"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა განაცხადა, რომ ლუი ვან გაალის გუნდის თამაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მოეწონა.
"ოლდ ტრაფორდზე" კვირას შეკრებილმა მაყურებელმა გატანილი გოლები ვერ იხილეს და კარში მხოლოდ ორი დარტყმის მოწმეები გახდნენ, თუმცა ნევილს მიაჩნია, რომ პრემიერ ლიგის არატიპიურ ფეხბურთშიც კი არის პლუსები.
"ერთიც და მეორე გულშემატკივარიც უკრავდა ტაშს, რადგან ესმოდათ, რომ გუნდებმა ყველაფერი გაიღეს ამ მატჩში.
ბევრს ვლაპარაკობთ პრემიერ ლიგით აღფრთოვანებაზე, პრემიერ ლიგის სიგიჟეზე, მაგრამ ის, რაც დღეს ვნახეთ ორივე გუნდის უმაღლესი კონცენტრაციაა.
ჩემ მიერ ნანახის უმეტესი ნაწილი მომეწონა და ვიცი, რომ შეიძლება არასწორად ჟღერდეს, რადგან ყველას გვიყვარს გოლები და სახიფათო მომენტები, თუმცა იგრძნობოდა, რომ დიდი მატჩი იყო. იგრძნობოდა, რომ ორივე გუნდი მართლაც კარგად იყო მომზადებული ერთმანეთისთვის.
ცოტა მომენტი იყო, მაგრამ ეს სწორედ ის არის, რასაც ასეთი მატჩისგან ველოდი - მატჩისგან მეორე და მეოთხე გუნდებს შორის.
ხანდახან გუნდები ზედმეტად ფრთხილად მოქმედებდნენ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში "სიტი" უკეთესი იყო, მაგრამ ასეთ შეხვედრაში, სადაც ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ფლობდა უპირატესობას.
თამაში 60-დან 69-ე წუთამდე გამოცოცხლდა - თითქოს "მანჩესტერ იუნაიტედი" მოწინააღმდეგეს დაჯაბნიდა, ან "სიტი" გაიქცეოდა კონტრშეტევაზე, მაგრამ მარუან ფელაინისა და მარტინ დემიკელისის გამოსვლის შემდეგ თამაში შეჩერდა.
თამაში მხოლოდ ბოლო 5 წუთში განახლდა, როცა მომენტი ჰქონდა ჯესი ლინგარდს, ასევე შეიძლება გავიხსენოთ რამდენიმე სტანდარტული ორივე კართან. ასეთ მატჩში რთული იყო მომენტის შექმნა.
"სიტი" კმაყოფილი იქნება, რადგან ორი საუკეთესო ფეხბურთელი აკლდა: სერხიო აგუერო და დავიდ სილვა. ასეთ მატჩში ეს სრულიად კრიტიკული მდგომარეობაა.
ვფიქრობ, ლუი ვან გაალი იფიქრებდა, რომ მის გუნდს მეორე ტაიმში უფრო მწვავე თამაში შეეძლო, მაგრამ რთული კვირის შემდეგ მოთამაშეების თავდადებას დააფასებს.
იმგზავრეს მოსკოვში, "გუდისონ პარკზე", რის შემდეგაც ითამაშეს მანჩესტერულ დერბიში. ეს ყველაფერი მოხდა "არსენალის" შემდეგ და ვფიქრობ, ამ შედეგებმა ვან გაალი დააკმაყოფილა", - აცხადებს გარი ნევილი.