მორგან შნეიდერლინი ჯერ კიდევ ეჩვევა მანჩესტერულ ცხოვრებას, თუმცა ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი საუკეთესო ფორმის ჩვენებას იწყებს.
გასულ უქმეებზე "ევერტონთან" მატჩში ნახევარმცველმა ანგარიში გახსნა, შემდეგ კი მოსკოვში ოთხშაბათს ღამით ცსკა-ს წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. თავდაჯერებული შნეიდერლინი ამჯერად მანჩესტერულ დერბიში აპირებს თავის გამოჩენას.
"ყოველთვის ვამბობ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის გოლის გატანა. ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვგრძნობ თავს მოედანზე და კვირების განმავლობაში სულ უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ.
ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ და თავდაჯერებულობაც მაღალია. ბედნიერი ვარ ჩემი თამაშის სტილით. სვლას ვაგრძელებ და გოლი ნამდვილი დესერტი გამოდგა", - განაცხადა მორგანმა.
შნეიდერლინი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში არაფერს გადაწყვეტს, თუმცა "ცისფერების" გადასწრება მნიშვნელოვანი იქნება. "ეს არაფერს გადაწყვეტს სეზონის დარჩენილი ნაწილის განვითარებაში, მაგრამ სეზონზე აღინიშნება. და, თუ "სიტის" დამარცხებას შევძლებთ და სავარაუდოდ პირველ ადგილსაც დავიბრუნებთ, კიდევ ერთი წინსვლა იქნება. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, განსაკუთრებით ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, დასასრული არ იქნება, მაინც ბევრი უნდა ვიშრომოთ, რადგან წინ გრძელი სეზონია".