თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2015, 21:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2518,
კომენტარები: 6
ცსკა U19 - მანჩესტერ იუნაიტედი U19
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტური.
ცსკა U19 - მანჩესტერ იუნაიტედი U19
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მარცხი ცსკა-სთან განიცადა.

"იუნაიტედის" ახალგაზრდებმა სტადიონ "ოქტომბერზე" ცუდად დაიწყეს თამაში და უკვე მე-13 წუთზე გაუშვეს გოლი - აქსელ ტუანზებეს თამაშს პენალტი მოჰყვა, რომელიც ცსკა-ს თავდამსხმელმა, ტემურ ჟამალეტდინოვმა გაიტანა.

მიუხედავად მზიანი ამინდისა, რუსეთის დედაქალაქში ტემპერატურა ნულის ტოლი იყო, მაგრამ მანჩესტერელმა ბიჭებმა მასპინძლებისგან განსხვავებით ხელთათმანების გაკეთება არ ისურვეს და ხასიათი გათანაბრების მცდელობით დაამტკიცეს.

თუმცა მარკუს რაშფორდის არ ყოფნის ფონზე "წითელმა ეშმაკებმა" მოწინააღმდეგის საჯარიმოში რეალური საფრთხის შექმნა ვერ შეძლეს. პირველი ტაიმის მიწურულს მაკაროვმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

სანამ "იუნაიტედი" "ქამბექზე" დაფიქრდებოდა, ცსკა-მ კვლავ გაიტანა - შესვენებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ პენალტის რეალიზება მოხდა. ტირელ უორენის მიერ ხელით თამაშის შემდეგ ჟამალეტდინოვი კვლავ ეფექტური იყო.

"იუნაიტედის" ახაგალზრდების სულისკვეთება დაეცა, შემდეგში რუსები აკონტროლებდნენ თამაშს და მომენტებს ქმნიდნენ. უპირატესობის რეალიზება 88-ე წუთზე შეძლეს, როცა გარდიშენკომ მეოთხე გაიტანა.

"იუნაიტედის" შემადგენლობა: ჰენდერსონი, რიდი, ტუანზებე, ფოსუ-მენსა, დერნლი (დიდრიკ-რობერტსი 64), გრიბინი, რედმონდი, მაკტომინეი, ჰემილტონი, უორენი, კეინდე (უილანი 62).



მდგომარეობა ჯგუფში:

ცსკა U19 - მანჩესტერ იუნაიტედი U19
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 ოქტომბერი 2015 21:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ესენი უფრო უარეს მდგომარეობაში რომ არიან derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
22 ოქტომბერი 2015 22:19
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
იმენა გაგვანადგურეს რასაც ჰქვია
0
№3
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2015 22:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა ცუდი გუნდი არ გვყავს არ ველოდი ესეთ უაზრო შედეგს belay
0
№4
ავტორი: Martial
23 ოქტომბერი 2015 00:45
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
იქაც პენალტი :)) რუსეთში თამაში ყველას უჭირს
0
№5
ავტორი: ViDa
23 ოქტომბერი 2015 01:04
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ძალიან ძლიერი გუნდი ყავს ცსკას, პლუს ამას, რატომაც ყველა გრანდს უჭირს რუსეთში თამაი, ახალგაზრდებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№6
ავტორი: red devil
23 ოქტომბერი 2015 06:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გადაუვლიათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top