"ოლდ ტრაფორდი" აგვისტოში უეინ რუნის საპატიო მატჩს უმასპინძლებს, რომლისგან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდს მოხმარდება.
მატჩი რუნის მიერ კლუბში გატარებული 12 წლის იუბილეს ემთხვევა და სტარტს 2016 წლის 3 აგვისტოს აიღებს.
რუნის მოთხოვნით, თამაშიდან შემოსული მთელი თანხა მის მიერ ახლახან შექმნილ უეინ რუნის ფონდს გადაეცემა, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ემსახურება.
"იუნაიტედისა" და ინგლისის კაპიტანი ამ ამბით უკვე მოხარულია და ბედნიერი, რომ სხვებს დაეხმარება.
"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში იღებს მონაწილეობას. ყველაზე მეტად მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარსა და გუნდს, რომლებიც კლუბში ჩემი მოსვლის დღიდან მიჭერენ მხარს. მატჩის საღამო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, ყველა იზეიმებს, ვინც ჩართულია ამ საქმეში და ერთ-ორ სიურპრიზსაც ვიხილავთ.
ყველაზე მეტად კი, ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივარი რაც შეიძლება მეტი ფულის შეგროვებაში დაგვეხმარება ამ გასაოცარი ქველმოქმედებისთვის, რომელთაგან თითოეული ორგანიზაცია სხვადასხვა მიზეზის გამო ჩემთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა კაპიტანმა.