თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2015, 19:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5018,
კომენტარები: 8
"ტაქტიკური ფეხბურთი". "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 0-0 (ტაქტიკური განხილვა)
მანჩესტერული დერბის ტაქტიკური ანალიზი.
"ეს დერბია, ეს ერთი დიდი კონცენტრირებული ემოციაა!"
"ბრძოლა პარტერში ასახეს"
ტ. ჟურაველი


პირველ ადგილზე დაცვის საიმედოობის დაყენებით ვან გაალმა და პელეგრინიმ მანჩესტერული დერბი ნულოვანი ფრით დაასრულეს. ორივე გუნდის ცენტრალური მცველებისა და მოედნის ცენტრის მოთამაშეების დიდებულმა თამაშმა ფლანგის აგრესიასა და ცენტრფორვარდების სუსტ თამაშზე იმარჯვა.

შემადგენლობები

ორივე მწვრთნელმა სტანდარტული 4-2-3-1 სქემა აირჩია.

ტრავმის გამო მასპინძლებს ვერ დაეხმარნენ იანგი, მაკნეირი, უილსონი და შოუ. მოედნის ცენტრი შვაინშტაიგერმა და შნეიდერლინმა დაიკავეს; "მანჩესტერ იუნაიტედის" გამწვავებაზე კვლავ რუნი აგებდა პასუხს, მის უკან ერერა, მარსიალმა მარცხენა ფლანგი დაიჭირა.

"სიტის" დანაკარგები ასე გამოიყურებოდა: სილვა, აგუერო, ნასრი, კლიში, დელფი - ამ სიის მხოლოდ ბოლო წევრს ვერ ვუწოდებთ გუნდის წამყვან ფეხბურთელს. საინტერესოა, რომ პელეგრინიმ სათადარიგოზე ნავასის დატოვება გადაწყვიტა და მოედანზე სამი ნომინალური საყრდენი გამოიყვანა - ფერნანდო, ფერნანდინიო და ტურე, რომელმაც "ათიანზე" ითამაშა. შეტევის სამეული სტერლინგმა, ბონიმ და დე ბრუინემ შეადგინეს.

"ტაქტიკური ფეხბურთი". "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 0-0 (ტაქტიკური განხილვა)


მატჩის მიმდინარეობა

თამაშმა მაყურებელი დიდი რაოდენობის სახიფათო მომენტებით არ უზრუნველყო, მაგრამ თამაშს მოსაწყენს ვერ უწოდებ - მანუელ პელეგრინი ერთ-ერთი იმ იშვიათ მწვრთნელთაგანია, რომელიც ასეთი მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ ასეთი დიდი საკადრო პრობლემებითაც კი არ ამბობს უარს "თავისი" ფეხბურთის თამაშზე - არავითარ "ავტობუსზე" არ შეიძლება ლაპარაკი.

პრაქტიკულად გაუვალი მოედნის ცენტრის პირობებში ("იუნაიტედის" ცენტრალურ "სამკუთხედს" 14 წართმევა აქვს, 18 - ტურეს, ფერნანდინიოსა და ფერნანდოს) ორივე გუნდმა ფლანგიდან შეტევა გადაწყვიტა. ქაღალდზე მარსიალი სანიას უნდა შეეჩერებინა, ვალენსია- კოლაროვს. თუ "ქალაქელები" დავალებას თავს გაართმევდნენ, დე ბრუინე ვალდებული იყო როხოს შებრძოლებოდა, ხოლო სტერლინგს შეეძლო თავისი ეკვადორელი მეტოქის ზურგს უკან ჩაერბინა და თავისი მთავარი უპირატესობა - სისწრაფე გამოეყენებინა. ფაქტიურად სიტუაცია ჩიხში შევიდა: ერთი მხრივ, ვალენსია თითქმის მარტო (მატა ყოველთვის ცენტრში იწევდა და სუსტად ითამაშა) გადიოდა თავის ფლანგს, ერთი მეორის მიყოლებით ატყუებდა კოლაროვს; იგივე მდგომარეობა იყო საწინააღმდეგო ფლანგზეც - მარსიალი დიდებული დრიბლინგის ჩვენებით სანიასა და დე ბრუინეს ატყუებდა. მეორე მხრივ, ცენტრალური ზონის ფეხბურთელებს (ფერნანდინიო, ოტამენდი) უხდებოდათ თავისი პარტნიორების დახმარება, რაც სწრაფი კონტრშეტევის შეუძლებლობის ფონზე ჩაშლის გარანტია იყო.

"ტაქტიკური ფეხბურთი". "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 0-0 (ტაქტიკური განხილვა)


ცალკე სახსენებელია "მანჩესტერ სიტის" კონტრშეტევები - რა თქმა უნდა, ასეთი ბევრი იყო, "ქალაქელებს" ბურთის ფლობა უყვართ, მაგრამ ამის გაკეთებას ყველაფრის გამოყენებით არ ცდილობენ ვან გაალის შეგირდებისგან განსხვავებით (ფლობა: 57%-43%). ეს კონტრგარღვევები ეფექტური იმის გამო არ იყო, რომ ბონი და ტურე მძიმეწონიანები არიან და 2-3 მეტრზე ნებისმიერს დაჩაგრავენ, მაგრამ ვერ გაექცევიან. შეიქმნა საინტერესო სურათი - ზემოხსენებული გაბარიტანი ფეხბურთელების ადგილს დე ბრუინე იკავებდა და სანიას დახმარებით რაღაცის ორგანიზებას ცდილობდა, ხოლო ტურე და ბონი შეტევის მეორე ტემპი ხდებოდნენ. ნათელია, რომ აგუეროსა და სილვას ყოფნის შემთხვევაში "სიტის" კონტრშეტევის პრინციპი სხვაგვარი იქნებოდა.

"ტაქტიკური ფეხბურთი". "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 0-0 (ტაქტიკური განხილვა)


რაც შეეხება სტუმრების პოზიციურ შეტევას, უნდა აღინიშნოს რამდენად ადვილად უმკლავდებოდა როხო დე ბრუინეს, ხოლო ყველგანმყოფმა ვალენსიამ სტერლინგი გაანეიტრალა. შნეიდერლინის წართმევების, ჯონსის გამოტანებისა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელების შეცდომებმა დე ხეას ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი მატჩის ჩატარების საშუალება მისცა.

ცვლილებები

ცვლილებები, რომელიც ვან გაალმა გააკეთა წარმატებასთან მიახლოებული იყო- ლინგარდი, რომელიც მოედანზე მატას ნაცვლად გამოვიდა, დრიბლინგითა და მარსიალის მიერ გაკეთებული შესანიშნავი პასის შემდეგ ხარიხაზე ბურთის გარტყმით დაგვამახსოვრდა. დარმიანმა ტრავმირებული ვალენსია შეცვალა და დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია. ფელაინიმ, რომელმაც საყრდენი ზონა დაიკავა, ერთხელ კომპანის აჯობა ჰაერში და ყველაზე სახიფათო მომენტი შექმნა- სმოლინგმა კარის ახლო კუთხეში დაარტყა, ჰარტმა გუნდი იხსნა.

"ტაქტიკური ფეხბურთი". "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 0-0 (ტაქტიკური განხილვა)


ჩილელმა სპეციალისტმა, როცა მიხვდა, რომ სტერლინგს არაფერი გამოსდიოდა, გადაწყობა გადაწყვიტა - დე ბრუინეს გადაყვანა მარცხენა ფლანგზე და მარჯვნივ ნავასის გამოსვლა. ამას არავითარი მნიშვნელოვანი დივიდენდი არ მოჰყოლია, ისევე, როგორც იჰეანაჩოს გამოსვლას ბონის ნაცვლად - ნიგერიელი ფორვარდი 10 წუთის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ შეეხო ბურთს. ტურეს მოხსნა და დემიკელისის (მესამე ნომინალური მცველი) გამოსვლა შენარჩუნებაზე თამაშს ნიშნავდა. როცა შეტევა აღარავის შეეძლო, "სიტიმ" ბურთის გორაობა დაიწყო.

ფორვარდები

ვილფრიდ ბონი თამაშიდან ამოვარდა და "მანჩესტერ იუნაიტედის" საჯარიმო მოედანზე აქტიური არაფერი მოუმოქმედებია. ვერც მის ფარგლებს გარედან ამწვავებდა; ერთადერთი, რაც კოტ დ'ივუარელს შეუძლია აქტივში ჩაიწეროს - რამდენიმეჯერ მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა და ცენტრალურ რგოლში წარმატებული ართმევაა.

"მანჩესტერ სიტის" რიგებში ჩატარებულ 18 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა. აღმაშფოთებელი ფონი, რომლითაც ბონის ესოდენ დაბალი შედეგიანობა აღიბეჭდება, გვაფიქრებინებს, ჰყოფნის კი კლასი აგუეროს არ ყოფნის დროს გუნდის თუნდაც სათადარიგო ფორვარდის როლი შეასრულოს. შესაძლოა, ამაზე ფიქრობდნენ სტერლინგი და დე ბრუინეც, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში პასით ტურეს ეძებდნენ.

"ტაქტიკური ფეხბურთი". "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 0-0 (ტაქტიკური განხილვა)


უეინ რუნიმ, რომლისთვისაც დერბი შეიძლებოდა სათამაშო ფორმის აკრეფაში სტიმული ყოფილიყო, არანაკლებ ცუდი მატჩი ჩაატარა. ცენტრალურ თავდამსხმელს კარში ერთხელაც კი არ დაურტყამს. სიღრმეში, "ათიანის" პოზიციაზე შეწევით, წარუმატებლად ცდილობდა საჯარიმო მოედანში პასების კეთებით თამაშის გამწვავებას. ამასთან ერთად, საკუთარი კარის დაცვისას უეინმა ოტამენდის მეორე ტაიმის მიწურულს თითქმის გაატანინა.

"იუნაიტედის" კაპიტნის მთავარი პრობლემა არა ცუდი თამაში, არამედ ვან გაალის აზრით მისი შეუცვლელობაა. როგორც კი ერერამ კარგად ითამაშა თავდამსხმელის უკან, რუნისთვის მხოლოდ ცენტრფორვარდობა დარჩა - პოზიცია, რომელზეც მარსიალი იდგა. ფრანგს ფლანგზე უხდება გადასვლა, მაგრამ რაოდენ ეფექტურადაც არ უნდა იფინტაოს იქ, გატანა ცენტრიდან უფრო ადვილია. სუფთა ფურცელზე "წითელ ეშმაკებს" ჰყავთ შესანიშნავი შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი, კარგი მარცხენა ინსაიდი, რომელიც თავის პოზიციაზე არ თამაშობს (მარსიალი), ფორვარდი, რომელსაც ცოტა რამ შემორჩა ფორვარდისა (რუნი) და სუსტი ხუან მატა, რომლის ფეხბურთი, შესაძლოა, ასევე შეიცვლება გუნდში გადაადგილებებისგან. ამის გარდა სკამზე ზის მემფისი, რომლისაც გულშემატკივარს ისევ სჯერა, მალე ლაზარეთს დატოვებს იანგი და ლინგარდსა და პერეირასაც სურთ თამაში. რა თქმა უნდა, უეინისთვის ჯერ ნაადრევია ამერიკაზე ან ემირატებზე ფიქრი, მაგრამ რამდენიმე მატჩში დასვენება წაადგება როგორც ფეხბურთელს, ისე კლუბს.

დაბოლოს, რუნის მოქმედებების რუკა ამ მატჩში, ასევე შნეიდერლინის მიერ საჯარიმოს ცენტრში თავით დაგდებული პასი, სადაც კლასიკური ათიანი უნდა იდგეს.

"ტაქტიკური ფეხბურთი". "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 0-0 (ტაქტიკური განხილვა)


"ტაქტიკური ფეხბურთი". "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 0-0 (ტაქტიკური განხილვა)


დასასრული

წამყვანი ფეხბურთელების დანაკლისით "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ სიტი" ფრისთვის ჩამოვიდა და მიიღო კიდეც. სატურნირო ცხრილის მხრივ, ადგილი "ქალაქელებისთვის" სავსებით მისაღებია და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მოპოვებული ქულის შემდეგ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მოგების მთავარ პრეტენდენტად რჩება. ისევ უნდა შევაქოთ პელეგრინი, რომელმაც მატჩის წინ ობიექტურ და სუბიექტურ პრობლემებთან გადაწყდომის შემდეგ თავი მიწაში არ ჩარგო და სწრაფ კონტრშეტევებზე ითამაშა.

ფრე კატასტროფა არ ყოფილა "მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც" როგორც დერბიში, ისე ჩემპიონატში - გასაგებია, რომ "ვესტ ჰემი" და "ლესტერი" მაღალ საფეხურს დიდი ხნით ვერ დაიჭერენ, "არსენალის" ქულები კი ორივე მანჩესტერულ კლუბთან შედარებით მცირედით განსხვავდება - მთელი ბრძოლა წინ არის. მხოლოდ უნდა გვესმოდეს, რომ "წითელმა ეშმაკებმა" საკუთარ მოედანზე "სიტის" გატეხვა ვერ მოახერხეს - ნათელია, რომ "ეტიჰადზე" მასპინძელთა საკადრო პრობლემების არ ქონის შემთხვევაში "იუნაიტედს" გაუჭირდება.

ბონუსი

მარსიალის მოქმედებები "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ



ავტორი: კირილ ბიკოვი
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 ოქტომბერი 2015 19:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბონი და რუნი ვაბშე გამოთიშულები იყვნენ, რუნის გამოთიშვა უფრო თავისი ფორმის ბრალია, რამდენჯერმე თვითონვე ვერ მაოხერხა ბურთის დაჭერა, არადა კარგი მომენტი ჰქონდა დასარტყმელად რამდენჯერმე

რატო მომანატრეს შორიდან დარტყმები არ ვიცი, როცა გუნდში ბასტიანი გვყავს და როცა არ გამოდის ეს შეტევა ხო შეიძლება გარისკოს ვინმემ ერთხელ მაინც

სიტის ცენტრალურ ნახევარდაცვას ქება ეკუთვნის, ფერნანდინიო-ფერნანდოს დუეტმა თავის საქმე გააკეთა ჩემი აზრით
0
№2
ავტორი: Mufc7
27 ოქტომბერი 2015 20:53
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველგანმყოფმა ვალენსიამ სტერლინგი გაანეიტრალა


ვალენსია თითქმის მარტო (მატა ყოველთვის ცენტრში იწევდა და სუსტად ითამაშა) გადიოდა თავის ფლანგს, ერთი მეორის მიყოლებით ატყუებდა კოლაროვს

winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: UTD-Rule
27 ოქტომბერი 2015 20:57
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ბასტი - შნაიდერლინი იდელურია ვარიანტი მოედნის ცენტრში და ეს სიტისთანაც გამოჩნდა, უბრალოდ ბურთის კონტროლის გარდა შეტევაში გვჭირდება მრავალფეროვნება.. შეტევაში ფეხბურთელებს უფრო მეტი მოეთხოვებათ. მარტიალის გარდა თითქმის ვერცერტი ვერაფერს აკეთებდა ღირებულს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2015 21:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა კარგად აღწერს თამაშის მიმდინარეობას ცენტრალური ზონის ფეხბურთელების თამაში ფლანგების წინააღმდეგ თამაშს.

ერთადერთი ხიფათი შეხვედრაში სწორედ ფლანგებიდან იქმნებოდა და თუ ვინმე რამეს აკეთებდა, მარცხენა ფლანგი იყო მარსიალსა და როხოსთან ერთად, მაგრამ დასრულებით ფაზაში ან გაგვიმართლა, ან მოვიკოჭლეთ. რაც არის, ტრაგედია არ შექმნილა ამისგან, არც საწუწუნო გვაქვს რამე. თუმცა ერთი კია, აგუეროს და სილვას ყოფნა ბევრ რამეს შეცვლიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
27 ოქტომბერი 2015 23:27
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აიი ესეთ თამაშებში, როდესაც დაცვა არის გასაწელი კარგად ჩანს ის მინუსი რომელიც მატას ფლანგელობას მოაქვს!!!! ერერა და მატა ერთმანეთს უშლიდნენ ხელს და ეს იყო ყველაზე ცუდი. მემფისი უაზროდ ცუდ თამაშს ანახებს, ლინგარდი გამოუცდელია, პერეირაც და ამ მარჯვენა ფლანგს რა ვუყოთ :/ ისევ იანგის იმედი თუ გვექნება რო მარცხნივ დადგება და მარსიალი მარჯვნივ რავიცი.....
0
№6
ავტორი: AkkRed
28 ოქტომბერი 2015 11:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ის იშვიათი შემთხვევააა როდესაც წარდელას სიტყვებს ვაპრავებ, ესეთ ძლიერ გუნდებთან მატა ფლანგზე არაფერია, მიტუმეტეს როცა მათ ძლიერი და სწრაფი მცველები ჰყავთ საერთოდ იკარგება მატა თავისი კრეატივით და ჭკუით. ნუ თავდასხმაზე არაფერს ვამბობ სიტისთან თამაშისას 9-იანი არ გვყოლია
0
№7
ავტორი: Martial
28 ოქტომბერი 2015 18:08
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
რუნის უკან დაწევა უფრო მოხოდავს მგონი, სულ დაიკარგა კაცი :))
0
№8
ავტორი: Count Alucard
28 ოქტომბერი 2015 22:23
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
საერთო ჯამში უსახური თამაში იყო, თუ ლუის ტაქტიკა არ ჭრის, თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ იმ მატჩში ბევრს ვერაფერს მივაღწევთ, ინდივიდუალურად თუ არ გაიბრწყინა რომელიმე მოთამაშემ. სიტის დანაკლისიდან და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე უნდა მოგვეგო, მაგრამ წარსულს ვეღარ შევცვლით, ახლა ისევ სხვის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ ქულებს დააკარგვინებენ და პირველზე გადასვლას შევძლებთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top