ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ მანჩესტერული დერბისთვის ცსკა-სთან ფეხბურთელებს არ დაასვენებს.
ჰოლანდიელი და მისი გუნდი სამშაბათს მოსკოვში ჩაფრინდებიან, რათა მეორე დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ცსკა-ს დაუპირისპირდნენ.
ოთხი დღის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ სიტის" ხვდებიან და ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ გუნდის შემადგენლობა ამის მიუხედავადაც კი არ იქნება დიდად განსხვავებული "ევერტონთან" მატჩისგან.
"სულელი არ ვარ. ოთხშაბათს ბევრს არაფერს შევცვლი", - განაცხადა ვან გაალმა.
"წითელ ეშმაკებს" B ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ 3 ქულა აქვთ მოპოვებული, ხოლო პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფებიან. დერბიში გამარჯვება კი ლიდერის პოზიციის გამყარებაში გუნდს დაეხმარება, რადგან "სიტი" "იუნაიტედს" 2 ქულით უსწრებს.