"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, მორგან შნეიდერლინმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ცსკა-ს წინააღმდეგ ნათამაშები ფრის შემდეგ შერეულ ემოციებს განიცდის.
"იუნაიტედის" ზაფხულის შენაძენმა 90 წუთი ითამაშა, ვან გაალის გუნდმა რთულად აიღო 1 ქულა.
მატჩის შემდეგ ფრანგმა განაცხადა: "შერეული ემოციები მაქვს. ამ თამაშში სამი ქულის აღება გვინდოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მარათონია და არა ერთი თამაში. რთულია, რადგან გამარჯვება გვსურდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქაურობის ქულის გარეშე არ დატოვებაა".
სეიდუ დუმბიას გოლის შემდეგ "იუნაიტედს" ანგარიშის გათანაბრება მოუხდა, ფრანგს კი მიაჩნია, რომ თუ "იუნაიტედი" უფრო კრეატიულად ითამაშებდა, მატჩს მოიგებდა.
"ვფიქრობ, პირველ ტაიმში ბურთს უკეთ ვფლობდით. ბურთს ვფლობდით, მაგრამ ბევრი შანსები არ გვქონდა. მეორე ტაიმში ბურთის მოძრაობა უკეთესი იყო, მაგრამ შეიძლება, მოსკოველები უფრო დაღლილები იყვნენ.
ბურთს ვინარჩუნებდით და გადაადგილებას ვაიძულებდით მოწინააღმდეგეებს, რამაც მეორე ტაიმში უფრო მეტი შანსის შექმნის საშუალება მოგვცა. ხანდახან უფრო პირდაპირ უნდა გვეთამაშა, მაგრამ ვიცით, რომ გაუმჯობესება შეგვიძლია, რადგან უფრო მეტის შექმნა გვჭირდება".
შნეიდერლინმა ასევე მისი თანამემამულე ენტონი მარსიალი შეაქო, რომელმაც "იუნაიტედის" გოლი გაიტანა, თუმცა ცსკა-ს პენალტი მოუპოვა, რომელიც შემდეგ გოლად გარდაისახა.
"მარსიალის გოლმა მატჩის დინამიკა შეცვალა. თავი არ დაუხრია, რადგან ასეთი რამ ყველას ემართება. ენტონიმ დიდებული გოლი გაიტანა და ამის შემდეგ ზეწოლა მოვახდინეთ, მაგრამ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, რაც სამარცხვინოა".