თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2015, 16:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3325,
კომენტარები: 10
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)
მანჩესტერული დერბის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-10 ტური
თარიღი: კვირა, 25 ოქტომბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 18:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: მაკნეირი, შოუ,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: იანგი
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Valencia, Darmian, Jones, Smalling, Rojo, Blind, Carrick, Schweinsteiger, Schneiderlin, Herrera, Fellaini, Mata, Pereira, Depay, Lingard, Martial, Rooney, Wilson.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდის ლაზარეთში მხოლოდ ორი ტრავმირებულია - ლუკ შოუ და პატრიკ მაკნეირი, რომელთან ხანგრძლივვადიანი ტრავმები აქვთ, ეშლი იანგი მისივე თქმით გამოჯანმრთელდა, მაგრამ დერბიში არ ითამაშებს, რადგან ვარჯიში რამდენიმე კვირის განმავლობაში გააცდინა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"

ტრავმირებულები: სილვა, დელფი, აგუერო, ნასრი, კლიში
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Hart, Caballero, Zabaleta, Sagna, Maffeo, Kompany, Demichelis, Otamendi, Mangala, Kolarov, Toure, Fernando, Fernandinho, Glendon, Barker, De Bruyne, Sterling, Navas, Bony, Iheanacho, Roberts.

მანუელ პელეგრინიმ დაადასტურა, რომ გუნდს ვერ დაეხმარებიან სერხიო აგუერო, დავიდ სილვა, სამირ ნასრი, ფაბიან დელფი და გაელ კლიში.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 19 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-მ-წ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 23 საშინაო შეხვედრიდან 17 მოიგო (74%) და მხოლოდ 16 გოლი გაუშვა - 17 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება. ამ პერიოდში უფრო მეტი საშინაო გამარჯვება მხოლოდ "სიტიმ" მოიპოვა - 18.

"მანჩესტერ იუნაიტედს" შესაძლებლობა აქვს 2010 წლის შემდეგ სეზონში პირველად არ წააგოს პირველი 5 საშინაო შეხვედრა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"


1-ლი ადგილი, 21 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-წ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"სიტიმ" მიმდინარე სეზონში მეტოქის კარი 24-ჯერ აიღო, ეს ყველაზე მეტია ლიგაში, მათ შორის 11 გოლი ბოლო ორ მატჩში გაიტანეს.

პელეგრინის გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო 18 შეხვედრაში გაიტანა გოლი.

"სიტიმ" პრემიერ ლიგაში გამართულ ბოლო 10 მატჩში ნახევარი წააგო.

ჩემპიონატში ჩატარებულ ტურებში "ქალაქელებმა" ყველაზე მეტჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით - 74 და ყველაზე ნაკლებჯერ მისცეს უფლება მოწინააღმდეგეს ეს გაეკეთებინათ - 24 დარტყმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 6 გოლი (2 ლიგაში).

უეინ რუნის 1 გოლის გატანა სჭირდება იმისთვის, რომ დენის ლოუსთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი გაიყოს - 237 გოლი. მხოლოდ ბობი ჩარლტონს აქვს გატანილი უფრო მეტი გოლი (249).

რუნიმ ინგლისის ჩემპიონატში 187 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ენდი კოულს გაუთანაბრდა. "იუნაიტედის" ფორვარდს მხოლოდ ალან შირერი უსწრებს - 260 გოლი.

"იუნაიტედის" კაპიტანმა, რომელსაც დღეს 30 წელი შეუსრულდა, მანჩესტერულ დერბიში 11 გოლი გაიტანა და ეს რეკორდია, რომელიც ჯერ არავის დაუმხია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"


წამყვანი ბომბარდირები: აგუერო - 8 გოლი (6 ლიგაში).

ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩში კევინ დე ბრუიენმ 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასული სეზონის დასაწყისიდან მან 23 საგოლე გადაცემა გააკეთა 41 მატჩში - მეტი, ვიდრე წამყვანი ხუთი ჩემპიონატის ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა.

სერხიო აგუერომ ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 8 მანჩესტერულ დერბიში 8 გოლი გაიტანა, მათ შორის სამივე გოლი, რომელიც "სიტიმ" "იუნაიტედს" ბოლო სეზონში გაუტანა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 168-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 69 შეხვედრაში იზეიმა, "სიტიმ" 49-ში, ხოლო 50 მატჩი ფრედ დასრულდა.

"სიტიმ" ბოლო 8 მანჩესტერულ დერბიში 6 მოიგო, ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 42 მატჩში.

"ქალაქელები" დერბიში 50-ე გამარჯვების მოპოვებას ესწრაფვიან. ამჟამად მათ ანგარიშზე ასეთი სტატისტიკაა: 49 მოგება, 50 ფრე, 69 წაგება.

ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 12 მანჩესტერული დერბიდან არც ერთი დასრულებულა ფრედ - 5 მოგება "იუნაიტედს", 7 მოგება "სიტის".

ბოლო 10 მანჩესტერულ დერბიში 41 გოლი გავიდა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 60 მოგება, "სიტი" - 43 მოგება, ფრე - 49.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 19 მოგება, "სიტი" - 11 მოგება, ფრე - 6.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 33 მოგება, "სიტი" - 18 მოგება, ფრე - 25.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 9 მოგება, "სიტი" - 4 მოგება, ფრე - 4.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 4 - 2 "მანჩესტერ სიტი"


კვირა, 12 აპრილი, 2015
სწრებადობა: 75, 313
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: იანგი 14', ფელაინი 27', მატა 65, სმოლინგი 73'
გოლები "ვესტ ბრომის" რიგებში: აგუერო 8' 89'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი განსაჯა, 44 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ჯეკ კოლინი, რიჩარდ უესტი
სათადარიგო მსაჯი: კრეიგ პოუსენი

პრომო


მატჩის წინ
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
24 ოქტომბერი 2015 16:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მთავარია დასაწყისშივე არსენალი არ დაემართოთ. შნეიდერლინის იმედი მაქვს, ტურეს გაჩერება ადვილი საქმე არაა, მთავარი პრობლემაც ზუსტად ეგაა პირველ რიგში. აი სტერლინგი-დებრუინს როგორ გააჩერებენ არ ვიცი winked
0
№2
ავტორი: The Special One
24 ოქტომბერი 2015 22:12
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ძალიან დაძაბული თამაში იქნება,რასაც მოველი ეს არის რომ ბურთი ჩვენ გვექნება.

მთავარია დე ბრუინი,სტერლინგი და ტურე ამოვკეტოთ.მჯერა რომ შვაინა გაუმკლავდება ტურეს.დანარჩენს კი უკვე დაცვამ უნდა მიხედოს.

დაცვას და ნახევარდაცვას ყველაზე მეტი ბრძოლა მოუწევთ,რომ ეს თამაში რამენაირად კარგად ჩავატაროთ და შემდეგი ბრძოლისათვის მოვემზადოთ. manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: Mufc7
24 ოქტომბერი 2015 22:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ღმერთო, დრო როგორ ნელა გადის!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: love united
24 ოქტომბერი 2015 22:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მგონია რომ ფრე მორჩება :/
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
24 ოქტომბერი 2015 23:50
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
Mtavaria naxevari saati gaqachon, mere iwkeven tavisi tamashis povnas (rooneys ar exeba)
0
№6
ავტორი: RojoDiablo
25 ოქტომბერი 2015 07:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არსენალმა გუშინ მაინც მოიგო და ეს თამაში რომ წავაგოთ ორმაგი დისკომფორტი გვექმნება. მოგება კი კიდევ უფრო დაძაბავს ჩემპიონატს. გარდა ამისა, ფსიქოლოგიურად წაგვადგება და შედეგს მოგვცემს.

კევინი, სტერლინგი, ტურე - თითოეული მათგანი სახიფათოა და ცალკე საყურადღებო, რაც შეეხება ბონის, არც ის იმსახურებს აბუჩად აგდებას. მშვენიერი შემსრულებელია და საჭირო მომენტში თავის გამოჩენაც შეუძლია. აგუერო დანაკლისია, მაგრამ არა გუნდი მთავარი მოქმედი ძალა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Martial
25 ოქტომბერი 2015 09:43
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ტოტენჰემთან გამონაკლისია დანარჩენში უვლიან ყველას. ვესტ ჰემთან სხვა იყო, ეგრე რო გვეთამაშონ ვერ გაუძლებენ ))
0
№8
ავტორი: UTD-Rule
25 ოქტომბერი 2015 11:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წინა წელსაც ცუდად დავიწყეთ სიტისთან და იმედია წელს თავიდანვე დავიჭერთ ბურთს და გააზრებული შეტევებით შევეცდებით გატანას.. winked

აუცილებელია ეს გამარჯვება gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: I L C
25 ოქტომბერი 2015 11:54
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
წარმატებები manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№10
ავტორი: JooBoo
25 ოქტომბერი 2015 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
სიტი აღარაა პირველზე megustamucho
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top