პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი მოთამაშე, დავიდ დე ხეა და ანდერ ერერა მოხვდნენ. შეგახსენებთ, გასულ ტურში "იუნაიტედი" "ევერტონს" ესტუმრა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლიც გაუტანა. აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ანდერ ერერა გახდა, რომელმაც ერთხელ აიღო მეტოქის კარი და ერთხელაც უეინ რუნის გაატანინა, ხოლო ესპანელმა კარის დარაჯმა რამდენჯერმე ურთულესი სეივი განახორციელა და დამსახურებულად მოიპოვა ადგილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი)
დაცვა: ჰექტორ ბელერინი (არსენალი), ჟოზე ფონტე, ვირჯილ ვან დაიკი (საუთჰემპტონი), კარლ ჯენკინსონი (ვესტ ჰემი).