თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2015, 14:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2831,
კომენტარები: 7
სქოულზი: "ზეწოლის ქვეშ რუნია და არა მარსიალი"
პოლ სქოულზი ყოფილი თანაგუნდელის შესახებ.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი თვლის, რომ ზეწოლის ქვეშ იმყოფება "იუნაიტედის" კაპიტანი და არა ფრანგი თავდამსხმელი.

19 წლის მარსილმა, რომელიც "მონაკოდან" შეიძინა "იუნაიტედმა", ჯერჯერობით ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს და მასში გადახდილი თანხის მართებულობაზე ეჭვს არ აჩენს.

ცსკა-სთან დაშვებული შეცდომის შემდეგაც კი მოახერხა ფრანგმა და თავისი ქმედება გატანილი გოლით გამოასწორა.

თავისი ახალგაზრდა კოლეგის ფონზე რუნი ცუდად გამოიყურება. რუნიმ, რომელიც შაბათს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში და სქოულზი ამას ყურადღებას აქცევს.

"მარსიალი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მხოლოდ 19 წლის. კლუბში სულაც არ მოსულა დიდებული ფორვარდის რეპუტაციით. ვფიქრობ, ზეწოლა არა მასზე, არამედ კვლავ უეინზეა.

ჩვენს დროში ოთხი ფორვარდი გვყავდა, რომელთან სეზონში 20-30 გოლის გატანა შეეძლოთ. ამჟამინდელ გუნდს არ ჰყავს. რუნი უდიდესი ზეწოლის ქვეშაა", - განაცხადა სქოულზმა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში.

წითურმა ექსპერტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ცსკა-სთან "წითელი ეშმაკების" თამაშით.

"უყურებ "იუნაიტედს" და ვერც კლასს ხედავ, ვერც მოძრაობას. ფეხბურთელები უბრალოდ არ დარბიან. ასეთ თამაშს სთხოვენ?

ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის უსაფრთხო გადაცემები მოედნის ირგვლივ. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ პასს რუნისთვის მიწოდებულს. არავითარი მოძრაობა.

გყავს მოედნის ცენტრის მოთამაშეები, რომელთაც სირბილი შეუძლიათ: ანდერ ერერა, ჯესი ლინგარდი, ენტონი მარსიალი. მიეცი პასი რუნის და გაიქეცი წინ, მაგრამ ამის გაკეთებაზე არავინ ფიქრობს",
- დაამატა სქოულზმა.

წყარო: dailymai
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2015 15:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზედმეტად ფრთხილად თამაშობენ და ეგაა სვარკა თამაშის მიზეზი. დაცვაზე ფიქრი კარგია მაგრამ ეს უაზრო ბურთის კონტროლი არაფერ შედეგს არ დებს და აქამდე ვერ გააცნობიერა ეგ რა ვქნათ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 ოქტომბერი 2015 16:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მართალია. პირველად ვნახე ფეხბურთელი უძრავად იდგეს, ბურთი ეჭიროს და მისთვის პასის გაკეთების საშუალების მისაცემად არავინ გარბოდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: chudikone
23 ოქტომბერი 2015 16:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რავიცი, თამაშს ვერ ვუყურე და მგონი ბევრი არაფერი დამიკარგავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Martial
23 ოქტომბერი 2015 18:12
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ეს რუნის ცუდ თამაშს არ ამართლებს
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 ოქტომბერი 2015 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ზოგადად ზეწოლა ხდება მასზე ვინც ვერ თამაშობს და ვერ იტანს გოლებს, თორე თავიდან ზეწოლა მარსიალზეც იყო როცა ამხელა თანხა გადაიხადეს მასში, მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციიაა. ყველა აღნიშნავს, რომ მარსიალში გადახდილი თანხა გამართლებულია, რადგან ამართლებს იმ მოლოდინებს რასაც მწვრთნელები ელოდნენ მისგან. ასე რომ რუნიზე ზეწოლა გასაგებია, მაგრამ არც ესეთი ადვილი არაა რუნიზე ზეგავლენის მოხდენა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
რაც შეეხება ცსკასთან თამაშს, პოლს აფსოლიტურად ვეთანხმები. არანაირი მოძრაობა არ იყო მოედანზე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.
0
№6
ავტორი: red devil
24 ოქტომბერი 2015 07:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იმედია სიტისთან იქნება მოძრაობაც და თამაშიც
0
№7
ავტორი: The Special One
24 ოქტომბერი 2015 13:00
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იმედი ვიქონიოთ რომ ძალები სიტისათვის შემოინახეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top