“We’ll keep the red flag flying high” - ეს ჩანტი ხშირად გაისმის "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ არავის უჩვენებია დროშის ფერები უფრო მაღალ სიმაღლეზე, ვიდრე ალექსეი იაკოვლევს.
გაოსაცაირა, მაგრამ NASA-ს ასტრონაუტ სტივ სუონსონის დახმარებით, "იუნაიტედის" 36 წლის ფანმა რუსეთიდან კოსმოსში "იუნაიტედის" დღოშა 169 დღით გაგზავნა, რომლის განმავლობაში დედამიწას 2 704-ჯერ შემოუარა. როგორც ალექსეი ამბობს კლუბის ოფიციალურ არხთან ინტერვიუში, საინტერესო პიროვნებაა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" 15 წელია ვგულშემატკივრობ, 2000 წლიდან. ყველაფერი კოსოვოში დაიწყო, ყველა იმ ადგილზე, სადაც მშვიდობისმცველი ვიყავი და ვპოულობდი ინგლისელ მეგობრებს, რომლებიც ასევე დიდი "წითლები" იყვნენ. დამარწმუნეს, რომ მეც გამვხდარიყავი გულშემატკივარი!
მაგრამ კოსმოსში დროშის გაგზავნის იდეა მხოლოდ მაშინ დამებადა, როცა ჩემს ინგლისელ მეგობარს შევუკვეთე. გავაცნობიერე, რომ ამის გაკეთებას მაშინ შევძლებდი, როცა გაგარინის კოსმონავტთა საწვრთნელ ცენტრში, რუსეთში თარჯიმნად ვიმუშავებდი. სწორედ ასე დავუმეგობრდი სტივს, რომელსაც ბევრ რამეს ვუთარგმნიდი.
სტივი ამერიკელია და "იუნაიტედის" გულშემატკივარი არ არის, მაგრამ სწრაფად დამთანხმდა საერთაშორისო კოსმოსურ ცენტრში დროშის წაღებაზე, რადგან მის საბარგულში ზედმეტი ადგილი ჰქონდა. ნებადართულია 1.5 კგ წონის ტვირთის წაღება და დროშა მხოლოდ 85 გრამს იწონის, ამიტომ ადვილად მოერგო.
ძალიან ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე და ფოტოთი, რადგან "იუნაიტედი" ჩემთვის ბევრს ნიშნავს. კოსმოსში დროშას ვარხევდით და ვეჭვობდი ამაზე მაღლა ოდესმე ვინმეს აეტანა".