თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2015, 14:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1611,
კომენტარები: 10
ფელაინი: "ტაქტიკური ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ"
მარუან ფელაინი მოსკოვური მატჩის წინ.
ფელაინი:
მარუან ფელაინი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნატედი" მოსკოვში ოთხშაბათს ღამით ტაქტიკური ბრძოლისთვის უნდა იყოს მზად, როგორც ეს "გუდისონ პარკზე" შეძლეს.

"წითელ ეშმაკებს" ყოველთვის უჭირდათ "გუდისონ პარკზე" თამაში, მაგრამ ლუი ვან გაალის შეგირდებმა ბოლო მატჩში 0-3 იმარჯვეს.

ყურადღება ახლა ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩზეა გადატანილი, რომელშიც "იუნაიტედი" მოსკოვის ცსკა-ს შეხვდება. B ჯგუფში მყოფ ოთხივე გუნდს - "იუნაიტედი", ცსკა, "ვოლფსბურგი", პსვ - სამ-სამი ქულა აქვთ.

ფელაინი არენა ხიმკიზე რთულ დაპირისპირებას ელოდება, მაგრამ გრძნობს, რომ "იუნაიტედი" ამისთვის მზად იქნება.

"ჩემთვის ევროპული მატჩები უფრო მეტად ტაქტიკურია. დიდებული გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ ეს განსხვავებული ტიპის ფეხბურთია. ინგლისში უფრო შეტევა, შეტევა, შეტევა. ევროპაში უფრო ტაქტიკა.

ორივე გუნდს სურს გამარჯვება და ორივე გუნდისთვის უცხო იქნება შიდა ფეხბურთთან შედარებით. ვიცით, როგორ ვითამაშოთ; მწვრთნელმა და სამწვრთნელო შტაბმა მოწინააღმდეგის მონაწილეობით მრავალი თამაში ნახა, ასე რომ, ვიცით როგორ უნდა ვითამაშოთ",
- განაცხადა ბელგიელმა.

ოთხსაათიანი ფრენა მოსკოვის მიმართულებით "წითლებისთვის" ჩვეულზე უფრო ხანგრძლივი იყო, მაგრამ ფელაინი აღნიშნავს, რომ მგზავრობა და დატვირთვა ფეხბურთის ნაწილია: "პროფესიონალები ვართ და ეს უნდა გავაკეთოთ".

რაც შეეხება კერძოდ თამაშს და "ვოლფსბურგთან" გამარჯვების შემდეგ მეორე გამარჯვების მოპოვების მნიშვნელბას, მარუანმა განაცხადა: "წავაგეთ ერთი და მოვიგეთ ერთი. ჯგუფში ყველას სამი ქულა აქვს და მოგება ამ მატჩშიც უნდა გავაგრძელოთ და "ოლდ ტრაფორდზეც" - იქ ორი მატჩი გვაქვს გასამართი იმაში დასარწმუნებლად, რომ ჯგუფიდან გავალთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ოქტომბერი 2015 15:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სლუცკის, როგორც მწვრთნელს, ტაქტიკა ესმის. მას ვერავინ დაუწუნებს, უბრალოდ მისი ფეხბურთელები რამდენად შეასრულებენ ამას, ესაა საქმე. მათი პროფესიონალიზმი დასაეჭვებელი არ არის, თუმცა ხანდახან პროფესიონალებიც ვერ მუშაობენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: i am united
21 ოქტომბერი 2015 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
უფრო მეტად ჩვენ გვსურს გამარჯვება და არა ცსკას
trolldad troll
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ოქტომბერი 2015 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ტაქტიკურად არა მგონია ცსკამ გვაჯობოს, უფრო ალბათ კონტრ-შეტევებზე ააწყობენ თამაშს და მაქსიმალურად ეცდებიან თავიაანთი შანსის გამოყენებას.
0
№4
ავტორი: გაბადაძე
21 ოქტომბერი 2015 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
დღეს უნდა მოვიგოთ უეჭ ფრე არც ისე სახარბიელოა. თან ეხა რო მოვიგოტ უფრო მეტი მუხტი ექნებათ ბიჭებს სიტისთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: Mufc7
21 ოქტომბერი 2015 17:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველანაირ შემთხვევაში მოგება გვჭირდება დღეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: AkkRed
21 ოქტომბერი 2015 17:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამ სეზონში ვისაც შევხდით ყველაზე მწვავე კონტრშეტევებზე აწყობს ცსკას მწვრთნელი რამოდენიმე თამაშს ვუყურე და აი არ ვიცი ძაან მაგარი კონტრშეტევებზე აწყობს თამაშს თუ დაცვაში ზის, წესით დღეს დაცვითი ფუნქციებს მიმართავს და მეორე გუნდად ითამაშებს, მაგრამ ძალიან უნდა უფრთხილდნენ მარცხენა ფლანგს. დარმიანს და მატას ძალიან გაუჭირდებათ. 90% გოლების ცსკა იტანს მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევებით.
0
№7
ავტორი: Berba 9
21 ოქტომბერი 2015 18:43
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ნეტა შენ რა შუაში ხარ ? როდის ითამაშა ამან ბოლოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: GeorgeBest
21 ოქტომბერი 2015 19:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინიც გამოჩნდება დღეს ალბათ. კი ამბობს ცსკაზე ვფიქრობ დღეს მარტოო მაგრამ სიტისთან თამაშისთვის უნდა მოემზადოს
0
№9
ავტორი: The Special One
21 ოქტომბერი 2015 20:09
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
შენ 69-ე წუთზე შემოხვალ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№10
ავტორი: UTD-Rule
21 ოქტომბერი 2015 20:43
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მე მაინც მგონია, რომ ევერტონთან მატჩის შემადგენლობას დატოვებს ვან გაალი,მაგრამ მერე უკვე სიტისთან მოუწევს როტაცია.

ყველა ვარიანტში 3 ქულა უნდა წამოვიღოთ, თუ გვინდა რო საქმე არ გავირთულოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top