თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2015, 14:22
ავტორი: Jubo,
ნანახია: 5312,
კომენტარები: 14
30 რამ, რაც რუნიზე არ იცით
ნაკლებად ცნობილი ფაქტები, რომელიც უეინ რუნის ცხოვრებაზე უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის
30 რამ, რაც რუნიზე არ იცით
გუშინ, 24 ოქტომბერს უეინ მარკ რუნის 30 წელი შესრულდა და ეს ფაქტი მთელმა საფეხბურთო სამყარომ აღნიშნა. უდავოა ის რომ, როდესაც უაზა კარიერას დაასრულებს, იგი ერთ-ერთ გამორჩეულ ფორვარდების გვერდით მოიხსენიებენ, რასაც მის მიერ დამყარებული რეკორდები განაპირობებს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მანჩესტერული დერბია, და ამ დერბის ბომბარდირობაც უეინ რუნის გვარს უკავშირდება. მოდით, ვნახოთ სხვა, ნაკლებად ცნობილი ფაქტები, რომელიც უეინ რუნის ცხოვრებაზე უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის. მაშ ასე:

1) ერთხელ რუნი 2 დღით გააძევეს სკოლოდან, ვინაიდან მან ქიმიის ლაბორატორიაში კედელს ხვრელი გაუჩინა. იგი გაბრაზებული იყო, რადგან ფეხბურთის ბურთი ჩამოართვეს.

2) როდესაც იგი "ევერტონის" 11 წლამდელებში თამაშობდა, მან 30 მატჩში 114 გოლი გაიტანა.

3) 2004 წელს, მისი საყვარელი ფილმი "ოლივერი" იყო, როდესაც საშუალება ჰქონდა, ამაზე სიმღერას იწყებდა

30 რამ, რაც რუნიზე არ იცით


4) როდესაც პირველად გამოიძახეს ინგლისის ნაკრების 15 წლამდელთა გუნდში, მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია თამაში, რადგან მწვრთვნელი, სტივ რატერი ფიქრობდა, რომ ის ფორვარდის პოზიციაზე არ ივარგებდა.

5) მას "ზარმაცი" მარჯვენა თვალი აქვს და მანქანის მართვის და კითხვის დროს სათვალე სჭირდება... ოდესმე გინახავთ რუნი სათვალით?!

30 რამ, რაც რუნიზე არ იცით


6) დედამისი ისევ სკოლის მზარეულად მუშაობს და ბავშვებს უზიარებს დარდს, როდესაც მისი ვაჟი კარგად ვერ გამოიყურება მოედანზე.

7) ერთხელ, რუნის სხვა ფეხბურთელების თანდასწრებით საკუთარი სავარჯიშო მეთოდების შესახებ ჰკითხეს. როგორც ჩანს, იმდენად უცნაური მეთოდები ჰქონია, რომ „ევერტონის“ მენეჯერის ასისტენტმა, ალან ირვინმა იფიქრა ეხუმრებოდა და პასუხად მიუგო: „კიდევ ერთხელ დამელაპარაკები ასე და ახალგაზრდულ კლუბში დაგაბრუნებ“. რუნის პასუხი იყო: „არა, არ დამაბრუნებ“.

8) 10 წლის ასაკში, როცა რუნი „გუდისონ პარკზე“ ბურთის მიმწოდებელი იყო, „ევერტონის“ კარის უკანა მხრიდან ბურთი მეკარე ნევილ საუთჰოლს ტექნიკურად ფეხით გადააწოდა. უეინი ასეთ გადაწოდებაზე მთელი კვირა ვარჯიშობდა. გაკვირვებულმა საუთჰოლმა სიცილით მას „პატარა ნაბი***რი“ უწოდა.

30 რამ, რაც რუნიზე არ იცით


9) როგორ ახსნა საკუთარი ხედვის უნარი რუნიმ ახლო წრეში? მან თქვა, რომ შეუძლია წამებში დახატოს სურათი საკუთარ გონებაში. სჭირდება თავის მხოლოდ ერთხელ აწევა და დანახვა, რა პოზიციებზე არიან თანაგუნდელები, მაგრამ მეორედ ახედვა აღარ სჭირდება, რადგან როცა პასს გააკეთებს, იცის სად იქნებიან საკუთარი თანაგუნდელები.

10) კულინარია რუნის არასოდეს მოსწონდა, თუმცა მასთან დაახლოება მაინც მოუწია. 2004 წელს, როცა „ლივერპულიდან“ „მანჩესტერში“ ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, პირველად მოამზადა საკუთარი საუზმე.

11) ხუთ წლამდე უეინს მშობლებთან ერთად ეძინა, რადგან ფანჯარასთან ყვითელ და მწვანე მოჩვენებებს ეჩვენებოდა.

12) სკოლაში რუნი ერთადერთ საგანს სწავლობდა კარგად - რელიგიას. 8 გამოცდიდან, მან რელიგიაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, გეოგრაფიასა და ესპანურ ენაში კი ნოლი ქულა.

13) პირველად აგენტი რუნიმ 14 წლის ასაკში აიყვანა. პიტერ მაიკლტოშის დამსახურებით, მას უკვე საკუთარი ფორმა და წელიწადში 2 ათასი ფუნტი ჰქონდა.

14) როცა 1994 წელს დანკან ფერგიუსონი ციხეში ჩასვეს, 9 წლის რუნიმ მას ორჯერ მისწერა, სადაც ამბობდა, თუ როგორ უსამართოდ მოექცნენ მას. დანკანმა ორივეჯერ გასცა პასუხი და მადლობა მოუხადა.

30 რამ, რაც რუნიზე არ იცით


15) რუნი ახალგაზრდობაში მოპედით დადიოდა, რომელსაც ლიცენზია სჭირდებოდა, მაგრამ მას არ ჰქონდა. ამიტომ მაშინ ძრავდა მოპედს, როცა გარშემო პოლიცია არ იყო.

16) 13 წლის ასაკში, როცა რუნი 16 წლიან გუნდში ათამაშეს, მას უფროს თანაგუნდელთან უთანხმოება მოუვიდა. უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა, სადაც რუნიმ იმარჯვა და 16 წლის გუნდელი თვალჩალურჯებული დატოვა.

17) მატჩის შესვენებისას, საპირფარეშოში დევიდ მოიესს თავზე ცივი წყალი დაესხა. ეს რუნიმ გააკეთა, თუმცა მოიესმა დამნაშავის ვინაობა ვერ გაარკვია.

30 რამ, რაც რუნიზე არ იცით


18) პატარაობაში ის შეიკ ჰისლოპის ბავშვთან ერთად თამაშობდა ხოლმე.

19) მატჩამდე ის სულ ერთსა და იმავე საჭმელს მიირთმევს: სპაგეტი ქათმის ხორცთან ერთად.

20) როცა მან 17 „ევერტონთან“ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, ხელფასი კვირაში 2000 ფუნტი ჰქონდა. მანამდე კი პირველ გუნდში კვირაში 75 ფუნტზე თამაშობდა.

21) სეზონის დასასრულს, როცა ყველა გადაღლილია, რუნი საქმის ნახევარს საკუთარ თავზე იღებს.

22) როცა რუნი ინგლისის ნაკრებში 2003 წელს პირველად გამოიძახეს, გუნდთან შეხვედრამდე მას სასტუმროს საკუთარ ოთახში ჩაეძინა. უეინი გააღვიძეს, თუმცა მაინც დაგვიანებით მოუწია შეხვედრაზე მისვლა.

30 რამ, რაც რუნიზე არ იცით


23) რუნი რომ ცხოველი იყოს, აუცილებლად ზვიგენი იქნებოდა. ეს მისი სიტყვებია.

24) როცა ინგლისის ნაკრებში მაკედონიასთან პირველი გოლი გაიტანა, რუნიმ მატჩის შემდეგ ბურთი შეინახა, რომელზეც გუნდის ყველა წევრის ხელმოწერა იყო. მათგან გამორჩეული კი სტივენ ჯერარდის სიტყვები: „ყოჩაღ, უშნო უკანალო“

30 რამ, რაც რუნიზე არ იცით


25) რუნი ფიფას ხშირად თამაშობს, თუმცა არასოდეს ირჩევს „ბარსელონას“ და „რეალს“, რადგან თვლის, რომ ამ გუნდებით თამაში მოტყუებას ნიშნავს. როგორც რიო ფერდინანდი ამბობს, თამაშისას ის ნერვიულია და მის ხელში ჯოესტიკები ხშირად იმტვრევა.

26) როცა 16 წლის ასაკში „არსენალს“ გოლი გაუტანა და 30 მატჩიდანი წაუგებელი სერია დაუსრულა, სახლში მისული ეზოში გავიდა და მეგობრებთან ერთად მთელი საღამო ფეხბურთს თამაშობდა.

27) რუნის სიმღერა ძალიან უყვარს, თუმცაღა ნიჭი ნამდვილად არ აქვს. სახლში მას კარაოკეს აპარატურა აქვს.

28) რუნის ვაჟი კაი ხუთი წლისაა და უკვე ფეხბურთით ძალიანაა დაინტერესებული, ის ყველა მატჩს მამასთან ერთად უყურებს, მათ შორის „ვესთ ჰემის“ გასვლით მატჩსაც ევროპის ლიგაზე.

29) რუნიმ კოლინი ერთ დღეს კინოში წაიყვანა. იქიდან წამოსულებმა კი ბენზინგასამართ სადგურზე რუნიმ კოლინს პირდაპირ სთხოვა ხელი. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ისინი ერთად წავიდნენ კოლინის დედასთან.

30) რუნი ახალგაზრდობაში ლექსებს წერდა.

წყარო: mirror.co.uk
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
25 ოქტომბერი 2015 14:25
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მათგან გამორჩეული კი სტივენ ჯერარდის სიტყვები: „ყოჩაღ, უშნო უკანალო“

ვირიშვილი მაიმუნი areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2015 14:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როდესაც იგი "ევერტონის" 11 წლამდელებში თამაშობდა, მან 30 მატჩში 114 გოლი გაიტანა.

რამ გადაგრია areyoukiddingme
0
№3
ავტორი: abrama
25 ოქტომბერი 2015 14:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Jubo,
:D
0
№4
ავტორი: Silver
25 ოქტომბერი 2015 16:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
მატჩის შესვენებისას, საპირფარეშოში დევიდ მოიესს თავზე ცივი წყალი დაესხა. ეს რუნიმ გააკეთა, თუმცა მოიესმა დამნაშავის ვინაობა ვერ გაარკვია.


რუნი ნახე რა wink wink
0
№5
ავტორი: rezimankunia
25 ოქტომბერი 2015 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
რუნი რომ ცხოველი იყოს, აუცილებლად ზვიგენი იქნებოდა. ეს მისი სიტყვებია.
Tetri zvigeni :D principshi exlac zvigenia dageshili
0
№6
ავტორი: zurazura
25 ოქტომბერი 2015 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Ra magari kacia

:-D :-D :-D
0
№7
ავტორი: Best 7
25 ოქტომბერი 2015 20:55
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Xuligani!:D
0
№8
ავტორი: Martial
26 ოქტომბერი 2015 09:29
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
13 წლის ასაკში, როცა რუნი 16 წლიან გუნდში ათამაშეს, მას უფროს თანაგუნდელთან უთანხმოება მოუვიდა. უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა, სადაც რუნიმ იმარჯვა და 16 წლის გუნდელი თვალჩალურჯებული დატოვა.

გიჟიიი :))))
0
№9
ავტორი: AkkRed
26 ოქტომბერი 2015 10:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ის უტიტულო ნაბი*ვარი ვისზე ამბობს უშნო უნაკლოს?
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ოქტომბერი 2015 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
30 მატჩში 114 გოლი wassat

მოიესს კიდე ცივი წყლის დასხმა უნდოდა??? wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top