ლუი ვან გაალი ჟურნალისტებს მოთმენისკენ მოუწოდებს.
ლუი ვან გაალმა "სიტი" გააფრთხილა, რომ ამჯერად გაცილებით უკეთეს "იუნაიტედს" დაუპირისპირდება, ვიდრე გასულ წელს "ოლდ ტრაფორდზე".
მაგრამ ლუი ვან გაალი ასევე აცხადებს, რომ სანამ პრემიერ ლიგის ტიტულს არ მოიგებს, მისი გუნდის ქალაქელ მოწინააღმდეგესთან შედარება არ შეიძლება.
ჰოლანდიელმა თავისი პირველი დერბი "ეტიჰადზე" 1-0 წააგო, მომდევნო დერბიში კი 4-2 გაიმარჯვა - 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამარჯვება.
"სიტიმ" ზაფხულს გუნდის გაძლიერება მოახერხა და დაიმატა კევინ დე ბრუინე, რომელიც თავს იჩენს.
ვან გაალს კი მიაჩნია, რომ მისი გუნდი ახლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე 6 თვის წინ იყო.
"ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელთა შერჩევაში უფრო დავბალანსდით.
უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ტიტულისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ თუ "მანჩესტერ სიტის" შეგვადარებთ, ორი ქულით ჩამოვრჩებით.
შემადგენლობაში უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, ვიდრე შარშან და საკუთარი თავი უნდა გავაუმჯობესოთ.
მხოლოდ სეზონის მიწურულს შევძლებთ ვთქვათ, შევამცირეთ თუ არა სხვაობა ჩვენს კონკურენტთან", - განაცხადა ვან გაალმა.
ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" "სიტის" მიერ სამი წლის განმავლობაში მეორე ტიტულის მოგებიდან ორი თვის შემდეგ მივიდა.
მანჩესტერის ორივე გუნდმა გასული სეზონი თასების გარეშე დაასრულა და "სიტის" მფლობელმა მანუელ პელეგრინის შეახსენა, რომ გაცილებით მეტი ევალება.
250 მლნ. ფუნტის დახარჯვის შემდეგ ზეწოლის ქვეშაა ლუი ვან გაალიც და მასაც ტიტულის მოგებას სთხოვენ.
თუმცა ვან გაალი ფიქრობს, რომ ხარჯები, რომელიც მისმა გუნდმა გაიღო "სიტის" დანახარჯს არ უნდა შეედაროს, რადგან მან ფულის დახარჯვასთან ერთად ფეხბურთელების გაყიდვით მოძიებაც მოახერხა.
"იუნაიტედის" საზაფხულო დანახარჯი 18 მლნ. ფუნტს უტოლდებოდა, რადგან გუნდმა 12 ფეხბურთელის გასხვისებით 69 მლნ. ფუნტი გამოიმუშავა, "სიტიმ" კი 115 მლნ. ფუნტი გაიღო.
"როცა მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მოდის, ყოველთვის უმაღლესი ფასები უნდა გადაიხადო.
როცა პსვ ან "აიაქსი" მოდის, იმავეს არ იხდიან.
მრავალი ფეხბურთელი გავყიდეთ და ეს არასოდეს წამიკითხავს.
ბევრი ფული არ დაგვიხარჯავს, რადგან უკან ბევრი მივიღეთ. არც ესაა საინტერესო.
მე ამ შემადგენლობით მიღწეული შედეგებით განმსჯიან. იგივეა "მანჩესტერ სიტიშიც", - დაასრულა ლუიმ.
წყარო:
M.E.N.