კვირას გამართული მანჩესტერული დერბის ერთ-ერთი პოზიტიური ნიშანი მარკოს როხოს თამაში იყო, რომელიც ვან გაალმა და ფილ ჯონსმა შეაქეს.
არგენტინელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მაშინვე მოუხდა კევინ დე ბრუინეს წინააღმდეგ თამაში, ბელგიელი კი მანუელ პელეგრინის გუნდში ბრწყინავს.
საერთო ჯამში, როხომ დე ბრუინეს აჯობა და კვირას მეტწილად თამაშგარე დატოვა, ხოლო როცა მოედანზე ხესუს ნავასი შევიდა, როხოს ესპანელის წინააღმდეგ მოუხდა თამაში და არც მას მისცა მატჩზე გავლენის მოხდენის საშუალება.
დერბის შემდეგ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას ვან გაალმა განაცხადა: "როხომ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, არა მარტო დე ბრუინეს წინააღმდეგ, არამედ ხესუს ნავასისაც. ძალიან კარგი პასები და ძალიან კარგი ჩაწოდებები ჰქონდა, ამიტომ მისით კმაყოფილი ვარ.
ამ სეზონში მხოლოდ მესამე შეხვედრა ჩაატარა; 90 წუთს არ თამაშობდა. ვგონებ, პირველი შემთხვევაა, როცა სრული მატჩი ჩაატარა. ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს სრული მატჩის ჩატარება შეუძლია".
დაცვაში როხო ჯონსთან ერთად მოქმედებდა, რომელმაც ასევე გამოტოვა სეზონის დასაწისი და ინგლისელმა საკუთარი აზრი მოახსენა ჟურნალისტებს, როცა სამხრეთ ამერიკელის შესახებ ჰკითხეს.
"ვფიქრობდი, რომ მარკოსი საოცარი იყო. მისი პასები დიდებული იყო და წინ წაწევისკენ მომართული და ასევე კარგად იცავდა თავს. დიდებული თამაში ჩაატარა", - განაცხადა ფილმა.