კრის სმოლინგს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დერბიში გაცილებით მეტი გააკეთა მოგებისთვის, ვიდრე "მანჩესტერ სიტიმ".
ინგლისის ნაკრების წევრმა შეხვედრა სრულად ითამაშა და ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო ხუან მატასა და ჯესი ლინგარდთან ერთად, რომელსაც ანგარიშის გახსნა შეეძლო.
"ვფიქრობ, ეს იყო მატჩი, რომელიც უფრო ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო. ორივე გუნდი კომპაქტურად და ორგანიზებულად მოქმედებდა და ბევრი შანსიც არ შექმნილა.
ვფიქრობ, მეორე ტაიმში ჩვენ მიერ შექმნილი მომენტების გამო გამარჯვება დავიმსახურეთ. მიწურულს, შეიძლება ითქვას, ბოლო 20-30 წუთის განმავლობაში თავს იცავდნენ და დაცვას ეხმარებოდნენ, ასე რომ, ჩვენზე იყო დამოკიდებული ზეწოლის მოხდენა, რაც გავაკეთეთ. სხვა დღეს ამ შანსებით გატანასაც შევძლებდით".
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2010 წლის შემდეგ პირველად არ გაუშვა "სიტისგან" გოლი: "ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის შესახებ ვინმეს რომ ეთქვა, "მშრალად" შეინახავთ კარსო, ხელს ჩამოვართმევდით.
ძალიან სწრაფები არიან, შემტევი გუნდი და ვფიქრობ, კონტრშეტევებზე იყვნენ კონცენტრირებულნი, განსაკუთრებით რაჰიმი და დე ბრუინე, რომლებიც სწრაფები არიან, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოგვედუნებინა".
ფრე "წითელ ეშმაკებს" მეოთხე ადგილზე ტოვებს, ქალაქელ მეტოქესთან კი 2-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. სმოლინგს მიაჩნია, რომ "იუნაიტედს" ასეთ მნიშვნელოვან ოპონენტებთან კარგად თამაში შეუძლია: "ყოველთვის შეგვიძლია ვიყოთ მაღალ საფეხურზე ან ახლოს, როცა ისეთი გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობთ, რომლებიც ჩვენთან ახლოს არიან - "არსენალი" გამონაკლისია - და სხვა გუნდების წინააღმდეგაც, კარგი შედეგები გვაქვს.
ვფიქრობ, ამ მატჩისგან თავდაჯერებულობას მივიღებთ. ჩვენ ჩვენსას ვაკეთებდით და უკეთესი შანსები გვქონდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში ვართ".