თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2015, 21:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2920,
კომენტარები: 4
შვაინშტაიგერმა შესაძლოა ჩინურ კომპანიას უჩივლოს
ბასტიან შვაინშტაიგერს შესაძლოა, სასამართლო ჰქონდეს.
შვაინშტაიგერმა შესაძლოა ჩინურ კომპანიას უჩივლოს
ბასტიან შვაინშტაიგერი სასამართლოში საჩივრის შეტანის შესაძლებლობას განიხილავს სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ, რისი მიზეზიც ნაცისტური თოჯინა გახდება, რომლის გამომეტყველება "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს გვახსენებს და სახელად "ბასტიანი" ჰქვია.

გერმანულმა გაზეთმა Bild პირველმა მიაპყრო ყურადღება თოჯინასა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს შორის მსგავსებას მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში. მასში მოცემული იყო მოცემული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის, პატრიკ ჩანის სიტყვებიც, რომელმაც დაადასტურა, რომ ნებისმიერი მსგავსება შვაინშტაიგერთან სინამდვილეში აბსოლუტური შემთხვევითობა იყო.

"არ ვყიდით სათამაშოებს, რომლებიც ფეხბურთელებს გვაგონებენ. სუფთა დამთხვევაა, რომ ჩვენი "ბასტიანი" შვაინშტაიგერს ჰგავს.

ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი გერმანელი სწორედ ასე გამოიყურება. ხოლო "ბასტიანი" - გერმანიაში ძალიან გავრცელებული სახელია",
- განაცხადა პატრიკ ჩანმა.

შვაინშტაიგერმა შესაძლოა ჩინურ კომპანიას უჩივლოს


მიუხედავად ამ გამოთქმებისა, კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც შვაინშტაიგერის იმიჯს მართავდნენ, პირდაპირი გაგებით შეწუხებულნი არიან. გერმანულ საიტ SPORT1-ს დაუდასტურეს, რომ 31 წლის ფეხბურთელი სარჩელს შეიტანს, თუ დაამტკიცებს, რომ მისი გამოსახულების ნებართვის კანონები დარღვეული სათამაშოს მწარმოებლის მიერ.

"ეს შვაინშტაიგერის გამოსახულების გამოყენების უფლების სრული დარღვევაა. ამასთან ერთად, ბასტიანის გამოსახულება ვერმახტის ჯარისკაცის რანგში სვასტიკასთან ერთად, ასევე შეურაცხყოფის ელემენტია", - განაცხადა ადვოკატმა ულრიხ ამელუნგს.

სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ მსგავს წინა შემთხვევებში კომპენსაციის თანხა "ექვსნიშნა რიცხვით" არის აღნიშნული.

წყარო: thetelegraph
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2015 22:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა უხდება wink
0
№2
ავტორი: Martial
23 ოქტომბერი 2015 00:41
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
რა ყველა გერმანელი ესე გამოიყურებაო ჩინელებში ხო არ ერევათ :)))
0
№3
ავტორი: red devil
23 ოქტომბერი 2015 06:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბასტი მიდი ძმა ააწიოკე ჩინელები
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 ოქტომბერი 2015 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შემთხვევით ესე როგორ უნდა მიამგვანო თოჯინა ადამიანს??? belay
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top