უეინ რუნი აცხადებს, რომ 2008 წელს მოსკოვში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოპოვებამ თასის მეორედ აღმართვის სურვილი გაუღვიძა.
რუნი და მაიკლ კერიკი "იუნაიტედის" მოქმედი ფეხბურთელებიდან ერთადერთნი არიან, რომლებმაც 2008 წლის მაისში პენალტების სერიაში "ჩელსი" დაამარცხეს.
როცა იმ ღამინდელი მოგონებების შესახებ ჰკითხეს, რუნიმ უპასუხა: "მოსკოვში შერეული ემოციები მაქვს. ევროპის 2008 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისთან ერთად 2-1 დავმარცხდი და მქონდა ჩემი კარიერის უდიდესი მომენტი ჩემპიონთა ლიგის მოგების შედეგად.
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" განსაკუთრებული მომენტი იყო, რომელსაც მე და გულშემატკივარი არასდროს დავივიწყებთ. ტიტულის მოგების გემოს გაღება ამის გაკეთების სურვილს კვლავ გიჩენს.
მოთამაშეთა სხვა ჯგუფია უკვე, მაგრამ იმედი მაქვს, მე და მაიკლ კერიკი, რომელიც აქვე იყო იმ ღამეს, იმავეს გაკეთებაში წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილებით დავეხმარებით მათ".
ეს მატჩი მოსკოვის გარეუბანში 18 ათასიან სტადიონზე ჩატარდება. რუსეთში არსებული საგზაო საცობების გამო, "იუნაიტედმა" 4-საათიანი ფრენის განხორციელებამდე სამშაბათს კარინგტონზე ვარჯიში გადაწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ რუსული მოედანი არ გამოუცდიათ, მაგრამ პირადად რუნი კმაყოფილია.
"ხანგრძლივი ფრენა გვექნებოდა, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ მანჩესტერში ვარჯიში უკეთესი იყო. მოედანი ძალიან კარგად გამოიყურება, უფრო უკეთ, ვიდრე მეგონა, დარწმუნებული ვარ, სხვა ფეხბურთელებსაც მოეწონებათ. ფეხბურთის სათამაშოდ კარგი სტადიონი ჩანს და იმედი მაქვს, სწორედ ამას გავაკეთებთ".
უეინ რუნი მატჩს კლუბის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირის წოდებამდე ერთი გოლის დანაკლისით ხვდება. მაგრამ რუნიმ, რომელსაც შაბათს 30 წელი უსრულდება, განაცხადა, რომ პირველ ადგილზე გუნდია.
"დარწმუნებული ვარ, თუ მთელ ჩემს მრავალწლიან კარიერას გადახედავთ, ყოველთვის გუნდური ფეხბურთელი ვიყავი. გოლების გატანა მინდა, მაგრამ მთავარი მიზანი გუნდურ ფეხბურთელად ყოფნაა და სწორედ ამის კეთებას ვაგრძელებ. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე წარმატებულ გუნდად ყოფნა, ამით იმ მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან ერთად სიამოვნება, ვისთანაც მუშაობდი. გასაოცარი შეგრძნებაა", - დაასრულა "იუნაიტედის" კაპიტანმა.