ბასტიან შვაინშტაიგერი პირველი მანჩესტერული დერბის მოლოდინშია.
ბასტიან შვაინშტაიგერი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება მანჩესტერული დერბის გემოს პირველად გაღებას, თუმც მანამდე მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ქალაქელ მეტოქესთან უკვე აქვს ნათამაშები.
მიუხედავად პირველი გუნდის რიგებში ჩატარებული 500 მატჩისა, შვაინშტაიგერს დერბის გამოცდილება ძალიან მცირე აქვს, რამეთუ ბუნდესლიგაში მას ხშირად არ უხდებოდა მიუნხენურ კლუბთან დაპირისპირება.
კერძოდ, "ბაიერნში" გატარებული 13 სეზონის განმავლობაში ბასტიანმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა ქალაქელ მეზობელ, "მიუნხენ 1860-თან" და ისიც 10 წელზე მეტი ხნის წინ, რადგან "1860" 2004/05 წლების სეზონიდან გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს.
შვაინშტაიგერმა "1860-ს" წინააღმდეგ პირველი მატჩი "ბაიერნში" დებიუტიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩაატარა, როცა 2003 წლის თებერვალს შეცვლაზე შევიდა და მისმა გუნდმა 5-0 იმარჯვა. მომდევნო სეზონში 1-0 გამარჯვებაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, სანამ კიდევ ერთ გამარჯვებაში ბოლომდე მიიღებდა მონაწილეობას.
"1860" 2004 წლის მაისს ბუნდესლიგიდან გავარდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით ისინი 2008 წლის თებერვალს გერმანიის თასზე დაუპირისპირდნენ "ბაიერნს", თუმცა ბასტიანს იმ მატჩში არ უთამაშია.
როგორც შვაინშტაიგერი ხსნის მატჩის წინა პროგრამის სპეციალურ ჟურნალთან საუბრისას, "ბაიერნში" ადგილობრივი დერბის ატმოსფეროს კარგად არ იცნობს, ამიტომ მანუელ პელეგრინის შეგირდებთან დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდება.
როცა ჰკითხეს, შეამჩნია თუ არა მანჩესტერის ქუჩებში, რომ "სიტისა" და "იუნაიტედს" შორის დიდი დაპირისპირებაა, ბასტიმ უპასუხა:
"არა, ჯერ ვერა, მაგრამ "სიტის" წინააღმდეგ დერბის მართლა მოუთმენლად ველოდები. ვფიქრობ, რაღაც ძალიან განსაკუთრებულია და ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ერთ ქალაქში ორი დიდი კლუბი გვყავს, რომლებიც ასევე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ.
მახსოვს, როცა მიუნხენში ვიყავი, ამას მოუთმენლად ველოდით, მაგრამ მიუნხენის მეორე გუნდი, "1860" ასე კარგად არ თამაშობდა! დერბის ყოველთვის მოუთმენლად ველოდით, მაგრამ საწუხაროდ შეუძლებელი იყო. აქ ბევრი დერბის ჩატარება შეგვიძლია და ამის გამო ბედნიერი ვარ".წყარო:
manutd.com