ანდერ ერერას ვრცელი ინტერვიუ დერბის წინ.
როცა ანდერ ერერას უთხრეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შედეგი დერბიში ისეთივე არ არის, როგორც წლების წინ იყო, სახიდან ღიმილი შორდება.
"ვიცი, ვიცი", - ნელა ამბობს.
გასაკვირია, რომ მართლაც იცის. "ოლდ ტრაფორდზე" ახლახან მოვიდა ბილბაოს "ატლეტიკიდან" და მისი შედეგი დერბიში ერთი მოგება და ერთი წაგებაა.
ეს ერთი გამარჯვება მხოლოდ მეორე აღმოჩნდა "იუნაიტედისთვის" ბოლო 8 მატჩში.
ეს კი ნამდვილად არ იქნებოდა ერერას სადარდებელი იმ დროს, რადგან მაშინ "რეალ სარაგოსასა" და "ატლეტიკში" თამაშობდა.
მაგრამ როგორც კი კარინგტონზე მივიდა, ესპანელმა თავი ვალდებულად ჩათვალა გაცნობოდა თითოელ ამ მოვლენას.
"რის თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია, ის არის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ წელს აჩვენა, ის ბრუნდება.
გასულ სეზონში მახსოვს, "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ დერბიზე როგორი ატმოსფერო იყო.
მახსოვს, სტადიონზე ჩემი მეგობრები მოვიდნენ და როცა მატჩი დამთავრდა მითხრეს, რომ ქალაქი დაუჯერებელი იყო.
ჩემს მეგობრებთან ერთად გამარჯვების აღსანიშნავად წავედი და უფრო მეტი "წითელი" დავინახე, შეიძლება, შედეგის გამოც, მაგრამ ეს მახსოვს. იმედი მაქვს, გამარჯვებას გავიმეორებთ".სანამ ამას გააკეთებს, ერერამ ლუი ვან გაალის გუნდის შემადგენლობაში მოსახვედრად უნდა იბრძოლოს.
მიმდინარე სეზონში შემადგენლობაში ხან ხვდებოდა, ხან - ვერა, მაგრამ "ევერტონისა" და ცსკა-ს წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
ერერა იმდენად პოპულარულია გულშემატკივართა შორის, რომ კვირას 3 საათზე "თვითერზე" გამოქვეყნებულ შემადგენლობაში მისი გვარის არ მოხვედრის შემთხვევაში ვან გაალი უსიამოვნებას წააწყდება.
"ამას ვგრძნობ. გულშემატკივართა მხარდაჭერას ვგრძნობ და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. თქვენდამი მადლიერების გამოხატვის ერთადერთი გზა ჩემი მხრიდან თავდაუზოგავი შრომა და კლუბისთვის ბრძოლაა.
მინდა გულშემატკივარსა და კლუბს ყველაფერი უკან დავუბრუნო. მათთვის მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია".როცა ერერა გასულ თვეს "საუთჰემპტონთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, ისევე უყურებდა "იუნაიტედის" გულშემატკივარს, როგორც დარენ ფლეთჩერი და ეშლი იანგი ადრე.
"სკამზე ვიჯექი, ჩვენს გულშემატკივარს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ საუკეთესო ფანები გვყავს.
ყოველთვის მღერიან, ყოველთვის მხარს გვიჭერენ, ხანდახან ცეკვავენ კიდეც. დიდებულია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მოედანზე ყოფნას ვამჯობინებ".მოედანზე ვან გაალი მას სხვადასხვა პოზიციაზე ამწესებს.
ითამაშა საყრდენ ნახევარმცველად, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისა და "ევერტონთან" მატჩებში რუნის უკან 10-ანის პოზიციაზე დაიწყო.
"ვფიქრობ, ძალიან კარგია მწვრთნელისთვის, გუნდისთვის და შენთვისაც, როცა საკუთარი თავის წარმოჩენა სხვადასხვა პოზიციაზე შეგიძლია.
ვგონებ, საყრდენ ნახევარმცველად 3 მატჩი ჩავატარე, ნომერ 8-ზე და ნომერ 10-ზე უფრო მეტი. მაგრამ თითოეულ ამ პოზიციაზე კარგად ვგრძნობ თავს.
როცა მოწინააღმდეგე შენ გელოდება და უფრო დაცვას თამაშობს, ნომერ 6-ზე უფრო ხშირად ეხები ბურთს. მაგრამ გუნდებთან, რომელთაც "მანჩესტერ სიტივით" შეტევა სურთ, სივრცეებს 10-ზე უფრო იპოვი.
უპირატესობები არ მაქვს, დამოკიდებულია თამაშზე, მოწინააღმდეგეზე. რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი მეტყვის - და როცა მწვრთნელს სურს მათამაშოს!"მისი თამაში "ევერტონთან", როცა საჯარიმოში აჩრდილივით შეიპარა, თავური გაიტანა და რუნის საგოლე გადაცემაც მიაწოდა, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო პრემიერ ლიგაში გადასვლის შემდეგ.
მაგრამ აღნიშნავს, რომ წინ უფრო მეტია. და თუ იგივეს შეძლებს დერბიში, მანჩესტერი ისევე გაწითლდება კვირას, როგორც გასულ წელს.
"ჩემი უნარების მჯერა და მიმაჩნია, რომ შემიძლია უკეთესიც კი ვიყო. ეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ უკეთესადაც ვითამაშებ.
ადვილი არ არის კარგი შედეგის ჩვენება, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მოდიხარ. გასულ წელს ვაჩვენეთ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თბილად არ ხვდებიან და ვფიქრობ, "მანჩესტერ სიტიმ" იცის.
ვიცით, ჩვენს ზურგს უკან ჩვენი გულშემატკივარია, ამიტომ არ გვეშინია. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ყველაფრისთვის ბრძოლა გვსურს.
ჩვენი გულშემატკივრის სიცოცხლისთვის ვიბრძოლებ - ასე რომ, შეუძლიათ გარეთ გამოვიდნენ!"წყარო:
M.E.N.