ნიკი ბატი გამოტყდა, რომ მას არ დაუშურია სიტყვები "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის მიმართ, რომელმაც "ცსკასთან" გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0 დამარცხდა.
ცსკა-მ დაიმსახურა მოგება. თამაშის ყოველ კომპონენტში ისინი გვჯობნიდნენ. ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთ დონეზე ვეთამაშოთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. აშკარაა, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია ჩვენთვის. უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ, ერთიანად უნდა ვითამაშოთ და არა- ინდივიდუალურად",-ციტირებს ნიკი ბატის სიტყვებს manutd.com-ი.
"გასახდელში მატჩის შემდეგ ჩვენ სამართლიანი საუბარი გვქონდა. მე ვთქვი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი. კონკრეტულად, განვაცხადე, რომ ეს თამაში არ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის. დავუშვით ბევრი შეცდომა, რამაც მიგვიყვანა ასეთ ცუდ რეზულტატამდე".