თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2015, 14:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1814,
კომენტარები: 9
ვან გაალი: "მათ ბევრი არჩევანის მოცემა შეუძლიათ"
ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელების უნივერსალურობის შესახებ.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა კლუბის ოფიციალურ არხთან ინტერვიუში ჯესი ლინგარდისა და ენტონი მარსიალის მრავალფუნქციურობაზე ისაუბრა.

მარსიალი "მონაკოდან" გადასვლის შემდეგ "იუნაიტედის" თავდასხმის მამოძრავებელი ძალა გახდა, "ევერტონთან" მატჩში კი მარცხენა ვინგერის პოზიცია მოირგო, რაც მანამდე დანიის ნაკრების წინააღმდეგ საფრანგეთის რიგებში სადებიუტო შეხვედრაში გააკეთა.

ჯესი ლინგარდი "გუდისონ პარკზე" მეორე ტაიმში შევიდა და მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის განაცხადში მოხვდა.

ვან გაალი, მულტიფუნქციური ფეხბურთელების დიდი გულშემატკივარი, ყოველთვის მოხარულია ორივე ფეხბურთელის პროგრესით.

"ჩემი აზრით, მარსიალს ოთხ პოზიციაზე შეუძლია თამაში - შვიდ ნომრად, მარჯვენა ვინგერად, 11 - მარცხენა ვინგერად, თავდამსხმელად და ასევე ათიანზე. მაგრამ "მონაკოში" ყოველთვის მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა. სწორედ ამიტომ დავაყენე იქ "ევერტონის" წინააღმდეგ და ასევე კოულმენის გამოც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მარჯვენა ფულ-ბექია, ამიტომ მისი უნარებისგან სარგებელს ვნახავთ.

ლინგარდის კონკურენტია ხუან მატა და ასევე, მაგალითად, ანდერ ერერა ან უეინ რუნი ან, როცა მარცხნივ თამაშობს, მას აქაც შეუძლია თამაში, მისი კონკურენტი მემფისია. ამიტომ ადვილი არ არის შემოსვლა.

დაწყებიდანვე ვარჯიშობდა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ალბათ გახსოვთ მისი გოლი "ბარსელონას" წინააღმდეგ. იმ მატჩში ძალიან კარგად ითამაშა და კარგად ივარჯიშა. თავის მომენტს უნდა დაელოდოს და შესაძლოა, ეს მომენტი ახლა დადგა",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Silver
21 ოქტომბერი 2015 14:55
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
აუ ეხლა ამან ექსპერიმენტები არ დაიწყოს რა areyoukiddingme
ათამაშოს მარსიალი ცენტრფორვადად, მანდ ყველაზე კარგად გამოსდის
0
№2
ავტორი: RojoDiablo
21 ოქტომბერი 2015 15:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მარსიალი რომ თავდასხმაში დააბრუნოს, მაშინ რუნი უკან უნდა ჩამოსწიოს და წინა კარგი მატჩის შემდეგ ერერა სკამზე დასვას. ეს უკვე არ არის კარგი, ამიტომ ჯობს მარსიალი ან იქვე დატოვოს სადაც იყო, ან ის დასვას სკამზე და შემოინახოს. მემფისი კარგად ითამაშებს დღეს.

თუმცა მაინც მგონია, რომ მხოლოდ დარმიანი და შვაინშტაიგერი იქნებიან შეცვლილნი და წინა მატჩთან შედარებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Best 7
21 ოქტომბერი 2015 16:03
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Dghes iavni vigebt
0
№4
ავტორი: Count Alucard
21 ოქტომბერი 2015 16:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მემფისი მეცოდება, თითქოს კარგად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ იხსნება და ალბათ ცოტა მეტი დრო სჭირდება. როტაციის ბევრი ვარიანტია და იმედია გამოიყენებს ლუი, ერთი და იგივე შემადგენლობის გადაღლით შედეგს ვერ მივაღწევთ.
0
№5
ავტორი: ViDa
21 ოქტომბერი 2015 16:19
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
კარგია, რომ გუნდში კონკურენცია წავიდა. ეს წესით ფეხბურთელებზეც უნდა აისახოს.

დღევანდელ შეხვედრაში, ჩემი აზრით, იგივე შემადგენლობით უნდა გავიდეთ, როგორც ევერტონთან, დარმიანის გარდა. სიტისთან ისედაც ბევრი მუშაობა მოუწევს და ჯობია დაისვენოს.

ანგარიშიდან გამომდინარე, თუ ჩვენს სასარგებლოდ წავიდა საქმე, ლინგარდის გამოყვანაც შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ოქტომბერი 2015 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი მე პირადად მგონია, რომ ვან გაალი არ შეცვლის იმ შემადგენლობას რა შემადგენლობაც ევერტონთან გამოიყვანა. თუმცა მემფისს ასე თუ ისე ლიგაზე მისდის თამაში და შეიძლება მარსიალი დაასვენოს და მეორე ტაიმში შემოიყვანოს, თორე მარსიალიც და მემფისიც თუ ძირითადში იქნება მაშინ ერერას ადგილი აღარ რჩება, რადგან რუნი უკან ჩამოიწევს და ეხლა ერერას მარტო სულელი თუ ამოაგდებს ძირითადი შემადგენლობიდან.
0
№7
ავტორი: i am united
21 ოქტომბერი 2015 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
თუ კარგად ვითამაშებთ და თამაშს წავიყვანთ ლინგარდი აუცილებლად შემოვა.
მე რუნის გოლი მაგრად მინდა gun2
0
№8
ავტორი: AkkRed
21 ოქტომბერი 2015 17:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე მგონია, რომ მატას დაასვენებს და ლინგარდ/მარსიალი ეყოლება ფლანგებზე, ასევე შეიძლება მემფისიც შემოიყვანოს თავიდან. არ ვიცი ბევრი ვარიანტია განსახილვებელი და თან როტაციას უნდა მიმართოს ოღონდ ისე, რომ გუნდი არ დასუსტდეს. პერეირასაც მისცა 2 ჯერ შანსი და ეხლა არ უნდა ამოალპოს სკამზე პერიოდულად უნდა მიეცეს ახალგაზრდებს შანსი. უილსონი სულ ჩაიკარგა და მეცოდება ეგ ბიჭი.
0
№9
ავტორი: GeorgeBest
21 ოქტომბერი 2015 19:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლინგარდს არ უთამაშია ცუდად, მითუმეტეს დაცვაში და შეიძლება დღეს ისევ მისცეს შანსი. ერერა თუ იდგება რუნი ეჭველი ფორვარდად უნდა დადგეს და მარსიალსაც ფლანგზე მოუწევს თამაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top