ინგლისის პრემიერ ლიგის ოცდამეერთე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა "უიგანი"...
მატჩში "წითელი ეშმაკებიდან" დუბლები გაიფორმეს ხავიერ ერნანდესმა და რობინ ვან პერსიმ. "იუნაიტედი" აგრძელებს ლიდერობას და ისევ ინარჩუნებს შვიდ ქულიან სხვაობას "მანჩესტერ სტისთან"...
"უიგანი" "მანჩესტერ იუნაიტედი" – 0–4
გოლები: ერნანდესი, 0–1 (36 წთ), ვან პერსი, 0–2 (43 წთ), ერნანდესი, 0–3 (64 წთ), ვან პერსი, 0–4 (89 წთ).
"უიგანი": ალ–ჰაბსი, კოლდუელი (სტამი, 72), ბოისი, რამისი, ფიგეროა, მაკარტი, მელონი, მაკარტური, ბოსეჟური, კონე, დი სანტო (გომესი 73)
"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, რაფაელი, ევრა, ფერდინანდი (სმოლინგი, 71), ევანსი, გიგზი, კერიკი (კაგავა, 70), იანგი (ველბეკი, 80), კლევერლი, ერნანდესი, ვან პერსი
გაფრთხილება: კოლდუელი, 63 წთ, სმოლინგი, 84 წთ.
არბიტრი: ანდრე მარინერი
სტადიონი: "დი დაბლ იუ სთეიდიუმი". 01.01.2013.
არის კიდევ ვინმე ისეთი, ბრიტანეთის კუნძულების მაცხოვრებელთა გარდა, რომელთაც შეუძლიათ უყვარდეთ და აფასებდნენ ისე სპორტს, რომ 1 იანვარსაც ატარებდნენ თამაშებს. მხოლოდ იქ სადაც, ფეხბურთი უფრო მნიშვნელოვანია პირად ცხოვრებაზე და სიკვდილზეც კი, მოთამაშეები 1 იანვარს, გამოდიან მინდორზე და იბრძვიან წარმატებისთვის. აი "დი დაბლ იუ სთეიდიუმზეც" შეიკრიბა ორი გუნდის თილისმა, რომელთაც კლუბებისთვის წარმატება მოაქვს, კლუბის ფანატები კი მათ საგულშემატკივროდ და სანახაობრივი ფეხბურთის საყურებლად მივიდნენ.
მატჩი ერთი გუნდის აქტიურობით დაიწყო. კარგი ქმედება, რობინ ვან პერსისა და ხავიერ ერნანდესის, შეიმჩნა უკვე მეოთხე წუთზე. კლუბები მატჩის დასაწყისში, მოქმედებდნენ აქტიურად. ბრძოლა ინიციატივისთვის, განსაკუთრებით მინდვრის ცენტრში, თავდადებულად იბრძოდნენ, ფეხბურთელები და ცდილობდნენ, დაეჭირათ ერთმანეთი ხელოვნური თამაშგარეების შექმნით.
მუნკუნიანელების შეტევის ტაქტიკა, ზოგიერთის თვალით ჩოგბურთსაც წააგავდა. კლუბი თავიდან ერთფეროვნულ ზეწოლას ახდენდა მარჯვენა ფლანგიდან, შემდეგ კი მათ მეორე ფლანგზე გადაინაცვლეს. ასე, რომ პირველი ტაიმის, 35–ე წუთზე, "იუნაიტედმა" მარცხენა ფლანგიდან შეუტია "უიგანის" დაცვას. პატრის ევრა, ეშლი იანგის ჩაწოდებულს გამოეხმაურა და გადაწყვიტა ერთი დარტყმით გაეტანა გოლი, მაგრამ მას ბურთის გაჩერება გამოუვიდა, გაისწორა და ალ–ჰაბსის მიმართულებით გადაგზავნა ის. მეკარემ შესანიშნავი სეივი გააკეთა და ბურთი მოიგერია, მაგრამ მოგერიებულ ბურთს საიდანღაც ხავიერ ერნანდესი, მეტ სახელად კი ჩიჩარიტო, გამოეხმაურა და ბურთი ბადეში გაეხვა.
ჩიჩარიტომ თავისი სიძლიერე კიდევ ერთხელ გამოავლინა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყო კარგი შეტევა, ბურთი ვან პერსის გადააწოდა, რომელიც "უიგანის" დაცვაში შეიჭრა, ცივსისხლიანივით მოიშორა ერთი ფეხბურთელი და კარის მიმართულებით მარჯვენა ფეხით ,გადაგზავნა ბურთი და გოლ, ანგარიში ორამდე გაიზარდა.
"იუნაიტედის" ფეხბურთელებმა, პრინციპში, პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს თამაშის ბედი თავიანთ სასარგებლოდ. ერთად ერთი, რაც "ლატიქსის" ფეხბურთელებმა შეძლეს, განახორციელეს, რამოდენიმე კომბინაცია და კონემ, რომელიც გოლი 59 წუთზე გაიტანა, მაგრამ, აშკარა თამაშგარედან.
ამის საპასუხოდ "ეშმაკები" გააქტიურდნენ და სახიფათო ჯარიმაც მოიპოვეს, კერძოდ კი, ეს მატჩში ერთ–ერთმა აქტიურმა მოთამაშემ, რაფაელმა გააკეთა. ვან პესის შესრულება შეიძლება არადამაჯერებელიც კი ყოფილიყო, მაგრამ ბურთი ცოცხალი კედლის შემდეგ, ჩიჩარიტოს მიუვიდა, თითქოს მაგნიტი ყოფილიყო და მომზადების გარეშე, ალ–ჰაბსის, დაბალი დარტყმით კიდევ ერთი გოლი გაუტანა.
დეპრესიაში ჩავარდნილი მაყურებელი სტადიონს ტოვებდა, რადგან მათმა რჩეულმა მოთამაშეებმა დე ხეას კარის დალაშქვრა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს. "იუნაიტედის" შემადგენლობაში კი, ისევ ისეთი გრძნობა იყო, თითქოს, გუნდს გაჩერება აღარ სურდა, ამის მაგალითი კი პატრის ევრა იყო, რომელსაც ძალიან მოეწონა გოლების გატანა, მაგრამ ამით უფრო რობინ ვან პერსი გამოირჩეოდა. შეუჩერებელმა ჰოლანდიელმა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კიდევ ერთხელ ისარგებლა მოწინააღმდეგის დაცვის შეცდომით, ველბეკის გადაცემის შემდეგ შეძლო და ეგრედ წოდებული "დუბლი" გაიფორმა.
ერთი წლის წინ განცდილი მარცხის შემდეგ "იუნაიტედი" ძლიერად გამოიყურებოდა. წინა წელს წაგებული ორი მატჩის შემდეგ, რომლთაგან ერთ–ერთი სერ ალექსის იუბილეზე მოხდა, "მანჩესტერ სიტის" მისცა საშუალება "იუნაიტედისთვის" ტიტული ჩამოერვათ. "იუნაიტედმა" ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა "Вoxing-day" და ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობას აგრძელებს. ცხადია, წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა "იუნაიტედს" ბევრი რამ ასწავლა.
წყარო:
http://redevils.ru