დღეიდან ჩვენს საიტზე კიდევ ერთ "წამოწყებას" ჩაეყრება საფუძველი.ყოველი ტურის შემდეგ დავდებ ასეთი ტიპის სიახლეს "6 რამ,რაც ამ შეხვედრიდან უნდა ვისწავლოთ".
ასეთი ტიპის სიახლეში წარმოდგენილი იქნება ამა თუ იმ მატჩში,რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედი გამართავს დაფიქსირებული საინტერესო მოვლენა თუ ეპიზოდი.
1.მანჩესტერ იუნაიტედმა გოლი კვლავ არ გაუშვა.
უიგანთან გუშინ გამართულ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედის კარის დარაჯმა დავიდ დე ხეამ,რომელიც ამ მატჩში ძირითადში იყო მასზე დაკისრებული მისია შეასრულა და კარი მშრალად შეინახა.ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევაა,როდესაც მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში გამართულ შეხვედრაში ზედიზედ ორჯერ შესძლო და თავის კარი მშრალად შეინახა.მოგეხსენებათ წინა შეხვედრა,რომელიც "წითელ ეშმაკებს" ვესტ ბრომვიჩთან ჰქონდათ "წითლების" სასარგებლოდ 2-0 დასრულდა,ხოლო გუშინ გამართულ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და თავის კარში არც ერთი არ გაუშვა. ამ სეზონში კი მანჩესტერ იუნაიტედმა უკვე მეხუთე მატჩი ითამაშა გუშინ ისე,რომ თავისი კარი მშრალად შეინახა.
გასაკვირია ის ფაქტიც,რომ უიგანმა წინა ტურში ასტონ ვილას 4 გოლი გაუტანა,ხოლო მანჩსტერ იუნაიტედიც თითქმის ყველა თამაშში მინიმუმ 1 გოლს მაინც უშვებს ამისდა მიუხედავად უიგანმა მაინც ვერ შეძლო გოლის გატანა მანჩესტერის კარში.მართალია მათ მოახერხეს ერთი გოლის გატანა,მაგრამ ეს გოლი არ ჩაითვალა,რადგან თამაშგარედან იქნა გატანილი,მაგრამ სტატისტიკაში ამ გოლს არავინ არ შეიტანს ამიტომაც მანჩესტერ იუნაიტედმა ზედიზედ ორ მატჩში გოლი არ გაუშვეს.
2.ვიდიჩს ჯერ კიდევ არ შეუძლია ითამაშოს ყოველ მატჩში.
ნემანია ვიდიჩს ბოლო ტურში უიგანის წინააღმდეგ მონაწილეობა არ მიუღია,რაც იმაზე მეტყველებს,რომ ის ჯერ კიდევ არ არის მზად ითამაშოს ყოველ ტურში ძირითად შემადგენლობაში.მან წინა ტურში ვესტ-ბრომვიჩის წინააღმდეგ ითამაშა და საკმაოდ კარგადაც,რაც შემდგომ ანგარიშზეც აისახა და მანჩესტერმა კარი მშრალად შეინახა ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მინდორზე ახლად დაბრუნებული კაპიტანი გახლდათ. საერთოდ "ბოქსინგ-დეიზე" მანჩესტერ იუნაიტედის მენეჯერ სერ ალექს ფერგიუსონს სჩვევია,ხოლმე ხშირი როტაცია,რასაც ამ სეზონშიც არ ღალატობს და შედეგიც არის "წითელმა ეშმაკებმა" შესაძლო 12 ქულიდან "ბოქსინგ-დეიზე" 10 ქულა აიღეს,მაგრამ მისთვის საოცნებო დუეტი დაცვაში,რომელიც თითქმის ყველანაირ პრობლემას მოსპობს ამ პოზიციაზე ვერა და ვერ შედგა.საუბარია ვიდიჩისა და ფერდინანდის წყვილზე,რომელიც ამ სეზონში მხოლოდ ერთ მატჩში იყო.
3.რომელია ნახევარდაცვისთვის საუკეთესო ვარიანტი?
ალბათ ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედისთვის ბევრის აზრით საუკეთესო ვარიანტი ნახევარდაცვაში მაიკლ კერიკისა და ტომ კლევერლის წყვილი საუკეთესოა.ამას ისიც უწყობს ხელს,რომ პოლ სქოულზი უკვე ასაკშია და არ შეუძლია ყოველ მატჩში 90 წუთი ითამაშოს,ხოლო ოლივეირა ანდერსონს კი ტრავმა აწუხებს,ამ ყველაფრის გათვალისწინებით რჩება მაიკლ კერიკი და ტომ ქლევერლი,რომლებიც უიგანთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. მაიკლ კერიკი ამ სეზონში ნახევარდაცვის ცენტრში კლუბში საუკეთესოა,რასაც მისი კარგი თამაშიც მეტყველებს.თუ მას არ შესწევს ძალა იმისა,რომ ხშირად ჩაერთოს შეტევაში და მოამარაგოს პასებით თავდამსხმელები,რაც ნამდვილად მისი საქმე არ არის ის მაინც მეტწილად ერთვება შეტევებში,მაგრამ ის ფუნქცია,რაც მას აკისრია ძალიან კარგად არის შესრულებული.უიგანთან მატჩშიც ის მის პოზიციაზე ძალიან კარგი იყო და ბევრ მომენტშიც მეტოქის შეტევაც ჩაშალა.მეორე ტაიმის მიწურულისკენ კი სერ ალექსმა ცოტა არ იყოს გარისკა და ამავდროულად ექსპერიმენტსაც მიმართა მაიკლ კერიკის ნაცვლად შინჯი კაგავას მოედანზე გამოყვანით,რომელიც ტომ ქლევერლის გაუწყვილდა. დღესდღეობით კაგავა საუკეთესოა ნახევარდაცვაში,რაც ვესტ ბრომვიჩთან მატჩშიც ძალიან კარგად გამოჩნდა. იაპონელი ნახევარმცველი ძალიან საჭიროა მანჩესტერ იუნაიტედისთვის,რადგან ის ერთადერთია ნახევარმცველებისგან,რომელსაც შეუძლია შეტევაში კარგად ჩართვა,ზუსტი პასების განაწილება და ასევე მომენტის შექმნა და გამოყენებაც.
4.როდესაც "წითლების" შემტევი ხაზი საუკეთესო ფორმაშია,მათი შეჩერება ძალიან ძნელია...
მანჩესტერ იუნაიტედმა უკვე მერამდენედ დაამტკიცა ის,რომ თუ მისი შემტევი ხაზი საუკეთესო ფორმაშია მათი შეჩერება თითქმის წარმოუდგენელია და არ აქვს მნიშნველობა რა ანგარიშით მარცხდებიან ისინი,მათ შეუძლია იმაზე ერთით მეტი გოლის გატანა ვიდრე მათ მეტოქეებს.ამის ერთ-ერთი მაგალითია ნიუკასლთან გამართული შეხვედრა რამდენიმე დღის წინ,სადაც მანჩესტერი 3ჯერ მარცხდებოდა,მაგრამ მათ მაინც შეძლეს მოწინააღმდეგის დამსახურება. თვითონ სერ ალექს ფერგიუსონმაც აღნიშნა,რომ წელს მას საუკეთესო შემტევის ხაზი ჰყავს. იმის მიუხედავად,რომ უიგანთან მატჩში არ იყო უეინ რუნი,რომელსაც უიგანის კარში 8 გოლი აქვს გატანილი მანჩესტერმა მაინც მოახერხა მოწინააღმდეგისთვის 4 გოლი გაეტანა.ხავიერ ერნანდესმა და რობინ ვან პერსიმ ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. უიგანის კარის დარაჯი ალ-ჰაბსი,რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა პრემიერ-ლიგის მეკარეებს შორის,ვერაფერს ვერ გახდა "წითელი ეშმაკების" შემტევის ხაზის წინააღმდეგ.მათი შემხედვარე კი ნეიტრალური გულშემატკივარი ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს თამაშისგან და ვიმედოვნებთ,რომ მადრიდის რეალის წინააღმდეგ,რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება "წითლების" შემტევები ისეთივე შეუჩერებლები იქნებიან,როგორც ეს პრემიერ ლიგაშია.
5.უბრალოდ ხავიერ ერნანდესი,იგივე ჩიჩარიტო...
ყველამ ძალიან კარგად ვიცით,რომ მანჩესტერ იუნაიტედს წელს საუკეთესო თავდასხმის ხაზი ჰყავს,რასაც ისინი ამტკიცებენ კიდეც.რობინ ვან პერსი,უეინ რუნი და ხავიერ ერნანდესი იგივე ჩიჩარიტო არიან საუკეთესო ფორმაში და მანჩესტერ იუნაიტედისთვის საუკეთესო ფეხბურთელები ამ წუთისათვის. სერ ალექს ფერგიუსონის თქმით ზემოდხსენებულმა ფეხბურთელებმა ამ სეზონში თითომ მინიმუმ 20 გოლი უნდა გაიტანოს.რობინ ვან პერსის უკვე აქვს 19 გოლი გატანილი,ხავიერ ერნანდეს 12,ხოლო უეინ რუნის 8 გოლი,მაგრამ ამავრდოულად უნდა გავითვალისწინოთ უეინ რუნის პოზიციაც.ის ამ სეზონში უმეტესწილად ნახევარდაცვაშია გამწესებული. ხავიერ ერნანდესი კი პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა პოზიციის შერჩევის მხრივ.მან ყოველთვის იცის თუ რა მომენტში სად უნდა იდგეს,რომ თავისი შანსი გამოიყენოს.ის ძალიან კარგად არჩევს სწორ პოზიციას.ასე იყო გუშინ გამართულ შეხვედრაშიც.ორივე მომენტში,როდესაც მან გოლი გაიტანა სწორედ სწორი პოზიციის შერჩევის შემდეგ გაიტანა.პირველი,როდესაც პატრის ევრას დარტყმული ალ-ჰაბსიმ მოიგერია,ჩიჩარიტო იქ გაჩნდა,სადაც მოგერიებული ბურთი აღმოჩნდა.მეორე შემთხვევაშიც ასე მოხდა,ვან პერსის დარტყმული სტანდარტული ერთ-ერთ ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს მოხვდა,რის შემდეგადაც ჩიჩარიტო ისევ და ისევ იქ აღმოჩნდა სადაც ბურთი იყო.
6.არის რობინ ვან პერსი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი?
არის თუ არა ვან პერსისთვის ეს სეზონი საუკეთესო მის კარიერაში? მანჩესტერ იუნაიტედმა ამ ზაფხულს უკვე შემდგარი ვარსკვლავი იყიდა რობინ ვან პერსის სახით,რაც სერ ალექს არ სჩვევია ხოლმე ის უფრო არაშემდგარ ტალანტებს ყიდულობს და მისგან ვარსკვლავებს "ძერწავს",მაგრამ ამ ზაფხულს სერ ალექსი სულ სხვანაირად მოიქცა და ეს დაუფასდა კიდეც,რადგანაც ჰოლანდიელი გოლეადორი საუკეთესო ფორმაშია და მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით უკვე აქვს 19 გოლი გატანილი და ძირითადად გუნდისთვის საჭირო სიტუაციაში იტანს ხოლმე.თუნდაც საუთჰეპტონთან გამართული შეხვედრა გავიხსენოთ,სადაც მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.ასევე ვან პერსი შედეგიანი ასისტენტობის მხრივაც და საერთოდ ის ძალიან შედეგიანია მანჩესტერ იუნაიტედის თავდასხმის ხაზში და სავარაუდოდ შეუცვლელი ფიგურაც. რობინ ვან პერსიმ,როდესაც ის უკვე ოფიციალურად გახდა "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელი განაცხადა,რომ ის აქ გადმოვიდა სწორედ იმიტომ,რომ მოიგოს რაიმე ტიტული და კლუბს დაეხმაროს მიზნის მიღწევაში და გახდეს ამ "მიზნის" ერთ-ერთი მთავარი მონაწილე,რასაც ჯერ-ჯერობით პირნათლად ასრულებს. გუშინ გამართულ შეხვედრაში კი ვან პერსიმ უეინ რუნის არყოფნაში,სწორედ ინგლისელის ფუნქცია იკისრა,ანუ თავდამსხმლის უკან იდგა და ხშირადაც ჩადიოდა დაცვაში,ასევე ეხმარებოდა ნახევარდაცვას,ამისდა მიუხედავად მან მაინც შეძლო და გაიფორმა ამ მატჩში დუბლი,ასევე შეძლო ერთი საგოლე პასის გაკეთება,რის შემდეგადაც ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. ასე,რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ სერ ალექს ფერგიუსონმა წლის საუკეთესო ტრანსფერი გააკეთა ჰოლანდიელის თავის კლუბში გადმობირების სახით...