პრემიერ ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ. დერბი არცთუ სანახაობრივი გამოდგა და მომენტებიც თითქმის არ შექმნილა, მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.
ყველაზე რეალური მომენტები ვან გაალის გუნდს ჰქონდა. ერთ ეპიზოდში მარსიალის პასის შემდეგ შეცვლაზე შემოსული ლინგარდი ურტყამდა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა. მეორე ეპიზოდში კი სმოლინგს ჰარტმა აჯობა და პრემიერ ლიგაში მე-100 "მშრალი" მატჩი მიითვალა.
10 ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" 20 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ და 2 ქულით ჩამორჩებიან პირველადგილოსან "სიტის".