ანალიტიკოსი მაიკლ კოკსი გასულ დერბის აჯამებს და მიუხედავად გუნდების შემტევი პოტენციალისა, ორივე გუნდის უსუსურ თამაშზე ამახვილებს ყურადღებას.
თანაბარი და მოსაწყენი თამაში ორი ფაქტორის შედეგი გახდა: მწვრთნელების უსუსური მიდგომა და მცველების იდეალური ინდივიდუალური თამაში.
ამ სეზონში ვან გაალი 4-2-3-1 მითითებით, მაგრამ ორი განსხვავებული ფორმატით თამაშობს. ამ შემთხვევაში, ყურადღება დაცვით თამაშზე იყო გადატანილი. მან გამოიყენა სამი ნომინალური ნახევარმცველი იმის ნაცვლად, რომ რუნი ათიანზე დაეყენებინა, ჯამში კი, კაპიტანი ანდერ ერერას მაღლა იდგა, ესპანელი კი- სამკუთხედის სათავეში. ამ ყველაფერმა ''იუნაიტედს'' საშუალება მისცა, მოედანზე ბურთის ფლობით ესარგებლა, რაც სისტემაში არსენალთან მარცხის შემდეგ შევიდა.
მანუელ პელეგრინიმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. იმის ნაცვლად, რომ უილფრიდ ბონის ქვემოთ რაჰიმ სტერლინგი ან დე ბრიუნე გამოეყენებინა, მან სამკუთხედის სათავეში იაია ტურე მოათავსა. რის შედეგად, მოედნის ცენტრი მრავალფეროვანი გახდა.
ორივე მხარე მზად იყო შეტევისთვის, თუმცა მცველებმა ვინგერებს ბევრად აჯობეს. დე ბრიუნესთვის გასული მატჩი, ალბათ, ყველაზე წარუმატებელი იყო. ამასთან ერთად, იგი გაკვირვებული დარჩა მარკოს როხოს ფიზიკური მომზადებით, რომელმაც არაჩვეულებრივად ითამაშა მის წინააღმდეგ. მოპირდაპირე ფლანგზე რაჰიმ სტერლინგი, ალბათ, ანტონიო ვალენსიას დაჩაბვნას გეგმავდა, მაგრამ მას არაფერი გამოუვიდა, რადგან მუდმივად დაცვაში უწევდა დაბრუნება. ამით აიხსნა ვან გაალის გადაწყვეტილება- მარჯვენა მცველად ქცეული ვინგერის დაყენება სასტარტოში მატეო დარმიანის ნაცვლად.
ხუან მატას უყვარს მოედნის მეორე ნახევარზე თავისუფალ სივრცეებში მოძრაობა, მაგრამ ფერნანდო კარგად ირჩევდა პოზიციებს და მან თითქმის მიითვისა კოლაროვის ფუნქცია, რადგან უკანასკნელი დაკავებული იყო ანტონიო ვალენსიათი, რომელიც მუდმივად შეტევაში იმყოფებოდა. ენტონი მარსიალს მოპირდაპირე ფლანგზე შედარებით მეტი საშუალება ჰქონდა შეტევის განსახორციელებლად, ვინაიდან იგი ხშირად სცდებოდა ფერნანდინიოსა და კომპანის, თუმცა მისმა პირდაპირმა ოპონენტმა, ბაკარი სანიამ, საერთო ჯამში, დამაჯერებლად ჩაატარა შეხვედრა.
ორივე ცენტრალური ფორვარდი თამაშიდან იზოლირებული იყო. რუნიმ ისევ არ გაამართლა. მან ვერ შეძლო კომპანისა და ოტამენდის წინააღმდეგ თამაში. ერთ მომენტში მან მიიღო ბურთი ხაზებს შორის, რის შემდეგაც ბურთი უკან, დაცვის ხაზს დაუბრუნა, რამაც გულშემატკივრების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.
''სიტის'' ცენტრალური თავდამსხმელი ფილ ჯონსსა და კრის სმოლინგს შორის ჩაკეტილი იყო, რაზეც, ალბათ, ქალაქელების მწვრთნელი დღემდე ჯავრობს- როცა არ დააყენა მის ნაცვლად სტერლინგი, რომელმაც ამ პოზიციაზე არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა ''ბორნმუთის'' წინააღმდეგ.
თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, მოედანზე შვანშტაიგერის ნაცვლად მარუან ფელაინი შემოვიდა, რომელიც მატჩის ერთ-ერთი სახიფათო ეპიზოდის მონაწილე გახდა. საპასუხოდ, პელეგრინიმ ტურეს ნაცვლად მარტინ დემიჩელესი შემოიყვანა, რათა ბელგიელი გადაეკეტა. შემტევი ნახევარმცვლელის ძლიერი მცველით შეცვლამ კარგად აღწერა მთელი თამაში- დაცვითი, ათლეტური და ცოტათი იმედგამაცრუებელი.
წყარო- Guardian
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.