სერ ალექსმა შეაქო რობინ ვან პერსი და ჩიჩარიტო ”უიგანთან” მატჩში კარგად თამაშის გამო.”ვესტ ბრომვიჩთან” თამაშში ორივე ფორვარდი იყო სათადარიგო და ძირითად შემადგენლობაში დენი უელბეკი აღმოჩნდა.მაგრამ წინა ტურში ორივე, მექსიკელიც და ჰოლანდიელიც, მოედანზე პირველივე წუთიდან იყვნენ.მათ მიითვალეს 2-2 გოლი და საბოლოოდ, ”იუნაიტედმა” 4-0 გაიმარჯვა.ასე რომ, მათ კარგად შეცვალეს უეინ რუნი, რომელიც ტრავმირებულია.ერნანდესმა, ისევე როგორც ვან პერსიმ არაერთხელ გამოიჩინეს თავი ბოლო მატჩებში.ასევე კარგად გამოიყურებოდა ინგლისელი ფორვარდი, დენი უელბეკი, რომელმაც საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
”თქვენ კარგად იცით, რომ ჩიჩარიტო კარგად თამაშობს მეტოქის საჯარიმოში.მას აქვს არაჩვეულებრივი რეაქცია.რობინი კი არის ყოველმხრივ ძლიერი ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გატანა.მისი პირველი გოლი იყო ძალიან ლამაზი.მან მოატყუა მეურვე და ლამაზად გადაგზავნა ბურთი კარში.ჩვენ ვიცოდით, რომ იგი მაღალი კლასის ფორვარდი იყო და ძალიან გაგვაძლიერებდა.იგი მართლაც გამოადგა გუნდს.მან გაატარა კარგი 7 წელი ”არსენალში” და ფორმის პიკში გადმოვიდა ჩვენთან.”-ამბობს სერ ალექს ფერგიუსონი.
”წითელი ეშმაკების” ვეტერანი ნახევარმცველი, რაიან გიგზი, რომელიც ასევე წარმატებულად გამოვიდა "DW Stadium”-ზე, შეუერთდა სერ ალექსის აზრს და შეაქო ვან პერის კარგი თამაშის გამო.”მე ვიყავი მოედანზე, როდესაც რობინმა თავისი პირველი გოლი გაიტანა.მან გამოამჟღავნა კარგი ბურთის ფლობა და ტექნიკა.ეს გოლი სრულად ჯდება ვან პერსის ხასიათში.ის გასაოცარი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ლამაზი გოლების გატანა.მოხარული ვარ, რადგან იგი ჩვენთანაა და ყველა თამაშში უკეთეს რეზულტატს აჩვენებს.”-ციტირებს გიგზის სიტყვას MUTV.