თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2015, 09:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2401,
კომენტარები: 5
კარანკა: "ვან გაალისგან ვისწავლე"
აიტორ კარანკას იმედი აქვს, ვან გაალისგან გამოცდილებას შეიძენს.
კარანკა:
აიტორ კარანკამ "მიდლსბროში" გადასვლის შემდეგ ნიჭიერი მწვრთნელის რეპუტაცია შეიქმნა.

"ბოროს" აიტორი 2013 წლიდან წვრთნის, მანამდე კი ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი და მადრიდის "რეალში" ჟოზე მოურინიოს დამხმარე მწვრთნელი იყო.

თავის პირველ სეზონში ფინალური პლეი-ოფის სტადიაში კლუბის გაყვანის შემდეგ, კარანკა კვლავ ცდილობს "მიდლსბროს" გადაყვანას პრემიერ ლიგაში.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" ინგლისის ლიგის თასის მატჩის წინ კარანკამ აღიარა, რომ ლუი ვან გაალთან დაპირისპირებით გამოცდილების მიღების იმედი აქვს.

"ვან გაალის გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე, როცა "ბარსელონას" მწვრთნელი იყო, ჟოზე კი მისი ასისტენტი, მაგრამ მასთან არასდროს მისაუბრია და კარგად არ ვიცნობ.

თუმცა ჟოზემ მისი შედეგების, თასებისა და კარიერის შესახებ მომითხრო და ტოპ, ტოპ-მწვრთნელია.

საინტერესო მწვრთნელია და ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მე ჟოზესგან ვისწავლე, მან კი ლუისგან. გაკვეთილებს ჟოზესგან ვიღებდი, ამიტომ ვიფიქრებ, რომ ვან გაალისგანაც მივიღე.

ჟოზე ყოველთვის კარგად საუბრობს ვან გაალის შესახებ და თქვა, რომ მასთან ერთად მუშაობისას ბევრი რამ ისწავლა.

მითხრა, რომ სხვადასხვა რამის შერწყმა მოახდინა, როგორც ყველამ, რათა საკუთარი თავი გაეუმჯობესებინა. ურთიერთობისგან ყველამ დადებითი უნდა მიიღოს და ვან გაალს მართლაც პოზიტიურად აფასებს.

დამოუკიდებელი მწვრთნელი ვარ, მაგრამ როგორც მასწავლეს, უმჯობესი იქნება, თუ ძლიერი ურთიერთობებისგან, რომელიც მქონდა, პოზიტიურ რამეს მივიღებ",
- განაცხადა აიტორ კარანკამ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ოქტომბერი 2015 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამდვილად არ მახსოვს ეს მწვრთნელი რეალში, მაგრამ გარკვეულ გამოცდილებას აუცილებლად მიიღებ რა თქმა უნდა როცა მოურინიოსთან ერთად მუშაობ.

მოკლედ სადაც არ უნდა იყოს ჟოზე, მანჩესტერის მწვრთნელებზე და ზოგადად მანჩესტერზე ,ცუდს არასოდეს არაფერს ამბობს winked
0
№2
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2015 09:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გალის გუნდისგან ბურთის კონტროლის და დაცვის გარდა რა უნდა ისწავლო არ ვიცი მაგრამ აბა შენ იცი
0
№3
ავტორი: AkkRed
28 ოქტომბერი 2015 10:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მთლიან კარიერის განმავლობაში რომელი ტაქტიკითაც უთამშია ყველაზე ბაჯაღლო არი ჩვენთან რომ ათამაშებს ის.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2015 15:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აიტორის სახეს რა დამავიწყებს ბარსამ 5-0 რომ მოუგო რეალს. დაე იგივე გამოსცადოს am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Martial
28 ოქტომბერი 2015 18:06
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ესეთი თამაშებიდან იასნა ყოველთვის ბევრს ისწავლი, მწვრთნელიც და ფეხბურთელიც არ აქ მნიშვნელობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top