”იუნაიტედის” ახალგაზრდა ფორვარდი ”ბლქებერნ როვერსში” გადაბარგდა.დღეს გახდა ცნობილი, რომ ყოფილი მანჩესტერელი ”ივუდ პარკის” მკვიდრებს შეუერთდა.მან გააფორმა კონტრაქტი 2015 წლამდე ლურჯ-თეთრებთან.ტრანსფერის ფასი ჯერ არ გახმაურებულა-აცხადებს მანკუნიანელების ოფიციალური საიტი manutd.com.
”მე ძალიან კარგად ვატარებ აქ დროს.მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.აქ დავრჩები უახლოესი 2-3 წლის განვმალობაში.აქ ყველას მოსწონს ჩემი თამაში და ლაპარაკობენ ჩემზე.მოხარული ვარ, რომ ამ კლუბში მომიწევს გარკვეული დროის გატარება.”-განაცხადა ჯოშუამ.
”მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმით კინგმა სულ ორი თამაში ჩაატარა.მისი დებიუტი შედგა 2009 წელს ინგლისის თასის მატჩში ”ვულვერჰემპტონის” წინააღმდეგ, როდეაც მან შეცვალა დანი უელბეკი.მეორე თამაში იყო ”გალათასარაისთან” ჩემპიონთა ლიგაზე, რომელშიც სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები 1-0 დამარცხდნენ.