თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2015, 07:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2746,
კომენტარები: 7
ვან გაალი: "ერთი ფეხბურთელი მაკლია"
ჰოლანდიელი თვლის, რომ შემადგენლობაში ერთი ფეხბურთელით ნაკლები ჰყავს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მზად არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ ერთი შენაძენით შემოიფარგლოს.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალის დანიშვნის შემდეგ ფეხბურთელების შეძენას კლუბმა 250 მლნ. ფუნტზე მეტი დაახარჯა და გუნდიდან გაუშვა 12 მოთამაშე, რომელთაგან რამდენიმემ უკვე საბოლოოდ დატოვა "ოლდ ტრაფორდი".

ჰოლანდიელი მწვრთნელი არ მალავს, რომ პატარა გუნდთან ერთად მუშაობას ამჯობინებს, მაგრამ მზად არის კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიღოს.

"მცირე გუნდების მჯერა, რადგან პერსპექტივა გჭირდება, თორემ შენი მოტივაცია საეჭვო ხდება. ყოველთვის ვამჯობინებდი მცირე რაოდენობის მოთამაშეები მყოლოდა. ვფიქრობ, პრემიერ ლიგაში ყველაზე ცოტა ფეხბურთელი მყავს.

გასულ წელს 24 მოთამაშე გვყავდა. 15 გავყიდეთ და 12 ვიყიდეთ. წელსაც გავყიდეთ და იჯარით გავუშვით ფეხბურთელები. 10 წავიდა, 6 მოვიდა.

ვფიქრობ, 22 ფეხბურთელი და სამი მეკარე საკმარისია, ამიტომ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მაკლია"
, - განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2015 09:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამდენი რო გაყიდე ერთდროულად რა გეგონა აბა ყველას შემცვლელს ეგრევე დაითრევდი? ყველა გასაშვები იყო აბსოლიტურად მარა ერთიანად ესე გაყრა და ახლების მოყვანა ისევ თავიდან დასაწყებს ხდის საქმეს
0
№2
ავტორი: Martial
25 ოქტომბერი 2015 11:44
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ფლანგზე გვაკლია კაცი დალშე ყველაფერი რიგზეა გუნდში ))
0
№3
ავტორი: deqstera
25 ოქტომბერი 2015 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
შეიძლება ბევრი არდამეთანხმოს მაგრამ დრო არის ცენტრში ჯონსი-სმოლინგის წყვილს მიეცეს შანსი, აქვთ იმის რესურსი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი შექმნან(რათქმაუნდა ვარანის მოყვანის შანსი თუ იყო არუნდა გაუშვან, მაგრამ ოტამენდის და მსგავსი ერთსეზონიანების იმედი არუნდა გქონდეს)...

ყველაზე მეტად კი ბეილი მოსვლა გამისწორდება, მატა მოკალი და არარის ფლანგის ფეხბურთელი, მითუმეტეს პრემიერლიგაში(ზედმეტად ნელია)...
0
№4
ავტორი: i am united
25 ოქტომბერი 2015 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ალბათ თავდამსხმელი უნდა...
მაგის არ ვიცი მაგრამ მე მაგრად მინდა თავდამსხმელი ოღონდ კარგი მაგალითად ლაკაზეტს არა უშავს am manutd
0
№5
ავტორი: AkkRed
26 ოქტომბერი 2015 11:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მანე მოიყვანე შე ფარჩაკო
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ოქტომბერი 2015 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მარჯვენა ნახევარმცველს გულისხმობს ალბათ winked
0
№7
ავტორი: RojoDiablo
27 ოქტომბერი 2015 08:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვინგერი არ გვყავს გუნდში წესიერი. მოიყვანე და იქნება ერთი ფეხბურთელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top