თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2015, 08:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2667,
კომენტარები: 12
ვან გაალის ვერდიქტი ცსკა-სთან მატჩის შემდეგ
ლუი ვან გაალი მატჩის შემდგომ.
ვან გაალის ვერდიქტი ცსკა-სთან მატჩის შემდეგ
მატჩის მიმდინარეობა: "ენტონი მარსიალისგან სულელური ქმედება იყო ცსკა-სთვის პენალტის მიცემა, მაგრამ შესაძლოა, მანამდე თამაშგარე უნდა ყოფილიყო. სკამიდან ვფიქრობდი, რომ იყო, მაგრამ არ ვიცი. პირველად მოხდა, რომ ასეთი რამ გააკეთა და ოდესღაც ყველაფერი პირველად ხდება! მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა, რადგან ჩემი აზრით, მატჩს ვაკონტროლებდით. არა მგონია, პირველ ტაიმში ბურთი სწრაფად გაგვეთამაშებინა, ძალიან ნელი იყო. ეს მეორე ტაიმში გავაუმჯობესეთ და ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ. შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ "შეგვეძლო" ფეხბურთში არ ითვლება".

შესვენებაზე ნათქვამის შესახებ: "ჩემს ფეხბურთელებს უბრალოდ რჩევა მივეცი იმის შესახებ, თუ როგორ შეგვეძლო მატჩის მოგება, რადგან ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გაბრაზება. მარსიალისნაირი რეაქციები - დიახ, სულელური იყო, მაგრამ ადამიანები ვართ და ასეთი რამ ხდება. გაბრაზება არ არის შესაფერისი სიტყვა, უფრო იმედგაცრუება, რადგან ბურთს ძალიან ნელა ვათამაშებდით. ბურთი დიდხანს გვქონდა, მაგრამ ამისგან რამე უნდა შექმნა, ჩვენ კი ვერ ვქმნიდით. სწორედ ამიტომ შევცვალე სქემა და ფეხბურთელები და ვფიქრობ, მეორე ტაიმი უკეთესი იყო, რომელშიც მოგებას ან იქნებ გამარჯვებასაც ვიმსახურებდით".

რამაც მეორე ტაიმში ასიამოვნა: "მაღალ ტემპში ვთამაშობდით. ფლანგიდან ფლანგზე გადაგვქონდა ბურთი და სწორედ ამიტომ გავიტანეთ გოლი, შევქმენით შანსები და ბევრი საშუალება არ მივეცით".

მარსიალისვის პატიების შესახებ, როცა მან გაათანაბრა: "რა თქმა უნდა! კვლავ ძალიან მონდომებულად თამაშობდა და ყოველთვის ასე თამაშობს, ძალიან თანმიმდევრულია. 19 წლის ბიჭის კვალობაზე მომწონს".

იქნება თუ არა ეს მნიშვნელოვანი "ქამბექი" დერბის წინ: "დიახ, ასე მგონია. ჩემი გუნდის სულისკვეთების შესახებ ვერ დავიჩივლებ. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელების გამო, რომ ამის თქმა შემიძლია, რადგან გასულ წელს ერთხელ ვთქვი, რომ კარგი არ იყო. ყოველთვის პატიოსანი ვარ და ამას ჩემს ფეხბურთელებს გასახდელ ოთახში ვეუბნები. ახლა კი თქვენც გეტყვით, რადგან თქვენთანაც პატიოსანი ვარ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 ოქტომბერი 2015 08:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გასახდელში ვის რა უთხრა არ ვიცი, მაგრამ ამით გუნდი რადიკალურად არ გამოცვლილა. მხოლოდ მცირედი სხვაობა იყო პირველ ტაიმთან შედარებით და ეს სხვაობა სისწრაფე იყო. ვალენსიას ფლანგი დაიტვირთა, ერთი ჩააწოდა და გოლიც გავიდა, ეს იყო და ეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2015 09:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცვლილებები იყო მაგარი უცნაური. ფელაინის შემოსვლის შემდეგ ტრადიციული ჩაწოდებების მოლოდინი იყო, თან ბლინდიც რო მოაყოლა მეთქი ყველა პასი მაგააე წავა თქო მარა დიდად არ მოუკლავს საჯარიმოში ყოფნით თავი, პირიქით უკან იდგა მეტწილად და მანდ ცალფეხა ბასტიანი მირჩევნია იდგეს ხოლმე ფელაინის დგომას
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 ოქტომბერი 2015 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საშინელი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, ისეთი რომ გახსენებაც არ მინდა. არც მეორე ტაიმი იყო რაღაც განსაკუთრებული, თუმცა სხვაობა აშკარად იყო პირველ და მეორე ნახევრებს შორის. მესმის, რომ ესეთ "ავტობუს" გუნდებთან ძნელია თამაში, თან პლიუს საშინლად ციოდა, მაგრამ ეს არ ამართლებს ჩვენი თამაშის ხარისხს. ცოტა უცნაური შეცვლებიც იყო, ფელაინის გამოსვლის აზრს ვერ მივხვდი ან ლინგარდი მანამდე რატო არ შეცვალა...
მოკლედ ასეა თუ ისე ოლდტრაფორდზე დამაჯერებლად უნდა დავამარცხოთ ცსკ, თუმცა მანამდე ჯერ სიტის უნდა მოუგოთ winked

მადლობა ახალი დიზაინისთვის, მე მაგრად მომწონს love
0
№4
ავტორი: AkkRed
22 ოქტომბერი 2015 10:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვერ ჩავწვდი ბასტიანის გასვლას, იგივე რამ ბასტიანისთვის რომ დაევალებინა ფელაინზე 15 ჯერ უკეთესად შეასრულებდა. არ ვიცი მე დიდად თამაში არ მომეწონა არც პირველი ტაიმის არც მეორესი.

პ.ს ეხლა ხო ვნახეთ მატა რას წარმოადგენს გუნდში.
0
№5
ავტორი: Mufc7
22 ოქტომბერი 2015 10:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვნახოთ, რას იზამს გუნდი "სიტისთან", ვერმოგებული თამაშის მერე ყოველთვისაა ხოლმე თავისგასამართლებელი კომენტარები. ძნელი რომ იქნებოდა, ვიცოდით ყველამ, მაგრამ მე ასე ცუდ თამაშსაც არ ველოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: chudikone
22 ოქტომბერი 2015 10:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სიტისთან უკვე დროა მემფისი ათამაშოს, მიიღო მაგ ბიჭმა გაკვეთილი უკვე, დი მარიასავით არ დაემართოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Manchester_M
22 ოქტომბერი 2015 11:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მე არ ვარ უკმაყოფილო ამ თამაშით ვიცოდი რო ნიჩია დამთავრდებოდა და არც მოუკლიათ თავი მოგებისთვის 3 დღეში სიტი უნდა მივიღოთ და არ იყო საჭირო რუსეთში თავის შეკვლა :)

ახალ დიზაინს ჯერ ვერ დავუმუგამე სად რა არის :D
0
№8
ავტორი: Malboro463
22 ოქტომბერი 2015 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ცესკასნაირ გუნდებთან გრანდები ისტორიას წერენ რეკორდს რეკორდზე ამყარებენ აგენმა კიდე ძლივს მოუგეს როხოზე სუფტა პენალტი არ დადეს თორე რომ გაეტანათ 2-0 ეს მატჩის შემომტრიალებელი არ იყო. პენალტის დროსაც დაცვას ჩაეძინა გვიან გაიქცნენ ბურთზე ბევრი ფეხბურთელი ზარალია გუნდში არანაირი შედეჰი არ მოაქვს ვან გალი კიდე უდიდეში ს..ა ამის ხელში გუნდი ვერაფერს ვერ მოიგებს ტიპს ტაქტიკა არ შეუცვლია მარტო პოზიციური ცვლილებები გაკეთა შედეგი არ მოუტანია მაგასაც
0
№9
ავტორი: T.Rooney
22 ოქტომბერი 2015 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მანჩესტერს არ უთამშია ისე როგორც უნდა ეთამაშა , დაზოგა ძალები რადგან მალე სიტისთან უწევს თამაში და ცსკ სთან გასვლაზე ფრეც აწყობდა , შემდეგი თამაში ოლდ ტრაფორტზეა , ვანგალმა მატა არ ათამაშა და კარგად გამოჩნდა თუ როგორი წამყვანი ძალაა მატა იუნაიტედის )) წარმატება ბიჩებს სიტისტან <3
0
№10
ავტორი: i am united
22 ოქტომბერი 2015 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
როდის მოგვშორდება ვან გაალი!!! წადი სახლში დაჯექი
მაგარი დიზინია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top