თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2015, 18:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2943,
კომენტარები: 14
პრევიუ: ცსკა - მანჩესტერ იუნაიტედი
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩის პრევიუ.
პრევიუ: ცსკა - მანჩესტერ იუნაიტედი
"ცსკა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ხიმკი", მოსკოვი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. მე-3 ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ველასკეს კარბალიო (ესპანეთი)
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)

პრევიუ: ცსკა - მანჩესტერ იუნაიტედი


პრევიუ: ცსკა - მანჩესტერ იუნაიტედი

ცსკა

ტრავმირებულები: ნატჰო
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:

არმიელების შემადგენლობაში ვასილი ბერეზუცკი და ალან ძაგოევი, რომლებიც რუსეთის ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ, საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ინდივიდუალურ მზადებას აგრძელებს, ბიბას ნატჰოა.


პრევიუ: ცსკა - მანჩესტერ იუნაიტედი

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, იანგი, მაკნეირი, უილსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: David De Gea, Sergio Romero, Sam Johnstone; Daley Blind, Matteo Darmian, Phil Jones, Marcos Rojo, Chris Smalling, Antonio Valencia; Michael Carrick, Ander Herrera, Andreas Pereira, Morgan Schneiderlin, Bastian Schweinsteiger, Juan Mata, Jesse Lingard; Memphis Depay, Marouane Fellaini, Anthony Martial, Wayne Rooney.

ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მასთან ერთად 20 ფეხბურთელი წაიყვანა. შემადგენლობას უბრუნდება სერხიო რომერო და ანტონიო ვალენსია, რომლებმაც "ევერტონთან" მატჩი გამოტოვეს ნაკრებიდან გვიან დაბრუნების გამო. მანჩესტერში დარჩნენ ტრავმირებული შოუ, იანგი და მაკნეირი, ასევე ავადმყოფი უილსონი.


B ჯგუფის წევრი მოწინააღმდეგეები, ცსკა და "მანჩესტერ იუნაიტედი" ურთიერთშეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

არმიელები ხიმკიზე პსვ-სთან გამარჯვების შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან, ხოლო "იუნაიტედმა" "ვოლფსბურგთან" მოიგო ბოლო მატჩი საშინაო არენაზე.

წინა შეხვედრები


კლუბები პირველად 6 წლის წინ, 2009 წლის 21 ოქტომბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სწორედ მოსკოვში, როცა "იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ანტონიო ვალენსიამ 86-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

იმ შეხვედრაში გუნდების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ცსკა: Akinfeev, Semberas, Ignashevich, A Berezutski, V Berezutski, Odiah, Rahimić (Carvalho 90), Schennikov (Mamaev 62), Krasić, Dzagoev, Necid (Piliev 73).

მანჩესტერ იუნაიტედი: Van der Sar, Neville, Ferdinand (Brown 57), Vidić, Fábio (Carrick 88), O'Shea, Valencia, Scholes (Owen 71), Anderson, Nani, Berbatov.

"ოლდ ტრაფორდზე" 3 ნოემბერს გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-3 მარცხებოდა, მაგრამ მასპინძლები კვლავ ვალენსიამ გადაარჩინა და 92-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მანჩესტერში ცსკა-ს შემადგენლობაში თავი ვასილი ბერეზუცკიმ და ალან ძაგოევმა გამოიჩინეს. ეს მატჩი ლეონიდ სლუცკისთვის მხოლოდ მეორე გამოდგა ცსკა-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მისმა გუნდმა ჯგუფში იმ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა.


ფაქტები გუნდების შესახებ


პრევიუ: ცსკა - მანჩესტერ იუნაიტედი

ცსკა


ლეონიდ სლუცკის შეგირდები ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში არ მარცხდებიან. ცსკა-მ საკვალიფიკაციო მატჩებში ფრე ეთამაშა ჩეხეთის "სპარტას" - 2-2 და დაამარცხა პორტუგალიური "სპორტინგი" 3-1, შემდეგ კი ჯგუფური ეტაპის პირველ საშინაო შეხვედრაში პსვ-ს სძლია 3-2.

ცსკა-ს გასული წლის 21 ოქტომბერს "იუნაიტედის" მანჩესტერელ მეზობლებთან, "სიტისთან" ანგარიშის გათანაბრება მოუხდა, მაგრამ დუმბიასა და ნატჰოს გოლებმა არმიელებს მხოლოდ ფრე 2:2 მოუტანა. მანჩესტერში დუმბიას დუბლმა ლეონიდ სლუცკის გუნდს ინგლისურ მიწაზე პირველი გამარჯვება მოუპოვა - 1-2.

იგორ აკინფეევი, სერგეი იგნაშევიჩი და ალექსეი ბერეზუცკი ცსკა-ს შემადგენლობაში თამაშობდნენ, როცა კლუბმა ინგლისში პირველი მატჩი ჩაატარა, რომელშიც 2004 წელს "ჩელსისთან" 2-0 დამარცხდა.

პრევიუ: ცსკა - მანჩესტერ იუნაიტედი

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირზე თავისი სამი გასვლითი მატჩი წააგო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბრიუგე" 4-0 დაამარცა.

რუსული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული 7 მატჩიდან "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი მოიგო.

რაიან გიგზი, "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ამჟამინდელი ასისტენტი მოსკოვს პირველად "იუნაიტედის" მაისურით მაშინ ეწვია, როცა 1992/93 წლების სეზონის უეფას თასის პირველ ტურში ინგლისელებს მოსკოვის "ტორპედო" დაუპირისპირდა. შეხვედრა 0-0 დასრულდა და მატჩის შემდგომ დანიშნულ 11-მეტრიან სერიაში რუსებმა იმარჯვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი მესამე ევროპული ტიტული 2008 წელს ლუჟნიკების სტადიონზე მოიპოვა, როცა პენალტების სერიაში "ჩელსი" დაამარცხა, იმ შეხვედრაში ამჟამინდელი შემადგენლობიდან მხოლოდ მაიკლ კერიკი და უეინ რუნი მონაწილეობდნენ.

რუნი - ერთადერთი ფეხბურთელია ამჟამინდელი შემადგენლობიდან, რომელიც 2008 წლის ევროპის სუპერთასზე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" შეხვდა.

კავშირი გუნდებს შორის


ლუი ვან გაალი როტერდამის "სპარტასთან" ერთად უეფას თასის მესამე რაუნდში 1983/84 წლების სეზონში თბილისში მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშობდა, როცა მოსკოველებმა 2-0 მოიგეს, ორი მატჩის ჯამში კი 3-1.

მწვრთნელის რანგში ვან გაალმა "ბარსელონასთან" ერთად 2002/2003 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის "ლოკომოტივი" დაამარცხა (3-1 გასვლაზე, 1-0 სახლში), "ალკმაართან" ერთად უეფას თასის 2005/06 წლების სეზონის 1-ლი რაუნდის გათამაშებაში გასვლით მატჩში გატანილი გოლის წესით სამარას "კრილია სოვეტოვი" დაამარცხა, ხოლო "ზენიტთან" უეფას თასის ჯგუფური ეტაპის გათამაშებაზე 2007/08 წლებში 1-1 ითამაშა.

ზორან ტოშიჩმა 2009/10 წლების სეზონში 5 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში შეცვლაზე შესვლის შედეგად.

ეშლი იანგი "ასტონ ვილას" რიგებში საშინაო არენაზე უეფას თასის 2008/09 წლების სეზონის 1/32 ფინალის მატჩში ცსკა-ს წინააღმდეგ თამაშობდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში არმიელებმა მოიგეს, მონაწილეობა ვერ მიიღო.

2010/11 წლების სეზონის ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მატეო დარმიანი "პალერმოსთან" ერთად ცსკა-ს წინააღმდეგ 3-1 დამარცხდა.

მარკოს როხომ 2011/12 წლების სეზონი მოსკოვის "სპარტაკში" გაატარა.

2005 წლის ივნისში, ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიისა და რუსეთის ნაკრებების მატჩში (2-2) დუბლი გაიფორმა, როცა რუსების შემადგენლობაში ძმები ბერეზუცკები თამაშობდნენ. შვაინშტაიგერი "ბაიერნის" შემადგენლობაშიც იყო ცსკა-ს წინააღმდეგ საშინაო გამარჯვების მატჩში 2013/14 და 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

მარუან ფელაინი ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების რიგებში ირიცხებოდა, როცა "წითელმა ეშმაკებმა" რუსეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე 1-0 დაამარცხეს, რომელთა რიგებში იყვნენ არმიელები აკინფეევი, იგნაშევიჩი და ვასილი ბერეზუცკი.

უეინ რუნიმ ევროპის 2008 წლის შესარჩევ ეტაპზე მოსკოვში ჩატარებულ მატჩში ინგლისის ნაკრების რიგებში მოახერხა გოლის გატანა რუსეთის წინააღმდეგ, რომლის რიგებში იგნაშევიჩი და ბერეზუცკი თამაშობდნენ, მატჩი კი საბოლოოდ 2-1 მოიგეს.

პონტუს ვერბლუმი და სერხიო რომერო 2009/11 წლების სეზონში "აზ ალკმაარის" რიგებში ერთად თამაშობდნენ.

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

17.09.2015. ცსკა 3-2 ურალი (პანჩენკო 2', დუმბია 38', ვერნბლუმი 56', - ასევედო 22', გოგნიევი 60').

ცსკა: აკინფეევი, ფერნანდესი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი, ერემენკო, ვერნბლუმი, ტოშიჩი (მილანოვი 90), პანჩენკო (გოლოვინი 67), მუსა, დუმბია.

მდგომარეობა ჩემპიონატში: 1-ლი ადგილი, 32 ქულა.

17.09.2015. ევერტონი 0-3 მანჩესტერ იუნაიტედი (შნაიდერლინი 18', ერერა 22', რუნი 62')

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, სმოლინგი, როხო, ჯონსი, დარმიანი, მატა (ლინგარდი 45), შვაინშტაიგერი (კერიკი 74), შვაიდერლინი, ერერა (ფელაინი 81), მარსიალი, რუნი

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-3 ადგილი, 19 ქულა.

გუნდების სტატისტიკა ტურნირზე


პრევიუ: ცსკა - მანჩესტერ იუნაიტედი
მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2015 18:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რუსეთის ჩემპიონატი ძალიან მომწონს და ხშირად ვუყურებ მნიშვნელოვან მატჩებს. რადგან ცსკა ჩვენს ჯგუფშია, წელს მის თამაშებს განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი და უნდა ითქვას, რომ სახლში და გასვლაზე (არ იგულისხმება მხოლოდ რუსეთი) სხვადასხვა გუნდია. ხიმკიზე სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, მის ფარგლებს გარეთ კიდე სხვას. სლუცკის რაღაც განსაკუთრებული აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო არ არის, მაინც მგონია, რომ ოდესღაც ტყუილად არ ადარებდნენ განსაკუთრებულს. მისი რუსეთის ნაკრებიც სხვანაირია და მისი დუმბიაც სხვანაირია. ამ თავდამსხმელს სისწრაფე აქვს და მუსასთან ერთად საფრთხეა, თუმცა მე მათზე მეტად ძაგოევი და ტოშიჩი, მათი კრეატიული ფეხბურთელები მაშინებენ. არავინ ელოდეს ადვილ თამაშს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: abrama
20 ოქტომბერი 2015 19:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
Xo mec momixda amat tamashistvis ramdenjerme yureba da unda itqvas rom xelwamosakravi gundi sraaa.

Me mainc mgonia rom dges jonsi smolingis dueti itamashebs isev dacvis centrshi, radganac musa da dumbia dzalian dzlierebi arian, arc siswrape sr daewunebat.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2015 19:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
abrama,
ოღონდ ხვალ, დღეს არ გვაქვს.

მაგ დუმბიას რომაში იწუნებენ, თორემ ცსკა-ს ტიპის გუნდისთვის კარგი ფორვარდია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: The Special One
20 ოქტომბერი 2015 19:35
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რთული თამაში გველის,ნახევარდაცვაში როტაციას უნდა მიმართოს.

შეტევაში დეპაის შემოიყვანს და ეს ალბათ ისევ ერერას შეიწირავს.

თამაში პირველ არხზე იქნება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: Count Alucard
20 ოქტომბერი 2015 20:03
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
NoisyBoy,
არცერთი ქართული არხი არ აჩვენებს.

თამაშს რაც შეეხება ძალიან რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ცსკა ძალიან კარგ ფორმაშია, ჩვენ რუსულ გუნდებთან სულ გვიჭირს თან თამაში რუსეთშია, მოგების დიდი იმედი მაქვს, მაგრამ სიტისთვის ინახავენ ძალებს და შეიძლება ფრესაც დაჯერდნენ.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 ოქტომბერი 2015 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რთული თამაში იქნება რა თქმა უნდა. პსვ-თან რაც ვუყურე კარგ თამაშობდნენ რუსები, მოერე ტაიმში კი მოდუნდნენ, მაგრამ მაინც მოიგეს ის თამაში. სახში თამაშობენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ წააგონ ეს თამაში, პლიუს ამას ეხლა ძალიან ცივა მოსკოვში. მოკლედ ასეა თუ ისეა ადვილი არ იქნება გამარჯვება, მაგრამ მაინც 3 ქულა უნდა წამოვიღოთ.


ვალენსია რისხვა ყოფილა ცსკასი და ვათამაშოთ ხვალე ,იქნებ კიდე გაიტანოს wink
0
№7
ავტორი: abrama
20 ოქტომბერი 2015 21:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
Xom xval.
Ise romashi rogor ver gaqacha.
Italiaaa bolosdabolosss
0
№8
ავტორი: GeorgeBest
20 ოქტომბერი 2015 21:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წესით არ გაგვიჭირდება. გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლაც არაა საჭირო, სმოლინგს დასვენება არ აწყენდა, ბლინდსაც შეუძლია შეუწყვილდეს
0
№9
ავტორი: AkkRed
20 ოქტომბერი 2015 21:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სეზონის ერთ-ერთი რთული მატჩი გვექნება ხვალე, მეორე მატჩი უფრო უარესია, ასე რომ ძალიან რთული 2 მატჩი გვაქვსს და არ ვიცი როგორ დამთავრდება.
0
№10
ავტორი: i am united
21 ოქტომბერი 2015 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ალბათ 0-3 დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top