თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2015, 15:35
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3059,
კომენტარები: 9
ჩავი: "რუნი ისევ ნახევარდაცვაში უნდა დაბრუნდეს"
ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ უეინ რუნის შესახებ ისაუბრა.
ჩავი:
კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა მოთამაშემ, ჩავი ერნანდესმა, რომელიც ახლა ყატარში ასპარეზობს და აქტიურ ფეხბურთს ნელ-ნელა სცილდება, განაცხადა რომ უეინ რუნი ისევ ნახევარდაცვაში უნდა დაბრუნდეს, თუკი სურს რომ კარიერის დარჩენილი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატაროს.

"უეინი არის მოთამაშე, რომელსაც ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი. ის ექსტრაორდინალური მოთამაშეა, საოცარი შესაძლებლობებით." - აცხადებს ჩავი.

"პირადად მე ვფიქრობ, რომ მას ჯერ კიდევ ბევრის შემოთავაზება შეუძლია, თუმცა ვგონებ დადგა დრო შეეგუოს სიტუაციას.

შენ წლები გემატება და ისეთივე თამაშის ჩვენება აღარ შეგიძლია, როგორსაც წლების განმავლობაში აჩვენებდი, აღარ შეგწევს ძალა ირბინო მთელი მატჩის განმავლობაში. თუმცა ინტელიგენტი მოთამაშეები ამას ეჩვევიან და რუნი სწორედ ასეთია.

შესაძლოა, დროა "იუნაიტედმა" ახალი თავდამხმელი გაამწესოს წინ, რათა მან 90 წუთის მანძილზე ირბინოს, რუნი კი უკან დაიხევს და იქიდან იქნება სახიფათო. მას შესანიშნავი ხედვა და პასის კულტურა აქვს, რათა მაღალი კლასის ნახევარმცველი გახდეს.

თუკი ის შეეგუება, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ ვერ ითამაშებს იგი უმაღლეს დონეზე მომავალი 6 წელი."


წყარო: SkySports.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2015 15:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არა, არა, არა მგონია ეგ ოპტიმალური გადაწყვეტილება და სიტუაციიდან გამოსვლის საშუალება იყოს. ნახევარდაცვაში ყოფნით შეიძლება საქმე გააფუჭოს, აქ კი უბრალოდ ვერ აკეთებს. გაფუჭებასა და ვერ გაკეთებას შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ გუნდი ამისგან სხვადასხვანაირად ზარალდება და გასათვალისწინებელია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2015 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნახევარდაცვაში საკმარისზე მეტი ხალხია, ისედაც გვეჩაგრება სასტავი ამის გამო და შემადგენლობიდან ამოუგდებელი რუნი დაუმატონ? ფორვარდად თუ არ დგას და ათიანზეა ერერა ჯდება სკამზე ან სხვა ვინმე
0
№3
ავტორი: AkkRed
28 ოქტომბერი 2015 15:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუ ღადაობს რუნის ეხლა ისევ ნახევარდაცვაში გადასვლა უნდა ისედაც გადაკარგულია საერთოდ და ვერ მოდის გონზე. ახლა რუნისთვის ყველაზე კაი ვარიანტია 2-3 მატჩის გამოტოვება და იმედია გონზე მოვა
0
№4
ავტორი: The Special One
28 ოქტომბერი 2015 16:21
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მე მაგალითად,რუნის იმდენს ვეღარ მოვთხოვ რამდენსაც წინა წლებში მოვითხოვდი მე.ეხლა დაიწყება რუნის დასუსტება 30 წლისაა უკვე,და ამ სეზონში რა გოლებიც გაიტანა, მხოლოდ და მხოლოდ კლასის ხარჯზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: deqstera
28 ოქტომბერი 2015 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ვეთანხმები ხავის რაღაცმხრივ!! რა იყო რუნის პლიუსი საუკეთესო წლებში?? მებრძოლი ხასიათი, არასდროს ყოფილა გოლების მანქანა უბრალოდ ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობდა მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეგ პლიუსი მინუსად ექცა მემგონი, ამ ეტაპზე კი მისი პლიუსი ის არის რომ შეუძლია ინტელიგენტი მოთამაშის როლი მოირგოს და გუნდის თამაში მოედნის სიღრმიდან წარმართოს!!
არარის აუცილებელი გამოკვეთილი ათიანი გყავდეს გუნდში, შნეიდერლინის წინ იმოქმედებენ შვაინშტაიგერი-რუნი(ხანდახან ერერა რომელიმეს მაგივრად) და გაანაწილებენ ბურთს!! 10იანის გაუქმებით კი შეიძლება ფლანგები უფრო შემტევი გახადაო, აქ კი მატაა პრობლემა და კარგი იქნება თუ ვინმე კარგ გარემარბს ვიყიდით(რა ისედაც საჭიროა, მატა არარის ფლანგის მოთამაშე, მითუმეტეს პრემიერლიგაში სადაც გარემარბს აბსოლიტურად სხვა მოთხოვნები აქვს)!!!

ყველაზე კარგი იქნება რეალს თუ ბეილში გავუცვლით და ფულს დავუმატებთ ;)
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ოქტომბერი 2015 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არა მგონია რუნის უკან დაწევა კარგი გადაწყვეტილება იყოს. კიი სისწრაფე აშკარად დააკლდა და იმდენ გოლებსაც ვეღარ იტანს , მაგრამ მისი უკან დაწევა უფრო გაართულებს საქმეს. ეხლა ათიანზე თამაში მისთვის ზედგამოჭრილი პოზიციაა, უბრალოდ ერერამ აშკარად მოუმატა და ამ კაცის სკამზე დასმა ძალიან დიდი ცოდოობა იქნება, პლიუს ამას ვერც მემფისი ბრწყინავს და მაგიტომაცაა, რომ მარსიალი ფლანგზე თამაშობს და რუნი თავდასხმაში. მიუხედავად ყველაფრის მე მაინც მჯერა, რომ რუნი ასე თუ ისე დაიბრუნებს ფორმას.
0
№7
ავტორი: Martial
28 ოქტომბერი 2015 18:03
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
კარგი იქნებიდა, წინ ვეღარაფერს აკეთებს :)))
0
№8
ავტორი: Mufc7
28 ოქტომბერი 2015 21:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
მეც ეგრე ვფიქრობ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: Count Alucard
28 ოქტომბერი 2015 23:31
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მემგონი სწორი არჩევანი იქნება, თუ რამდენიმე მატჩით დაასვენებს კაპიტანს, კუნთების დასვენების ფორმის აღდგენის და გონზე მოსვლის დრო ექნება. მე უფრო მგონია, რომ ეს პრობლემა ფსიქოლოგიურია და მოედნის მიღმა უნდა ეძებონ პასუხი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top