ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
გამაღიზიანებელია, რომ "სიტისთან" ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ არც წაგვიგია და წინ მივიწევთ.
მოუთმენლად ველოდები ორი ფრის შემდეგ მოგებას.
დღეს მანჩესტერული დერბიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ სახლიდან გწერთ. ნათელია, რომ თითოეული ჩვენგანი უფრო მეტს ელოდა ამ მატჩისგან. ეს ეხება ფეხბურთსაც და ტაბლოზე დაფიქსირებულ ანგარიშსაც... სიმართლე რომ ვთქვათ, შეხვედრის მეორე ნახევარში ვდომინირებდით, ამიტომ, მგონია, რომ გამარჯვებასთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე "სიტი". ბოლოს და ბოლოს, ორივე გუნდმა თითო ქულა მიიღო და ცხრილის მაღალ ნაწილში შემორჩა.
ეს თამაში ფიზიკურად ძალიან აქტიური იყო, მაგრამ შეტევისთვის სივრცეების პოვნა გაჭირდა. ძალიან დაძაბული მატჩი ცოტა სახიფათო მომენტით. როგორც ყოველთვის, მინდა, გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ბოლომდე ვიბრძოდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. როგორც იტყვიან, თუ ვერ იმარჯვებ, არც წააგო. იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებას საპასუხო შეხვედრაში იზეიმებთ, ამას იმსახურებთ. მიმაჩნია, რომ გუნდმა კარგად ითამაშა. ყველასთვის ცნობილია, რომ მოწინააღმდეგის შემადგენლობაში ბევრი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ "სიტი" სახიფათო მომენტების შექმნის გარეშე დავტოვეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ გუნდმა პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოს, რათა წინ ვიაროთ და ჩემპიონატში ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ.
გასულ ოთხშაბათს მოსკოვის ჩემპიონთა ლიგიდან ფრე წამოვიღეთ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობს ყველა მატჩში გაიმარჯვოს, მაგრამ საერთო ჯამში ეს მისაღები შედეგია თუ გავითვალისწინებთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას გათანაბრება მოგვიხდა. B ჯგუფი მართლაც რთულია. ცსკა - კარგი მოწინააღმდეგეა, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში უნდა დავამარცხოთ, თუ გვინდა ტურნირის შემდეგ რაუნდში მოხვედრის შანსი გავზარდოთ.
ამ კვირაში კიდევ ორი მატჩი გვაქვს, ლიგის თასზე "მიდლსბროსთან" დაწყებით. ისინი ჩემპიონშიპში თამაშობენ, მაგრამ გასულ სეზონში ძალიან ახლოს იყვნენ პრემიერ ლიგაში გადმოსვლასთან და ამის გაკეთებას წელს ეცდებიან. "ოლდ ტრაფორდზე" კარგი დაპირისპირება გველოდება. ეს თასი არასდროს მომიგია და იმედი მაქვს, ამ სეზონში მოვახერხებთ...
მომდევნო შაბათს "კრისტალ პალასს" ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩი წააგეს, ცხრილის ზედა ნაწილში მყარად იმყოფებიან. დარწმუნებული ვარ, ლონდონელები ჩვენს დამარცხებას ეცდებიან, რათა ზემოთ შემორჩნენ. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.
რაც შეეხება ჩემს
Youtube არხს, ამ კვირაში ახალ ვიდეოზე ვიმუშავებთ, რომელსაც მოუთმენლად ველოდები! იმედი მაქვს, მოგეწონებათ.
კარგ კვირას გისურვებთ. გეხვევით.
ხუანი
PS: გმადლობ
RichDaviesuk რომ ასეთი ბრწყინვალე ფოტო გააკეთე.