ენტონი მარსიალი - მერვე ფეხბურთელი.
როცა ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოსკოვის ცსკა-ს ანგარიში გაუთანაბრა, ენტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მერვე თინეიჯერი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა.
ფრანგი ფორვარდი "იუნაიტედის" უდიდესი სახელების რიცხთა სიას შეუერთდა, რამეთუ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.
ბრაიან კიდი, რომელიც კვირის მანჩესტერულ დერბიზე მოწინააღმდეგეთა ბანაკში იქნება, როგორც "სიტის" შტაბის წევრი, "იუნაიტედის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად რჩება, რომელმაც ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თინეიჯერი გოლეადორები ევროპულ თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე:ბრაიან კიდი: 18 წელი, 8 თვე ("გორნიკ ზაბრზე", თებერვალი, 1968)
უეინ რუნი: 18 წელი, 11 თვე ("ფენერბაჰჩე", სექტემბერი, 2004)
ჯორჯ ბესტი: 19 წელი, 4 თვე ("ჰელსინკი", ოქტომბერი, 1965)
ბობი ჩარლტონი: 19 წელი, 6 თვე ("რეალ მადრიდი", აპრილი, 1957)
დევიდ ბექჰემი: 19 წელი, 7 თვე ("გალათასარაი", დეკემბერი, 1994)
ფილ ჯონსი: 19 წელი, 9 თვე ("ბაზელი", დეკემბერი 2011)
ენტონი მარსიალი: 19 წელი, 10 თვე (მოსკოვის ცსკა, ოქტომბერი, 2015)
ფრანსის ბარნსი: 19 წელი, 11 თვე ("უოტორფორდი", ოქტომბერი, 1968)
წყარო:
manutd.com