თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2015, 13:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2921,
კომენტარები: 5
სმოლინგი - მომდევნო კაპიტანი
კრის სმოლინგი "იუნაიტედის" მომდევნო კაპიტანი გახდება.
სმოლინგი - მომდევნო კაპიტანი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ კრის სმოლინგს შეუძლია უეინ რუნის მემკვიდრე გახდეს.

12 თვის წინ ვან გაალმა სმოლინგს სულელი უწოდა, რადგან მცველმა "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებისას "ეტიჰადზე" წითელი ბარათი მიიღო.

მას შემდეგ 25 წლის მცველმა თამაში გამოასწორა და მწვრთნელის ნდობაც მოიპოვა. ახლა ლუი კრისში არა მარტო მნიშვნელოვან ფეხბურთელს, არამედ გასახდელის ლიდერსაც ხედავს.

"ახლა ჩვენი კაპიტანი უეინ რუნია, ამიტომ არ უნდა ინერვიულოთ. ასევე გვყავს მაიკლ კერიკი, ხოლო როცა ისინი კლუბის რიგებში თამაშს დაასრულებენ, სამკლაურის მიღება კრის სმოლინგს შეუძლია. ამ მდგომარეობაში ვაყენებ.

ნებისმიერმა ფეხბურთელმა უნდა გადადგას ნაბიჯი ზრდისთვის. მას ვაყენებ მდგომარეობაში, ვეხმარები და ვაძლევ რჩევებს, მოთამაშე კი თავად წყვეტს, გაითვალისწინოს თუ არა. ეს მისი უფლებაა. ჩემი მხრივ ბევრი რჩევის მიცემა შემიძლია.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ, გუნდი როგორ ვიცავთ თავს. სმოლინგი ამაში მონაწილეობს და მინდა, რომ პარტნიორებს ესაუბროს. გარდა ამისა, ლაპარაკის ნიჭიც აქვს. ამ მიზეზით, მხოლოდ მისი ვარჯიშიღა რჩება. ამ მიზეზით გავხადე ის გუნდის ლიდერი. ნაბიჯებს ტაქტიკური კუთხითაც დგამს.

როცა თამაშის ორგანიზებისთვის ინსტრუქციას იძლევი, გჭირდება ვიღაც, ვისაც ის ესმის. კრისი კონსტრუქტირებული პიროვნებაა. ჩემი ინსტრუქციები უფრო სწრაფად ესმის.

მოედანზე საუკეთესო ხედვა დავიდ დე ხეას აქვს, მის შემდეგ - ცენტრალურ მცველებს, ამიტომ ჩემი მცველებისგან ლაპარაკს ვითხოვ. მათაც სჭირდებათ ხედვა. მას ამ მდგომარეობაში ვაყენებ და შეუძლია განვითარდეს ან არა. არჩევანი მისია",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: theguardian
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 ოქტომბერი 2015 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სმოლინგის პროგრესი სახეზეა და ამას ვან გაალის სიტყვებიც ადასტურებს. აშკარაა, რომ სმოლონგი დაცვის ლიდერია და მის გარეშე დღეს იუნაიტედის დაცვა წარმოუდგენელია. რაც შეეხება მის კაპიტნობას, რატომაც არაა??? ყველაფერი აქვს კრისს იმისთვის, რომ კაპიტანი გახდეს. ვნახოთ რა იქნება მომავალში, თუმცა ფაქტი ერთია, რომ სმოლინგმა იმდენად მოუმატა თავის თამაშს, რომ ხანდახან დაუჯერებლადაც კი მეჩვენება ხოლმე მისი ეს თავდაჯერებულობა და კარგი თამაში.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2015 15:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე ჯონსს ან რაფაელს მოვიაზრებდი თავის დროზე, მაგრამ დღეს ნელ-ნელა ახალი ლიდერი ყალიბდება სმოლინგის სახით. ისე ვინ წარმოიდგენდა ამას თუ ესეტი პროგრესი ექნებოდა. მადლობა იმ წითელ ბარათს wink
0
№3
ავტორი: RojoDiablo
23 ოქტომბერი 2015 16:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასეთი სტაბილური თუ იქნებოდა ორი და სამი წლის წინ რას ვიფიქრებდი. ძალიან მშვიდი და არა მარტო დაცვაში, არამედ თავდასხმაშიც მოქმედი ფეხბურთელია. ცენტრში რომ შერბის ხოლმე, მაშინ გაგრძელებასაც პოულობს და უკან არ ბრუნდება ისევ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Martial
23 ოქტომბერი 2015 18:13
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ესეთი სტაბილური იყოს და იმაზე მალე გახდება ვიდრე ველით ))
0
№5
ავტორი: The Special One
24 ოქტომბერი 2015 12:52
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ვეთანხმები ფილოსოფოსას,რუნის არ ყოფნაში სმოლინგი უნდა იყოს გუნდის კაპიტანი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top