თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2015, 20:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3091,
კომენტარები: 9
"დერბი ქალაქის მთავარი თემაა"
ლუი ვან გაალის პრესკონფერენცია "სიტისთან" დაპირისპირებამდე.
ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ მანჩესტერის დერბი ქალაქის მთავარი თემაა, თუმცა "იუნაიტედის" ბოსი ემოციებზე აყოლას არ აპირებს.

"წითელ ეშმაკებს" 170-ე დერბიში გამარჯვებით პრემიერ ლიგის ცხრილის ლიდერის, "სიტის" გადასწრება შეუძლიათ.

"იუნაიტედს" უფრო ნაკლები დრო ჰქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად, რამეთუ ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან მხოლოდ ხუთშაბათს დაბრუნდა, მაგრამ ვან გაალს სჯერა, რომ მისი შეგირდები მზად იქნებიან.

"ვფიქრობ, გულშემატკივართათვის ძალიან ემოციურია. პატარა სოფელში ვცხოვრობ და დერბი მთელი ქალაქის სასაუბრო თემაა.

მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არ არის, რადგან უნდა ვიმუშაო რაციონალურად და არა ემოციურად. ჩვენი თამაში უნდა მოვამზადოთ; ერთი დღით ნაკლები გვაქვს, ასე რომ, ძალიან რთულია.

შეხვედრები უფრო ნაკლებ დროში უნდა მოვაწყოთ. ფეხბურთელებისთვისაც უფრო რთულია, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენც სწორედ ამას ვაკეთებთ და იმედი მაქვს, "მანჩესტერ სიტის" დავამარცხებთ".


"მანჩესტერში ხალხი მატჩზე საუბრობს. წარმომიდგენია, რადგან "მანჩესტერ სიტის" ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედს" უფრო მეტი, ამიტომ ბრძოლა იქნება.

არა მგონია, ჩვენთვის დიდ რამეს წარმოადგენდეს ის, რომ "მანჩესტერ სიტიმ" კარგად დაიწყო, რადგან ასეთ რამეს "სიტის" მსგავსი კლუბისგან უნდა ელოდე. უბრალოდ დერბი არ არის, ამ მატჩში გამოჩნდება, ვინ არის მზად პირველი ადგილის დასაკავებლად.

გასულ წელს ძალიან კარგი დერბი გვქონდა, რა თქმა უნდა, 4-2 მოგება და ესეც მნიშვნელოვანია გულშემატკივართათვის. იმედი მაქვს, კვლავ მოვახერხებთ, მაგრამ ყოველთვის რთულია.

თუ "იუნაიტედი" მოიგებს, დიდი ჭიქით ღვინოს ავიღებ და ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელოს დავლევ"
, - განაცხადა ვან გაალმა პრესკონფერენციაზე.



წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: tedore
23 ოქტომბერი 2015 21:04
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ევასება ეტყობა დალევა, მაგარი პიანი მასტერია!))) მოიგე და რამდენიც გინდა დალიე)))
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 ოქტომბერი 2015 21:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
უკვე მომაწვა ემოციები. ქალაქის კი არა ვისაც ვხვდები ყველას ამ მატჩის მნიშვნელობაზე ველაპარაკები. ჩემი მთავარი თემაც ეგაა და საერთოდ ყველასი, ვინც იუნაიტედს ქომაგობს. ფეხბურთელების გარდა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ თამაშის მოგება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 ოქტომბერი 2015 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ოღონდ მოვიგოთ ლუი და ქვევრში ჩაგაგდებ. მერე დაჯექი და რამდენიც გინდა იმდენი ღვინო დალიე wink
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2015 22:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქ მართლა გამოჩნდება ვის რა შეუძლია. მაგრად გაჭირდება მაგრამ დიდი იმედით ვარ რომ მოვიგებთ
0
№5
ავტორი: Mufc7
23 ოქტომბერი 2015 22:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ძალიიიან მინდა, მოვიგოთ request ვიცი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ ''სიტისთან'' თამაშს ყველა იმხელა მოლოდინით ველით ხოლმე, უნდა მოიგონ, სხვა გზა არ აქვთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: iraira
23 ოქტომბერი 2015 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
აუცილებლად უნდა მოვუგოთ, კარგი იქნება დიდი სხვაობით თუ დავამარცხებთ
0
№7
ავტორი: red devil
24 ოქტომბერი 2015 07:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მოგება გვჭირდება აუცილებლად
0
№8
ავტორი: UTD-Rule
24 ოქტომბერი 2015 11:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ხვალინდელი თამაშის მოგება დამატებით ძალას შემატებს ბიჭებს და ძალიან დიდ ნაბიჯს გადაადგმევინებს ტიტულისთვის, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთონ მოსაგებად. იმედია სანახაობრივი თამაში იქნება manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: MU217
24 ოქტომბერი 2015 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
თამაში მოიგე და თუ გინდა ქვევრში ჩაძვერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top