცემა. იმედი მაქვს, მწვრთნელის წინაშე თავს გამოვიჩენ, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს მოვხიბლავ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
28 ოქტომბერი 2015 16:14
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რატომაც არა? პერეირა, უილსონი და ლინგარდი იმედია დღეს ძირითადში იქნებიან winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: The Special One
28 ოქტომბერი 2015 16:24
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დღეს ძირითადში უნდა იყოს,პერეირა,მარსიალი და დეპაი.უილსონი მეორე ტაიმში თუ შემოვა კარგი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2015 16:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნდობა უნდა მოიპოვოს და ესეთი მატჩებია საჭირო ამისთვის. ძაან მაგარია, საუკეთესო ახალაგზრდაა აკადემიიდან და არ უნდა ჩაიაკრგოს აუზროდ. ჯერ მზად არაა პრემიერ ლიგისთვის ამრა ესეთ მატჩებში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ოქტომბერი 2015 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მეც დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს პერეირა ითამაშებს და თავსაც დაგვამახსოვრებს. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და შანსი აუცილებლად უნდა მივცეთ ესეთ მატჩებში.
0
№5
ავტორი: Martial
28 ოქტომბერი 2015 18:04
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ყველაზე კლასნი :)) შეაგდებს თუ ითამაშა, ეს და ლინგარდი მაგრები გვყავს :))
0
№6
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2015 20:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერთი ჯარიმა თუ გაკიდა დღესაც ნახეთ. მაგრამ ჯერ დააყენოს რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Mufc7
28 ოქტომბერი 2015 21:17
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დღეს ვიხილავთ, იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top