თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2015, 19:46
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3617,
კომენტარები: 11
Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგა - მეათე ტური
გთავაზობთ ფენტეზის ლიგის შედეგებს, საუკეთესო გუნდებსა და სხვა საინტერესო სიახლეებს.
Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგა - მეათე ტური
პრემიერ ლიგის მე-10 ტურიც უკან მოვიტოვეთ, ამ ხნის განმავლობაში კი მოდუნებისა და დასვენების საშუალება თითქმის არ მოგვცემია, გასული უქმეებიც ძალიან საინტერესო გამოდგა. მართალია, მანჩესტერულ დერბიზე ამას ვერ ვიტყვით, თუმცა როგორც პრემიერ ლიგას ეკადრება, კვლავ ბევრი მოულოდნელი და სენსაციური შედეგები დაფიქსირდა. დაძაბული ბრძოლა გრძელდება Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგაში, სადაც კვლავ უამრავი ცვლილება ხდება და ყოველი ტურის შემდეგ ახალ-ახალი ლიდერები გვევლინებიან. შემოგთავაზებთ ათეულს, რომელიც ამ დროისთვის ლიდერობს Redarmy.ge-ს ლიგას:

Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგა - მეათე ტური


ახლა კი წარმოგიდგენთ გუნდს, რომელმაც გიორგი აფხაიძეს 66 მოუტანა და ამ ტურის ლიდერად აქცია. როგორც ხედავთ, გიორგი ათეულის წევრიც არ არის, თუმცა ასეთი კარგი შედეგის შემდეგ, აუცილებლად იბრძოლებს იქ მოსახვედრად:

Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგა - მეათე ტური


ყოველი ტურის შემდეგ დაიდება ანალოგიური სტატია, სადაც საუკეთესო ათეულისა და ტურის საუკეთესო გუნდის სურათი იქნება. ამასთან, მოდი ვნახოთ, ის თერთმეტეული, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა და "ოცნების გუნდის" სახელითაა ცნობილი:

Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგა - მეათე ტური


ტურის საუკეთესო მექულე ჰარი კეინი გახდა, რომელმაც, როგორც იქნა, მოახერხა თავისი თამაშის პოვნა და პრემიერ ლიგის დებიუტანტებს 3 გოლიც გაუტანა, ამისთვის მან 17 ქულა დაიმსახურა.

აქვე მინდა გაგაფრთხილოთ და გაცნობოთ, რომ თუკი თქვენ გყავთ მოთამაშე, რომელსაც ნარინჯისფერი ან წითელი უჯრა უნთია, მოერიდეთ მის ძირითადში დაყენებას, რადგან მათი თამაში საეჭვოა. ასეთები კი არიან:

Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგა - მეათე ტური


პრემიერ ლიგის მე-11 ტური 31 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს "ტოტენჰემი"-"ასტონ ვილას" მატჩით დასრულდება, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ლონდონში გაემგზავრება და ადგილობრივ "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.

Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგა - მეათე ტური


მომავალ შეხვედრამდე, გისურვებთ წარმატებებს !!!
ფენტეზის ლიგა
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 ოქტომბერი 2015 19:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კეინიიი love

ვარდი, მაჰრეზი და პაიე თამაშს არ მაზავენ, ქულების საბადოა ეს ხალხი wink
0
№2
ავტორი: Wardell
26 ოქტომბერი 2015 19:57
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
50-ეულში ვერ შევედი რააა wink 52-59მდე ვტრიალებ 3 ტურია, ე ბიჯო ქენით რამე!!!
0
№3
ავტორი: Z A C K™
26 ოქტომბერი 2015 20:24
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
რა გუნდი მყავს და როგორ ყველამ ჩააგდო ეს ტური derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: Jubo
26 ოქტომბერი 2015 20:34
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
არადა რა დამაჯერებლად ვიყავი პირველი სამი კვირა სამეულში areyoukiddingme 90ს ვერ ჩამოვცდი მას მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: chudikone
26 ოქტომბერი 2015 20:54
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
23 ქულა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Malboro463
26 ოქტომბერი 2015 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მგონი 2 ტურის წინ პირველზე ვიყავი ეხა მეთეზე ჩამოვედი ტრანსფერების გაკეთება დამავიწყდა
0
№7
ავტორი: Mufc7
26 ოქტომბერი 2015 21:41
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Jubo,
არადა, უკვე გამარჯვებულად გასახელებდი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: A.HERRERA
26 ოქტომბერი 2015 21:50
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
18ზე ჩამოვქვეითდი მეც belay
0
№9
ავტორი: desktop utd
27 ოქტომბერი 2015 04:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 43
აქ რა ხდება ?
დიდი ხანია არ ვყოფილვარ საიტზე და გამარკვევთ ვინმე ? ^_^
0
№10
ავტორი: AkkRed
27 ოქტომბერი 2015 10:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რომ გავაუქმო არ იქნება მასე? :დ არ ვიტყვი სადა ვარ ტეხავს :(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top