თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2015, 13:30
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1824,
კომენტარები: 10
ვან გაალი: "ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ"
ვან გაალის მატჩისშემდგომი კომენტარი
ვან გაალი:
"იუნაიტედის" თამაშზე
"ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ რთული 90 წუთი კარგად ჩავატარეთ. ორივე გუნდი ტაქტიკურად თამაშობდა, კომპაქტურად და ორგანიზებულად. "სიტიმ" საკუთარი შემადგენლობა ზუსტად ჩვენს ტაქტიკას მოარგო, ცვლილებებიც ამაზე მეტყველებდა.
"სევილიას" წინააღმდეგ მათ ორი თავდამსხმელით ითამაშეს, ახლა კი -ერთით. რთული მატჩი იყო, შანსები გვქონდა, მაგრამ ვერცერთი დავასრულეთ და ეს სამწუხაროა, როგორც ჩვენთვის, ასევე ფანებისთვის. დღევანდელ დერბიში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით და მოგებასაც ვიმსახურებდით, მაგრამ ყოველთვის იმას ვერ ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ"

"იუნაიტედის" დაცვაზე
"ჩვენი დაცვა მეტოქეს შეტევის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ ეს მხოლოდ დაცვითი ხაზის დამსახურება არაა. ჩვენი გუნდის დაცვა რუნისგან იწყება. სამწუხაროდ, "არსენალთან" არ გამოგვივიდა ის, რაც დღეს შევძელით"

"იუნაიტედი", როგორც ტიტულის კანდიდატი
"ვფიქრობ, ფანებიც ამაყები უნდა იყვნენ ჩვენი ფეხბურთელებით ამ მატჩის შემდეგ. როცა მოედნიდან გავდიოდით, ისინი ტაშს გვიკრავდნენ. მათ დაინახეს, რომ მატჩს ვაკონტროლებდით. ისინი იმედგაცრუებულებიც არიან, რადგან ჩვენგან ასეთ მატჩებში მოგებას ელიან. დღევანდელი თამაში მომავლის იმედს ნამდვილად გვაძლევს"

უნდა დაედო თუ არა მსაჯს პენალტი სტერლინგი-ერერას მომენტში?
"იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვიდეო რამდენიმეჯერ ვნახე და ეს პენალტი იყო, მაგრამ არ გაგვიმართლა, მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, მსაჯისთვის ამ მომენტის დანახვა რთული იყო, მაგრამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ სტერლინგი არა ბურთს, არამედ ერერას ეხება. თუმცა ეს გასამართლებელი მიზეზი არ არის, სხვა შანსები აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა"

ლინგარდის მომენტზე
"გამიკვირდა, რადგან ამ სიტუაციაში დარტყმა ძალიან რთული იყო და მან ეს მოახერხა. ეს შანსი საკმარისი არ იყო, მეტოქე ორგანიზებული და კონცენტრირებული იყო, ისინი კონტრშეტევებს გვეთამაშებოდნენ. შეგვიძლია, დღევანდელი მატჩი მოსკოვისას შევადაროთ, მაგრამ დღეს "იუნაიტედის" ძალა გამოჩნდა."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 ოქტომბერი 2015 13:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ იყო არანაირი პენალტი და რა აზრი აქვს ამაზე საუაბრს ეხლა winked ტიტულისთვის თავისთავად ვიბრძოლებთ, არსენალს დიდი ხანი არ გაუგრძელდება ესეტი ფორმა, როგორც ყოველთვის დაეწყებათ ჩავარდნა
0
№2
ავტორი: Malboro463
26 ოქტომბერი 2015 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
General,
და შენ როგორ ფიქრობ მანჩესტერი ამოვა ამ წუმპედან?
0
№3
ავტორი: Count Alucard
26 ოქტომბერი 2015 16:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, სიტი ისეთ საშინელ თამაშს აჩვენებდა ვალდებულები იყვნენ მოეგოთ, მთელი თამაში ბურთი გვეჭირა და 3-4 მომენტიც კი არ შეგვიქმნია...
0
№4
ავტორი: temo-scholes
26 ოქტომბერი 2015 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ისე ტუ ასე ტანაბარი ტამასჰი იყო და ცოტატი კიდეც ვჯბდიტ, მაგრამ ნამდვილად უნდა გვქონდეს ცჰემპიონობის იმედი წელს...

smolings, roxos, shnaiderlins da marcials gamovyofdi me mainc...
runi ki ratqmaunda chveul formashia...
0
№5
ავტორი: AkkRed
26 ოქტომბერი 2015 16:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დღევანდელ დერბიში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით და მოგებასაც ვიმსახურებდით, მაგრამ ყოველთვის იმას ვერ ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ"


ეს მაინტერესებს მართლა თქვა თუ იღადავა??
0
№6
ავტორი: i am united
26 ოქტომბერი 2015 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ვჯობდით აშკარად derpneutral
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ოქტომბერი 2015 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სიტი აშკარად ფრეზე თამაშობდა და უნდა მოგვეგო ეს თამაში. შეიძლება ცუდათ არ ვითამაშეთ, მაგრამ მეტი მომენტი უნდა შეგვექმენა და მერე აუცილებლად გავიდოდა გოლი.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
26 ოქტომბერი 2015 17:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Malboro463,
კი ამოვა. ისეთი მდგომარეობაა პრემიერ ლიგაში რომ პირადად მე არ ვფიქრობ რომელიმე ბოლომდე გამქაჩავი ყიოს. არაერთხელ ყოფილა ესე და დიდი ჩავარდნა ჰქონიათ. არ ვართ სტაბილური გუნდი, სვარკა ფეხბურთი და საჭირო დროს განიავებული ქულებია მარა მაინც ვიბრძოლებთ ტიტულისთვის
0
№9
ავტორი: abrama
26 ოქტომბერი 2015 17:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Me vpiqrob manchesteri momavlis gundia.

2 welsgi am pexburtelebit karg shedegs davdebt
0
№10
ავტორი: Malboro463
26 ოქტომბერი 2015 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
General,
ისედაც 3 გუნდი იბრძვის და ნადრევად არამჰონია გამოვეთიშოთ მარა მოგების რა გითხრა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top