თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2015, 13:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3316,
კომენტარები: 9
მანე ორმაგ თანხად შეფასდა
"წმინდანი" "იუნაიტედს" ორმაგი თანხა დაუჯდება.
მანე ორმაგ თანხად შეფასდა
"მანჩესტერ იუნაიტედს" მოუწევს თანხა გააორმაგოს იმასთან შედარებით, რის გადახდასაც ზაფხულს აპირებდა, რათა "საუთჰემპტონიდან" მომავალ წელს სადიო მანეს შეძენის შანსი ჰქონდეს.

"საუთჰემპტონის" ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მანე წელს არ გაიყიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მის შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებდა, რომელიც სენეგალელში 20 მლნ. ფუნტს იხდიდა.

"იუნაიტედმა" ენტონი მარსიალში 36 მლნ. ფუნტი გადაიხადა - პოტენციურად მზარდი 58 მლნ. - და "საუთჰემპტონში" ფიქრობენ, რომ მანე ისევე კარგად ასპარეზობს, როგორც ფრანგი, ამიტომ მისი ფასი შეფარდებით 35-40 მლნ. ფუნტი იქნება.

თავდამსხმელების გაზრდილი ფასები და პრემიერ ლიგის ტელევიზიიდან შემოსული უფრო დიდი თანხა, ფეხბურთელთა ფასს კიდევ უფრო გაზრდის და რადგან "საუთჰემპტონს" მანეს დატოვება სურს, მას ბოლო 18 თვის განმავლობაში "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდულ თითოეულ ფეხბურთელზე ძვირად შეაფასებს.

საკითხი კიდევ უფრო გამყარდა, როცა რონალდ კუმანსა და აღმასრულებელ დირექტორ ლეს რიდს 500 გულშემატკივრის წინაშე ფორუმზე ერთ-ერთმა მხარდაჭერმა ურჩია, არ გაეყიდათ, სანამ 50 მლნ. ფუნტს არ გადაიხდიდნენ. რიდმა ხუმრობით უპასუხა "მხოლოდ 50 მლნ?"

მანე "წმინდანებმა" "რედ ბულ ზალცბურგიდან" 11.8 მლნ. ფუნტად შეიძინეს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
25 ოქტომბერი 2015 13:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Kai iqneboda magram cota dzviriaaa
0
№2
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2015 13:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს როგორ არ მევასება wink არამგონია იუნაიტედის დონეზე გაქაჩოს. საუთჰემპტონში ძალიან კარგია მაგრამ აქ არაა ამის ადგილი
0
№3
ავტორი: SAF
25 ოქტომბერი 2015 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ამას არ გავდე 30ად მოურას ეხლავე ვიყიდით! ევროებშI სადღაც 42-43 გამოდის და შეიხი მაგ ფულად მინეტსაც გაგვიკეთებს fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№4
ავტორი: Malboro463
25 ოქტომბერი 2015 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
იმიტო აღარ ყავს დე და გუნდს მანეებით რომ ინტერესდებიან ერთი ლალანამ გაქაჩა და მეორე ეს. მოურა იყიდონ მაინც არ აფასებენ პსჯში
0
№5
ავტორი: The Special One
25 ოქტომბერი 2015 21:34
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რა მანე,მოიყვანონ რა ლუკასი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: Martial
26 ოქტომბერი 2015 09:30
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
გამოადგება გუნდს. სწრაფია, აქ ტექნიკაც და პრემიერ ლიგაც იცის. კარგი ტრანსფერი იქნება ძაან
0
№7
ავტორი: AkkRed
26 ოქტომბერი 2015 10:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და თავის დროზე რომ მოგვეყვანა ეხლა ხომ ბევრი პრობლემა არ გვექნებოდა შეტევაში
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ოქტომბერი 2015 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სეზონის დასწაყისში ნამდვილად არ მინდოდა ამის გადმოსვლა, მაგრამ ეხლა ძალიან მოუმატა თამაშს, თუმცა უკეთესი ვარიანტებიცაა რა თქმა უნდა.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2015 08:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სოტონში არის გამოჩენილი ფიგურა, რადგან თითქმის მასზე ეწყობა თამაში და ახერხებს, მაგრამ იუნაიტედში ამაზე არავინ ააგებს და დაიკარგება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top