თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2015, 12:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3143,
კომენტარები: 10
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდლსბრო" (პრევიუ)
ლიგის თასზე გასამართი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდლსბრო"

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის ლიგის თასი, მე-4 რაუნდი
თარიღი: ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ლი მეისონი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდლსბრო" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: მაკნეირი, შოუ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ვალენსია
განაცხადი:


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდლსბრო" (პრევიუ)

"მიდლსბრო"


ტრავმირებულები: ფორმშოუ, ადომა, სტუანი
დისკვალიფიკაცია: არავინ

განაცხადი:




"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდლსბრო" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირზე): მ-მ-წ-მ-ფ-ფ

წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 6 გოლი (2 ლიგაში)

პრემიერ ლიგის მე-10 ტურში "სიტისთან" ფრის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს 20 ქულით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება მეხუთედ მოიგოს ლიგის თასი. მანამდე ტიტულის მფლობელი 1992, 2006, 2009 და 2010 წლებში გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის თასის ფინალში 8-ჯერ თამაშობდა და 4 მათგანში მოიგო.

გასულ სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" ლიგის თასზე გამოსვლა მეორე რაუნდში დაასრულეს, როცა "მკ დონსთან" 4-0 დამარცხდნენ.

მიმდინარე სეზონში მესამე რაუნდში "იპსვიჩი" 3-0 დაამარცხეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდლსბრო" (პრევიუ)

"მიდლსბრო"


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირზე): მ-მ-წ-ფ-წ-მ

წამყვანი ბომბარდირები:
სტუანი - 7 გოლი (სამი ლიგაში)

"ვულვერჰემპტონთან" გასვლაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონშიპში 13 ტურში დაგროვილი 24 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

კლუბი 2004 წლის ლიგის თასის მფლობელია.

ლიგის თასის მიმდინარე გათამაშების წინა რაუნდებში "ოლდჰემი" დაამარცხა 1-3, "ბარტონი" 1-2 და "ვულვერჰემპტონი" 3-0.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 123-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 62 გამარჯვება მოიპოვა, "ბორომ" 33, ხოლო 28 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლიგის თასზე მეტოქეები შვიდჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედის" ანგარიშზე 4 გამარჯვებაა, ერთი "ბორომ" მოიგო, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

გუნდების ბოლო დაპირისპირება ლიგის თასზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 "მიდლსბრო"

მე-3 რაუნდი.
2008 წელი, 23 სექტემბერი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რონალდუ 25', გიგზი 79'. ნანი 90'
გოლი "მიდლსბროს" რიგებში: ჯონსონი 56'

მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, ლი მეისონმა ამ სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 31 ყვითელი ბარათი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ლონგი, მეთიუ ბიკსი,

სათადარიგო მსაჯი: ენდი ბულმერი
მატჩის წინ
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2015 12:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
განაცხადი და ტრავმების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არის. ისე კი, განვმარტავ, რომ თამაში იწყება ოთხშაბათს ღამით და არა ხუთშაბათს. უბრალოდ ოფიციალური თარიღი მოითხოვს ასე ეწეროს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
27 ოქტომბერი 2015 12:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გადახალისება სჭირდება გუნდს და თან გამარჯვება. იმედია რამე ნორმალურს შემოგვთავაზებს ლუი და რუნის დაასვენებს.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
27 ოქტომბერი 2015 12:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომენატრა ეს გუნდი პრემიერ ლიგაში winked

მშვიდად წყნარად უნდა მოიგონ, ზედმეტი პრობლემების და ტრავმების გარეშე. ლინაგრდს აძლევს სათამაშო დროს და კარგი იქნება ძირითადში თუ დაიწყებს ამ თამაშს. პერეირასაც ექნება შეცვლაზე შანსი

ფელაინიც უთამაშებელია, ცოტა გადახალისებაა საჭირო
0
№4
ავტორი: Wardell
27 ოქტომბერი 2015 14:11
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კარგ მომენტშია ეს თამაში დაისვენებენ წამყვანი მოთამაშეები სხვებსაც შანსი ექნებათ. მე ასე ვითამაშებდი:
დე ხეა
დარმიანი-ჯონსი-ბლინდი-როხო
კერიკი-შინდლერა
ლინგარდი-პერეირა-მემფისი
ფელაინი/ვილსონი
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 ოქტომბერი 2015 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება ექნებათ და მარტო ბოლო 5 წუთი არ ითამაშებენ. ძირითადმა შემადგენლობამ უნდა დაისვენოს. ყველამ არა რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითად ნაწილს ესაჭიროება დასვენება.
0
№6
ავტორი: Count Alucard
27 ოქტომბერი 2015 16:18
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის, თან დღევანდელ სიტუაციას და გადაღლილ შემადგენლობას თუ გავითვალისწინებთ რთული მატჩი გველის. გამარჯვებას ველი, მაგრამ არამგონია გამანადგურებელი ანგარიშით მოვიგოთ.
0
№7
ავტორი: chudikone
28 ოქტომბერი 2015 12:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
უნდა დაისვენონ: სმოლინგმა, ჯონსმა, შვაინამ, ქერიქმა, რუნიმ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: The Special One
28 ოქტომბერი 2015 16:27
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
გუნდების ბოლო დაპირისპირება ლიგის თასზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 "მიდლსბრო"

მე-3 რაუნდი.
2008 წელი, 23 სექტემბერი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რონალდუ 25', გიგზი 79'. ნანი 90'
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: Martial
28 ოქტომბერი 2015 18:09
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
დღეს მესუთე მოგება იქნება ახალგაზრდების გაბრწყინების ფონზე :))
0
№10
ავტორი: Mufc7
28 ოქტომბერი 2015 21:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 "მიდლსბრო"

მე-3 რაუნდი.
2008 წელი, 23 სექტემბერი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რონალდუ 25', გიგზი 79'. ნანი 90'

feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top