"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი თვლის, რომ კვირას გასამართი მანჩეტერული დერბისთვის "მანჩესტერ სიტი" უკეთესად მოემზადება.
სანამ მეტოქეები ერთმანეთს "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირსპირდებიან, ორივე ინგლისურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა მატჩები, თუმცა განსხვავებული დატვირთვით: "იუნაიტედმა" ცსკა-სთან შესახვედრად 4-საათიანი ფრენა განახორციელა, "სიტიმ" კი "სევილიას" საშინაო არენაზე უმასპინძლა.
რუსეთის დედაქალაქიდან "წითელი ეშმაკები" მხოლოდ ხუთშაბათს დაბრუნდნენ, ამიტომ ვან გაალს მიაჩნია, რომ "ქალაქელები" უკეთეს ვითარებაში არიან.
"ყველა უმაღლესი დონის კლუბს აქვს მსგავსი პრობლემები. მაგრამ ახლა უპირატესობა "მანჩესტერ სიტის" მხარესაა, რადგან ისინი სახლში თამაშობდნენ და ეს დიდი განსხვავებაა.
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლისგან სარგებლის ნახვა შეიძლება. აღდგენის შესაძლებლობა უნდა გამოიყენო. "მანჩესტერ სიტის" არ დასჭირვებია ისეთი მგზავრობის განხორციელება, როგორიც ჩვენ. ამიტომ დასვენებისთვის მათ უფრო მეტი დრო აქვთ.
ამას ვერაფერს უზამ. ასეთია მათი უპირატესობა. ასეთ სიტუაციაში საკუთარი თავის დასახმარებლად უამრავ რამეს ვაკეთებთ. ვიყენებთ ყინულის აბაზანებს, ცხელ აბაზანებს, ვარჯიშებსა და პრაქტიკულ დავალებებს ვამცირებთ და ეს საკმარისია "სიტის" დასამარცხებლად", - განაცხადა ვან გაალმა.