ლუი ვან გაალმა კლუბის ოფიციალურ ტელეარხს განუცხადა, რომ სერხიო რომერო და ანტონიო ვალენსია ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მოსკოვში გუნდთან ერთად გაფრინდებიან.
B ჯგუფში ოთხივე გუნდის თანაბარი ქულების ფონზე "წითელი ეშმაკები" კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან რუსეთის დედაქალაქში ოთხშაბათს ღამით.
მოსკოვში ჩაფრენის წინ ბოსმა ცხადყო, რომ რომერო და ვალენსია "ევერტონთან" მატჩის გამოტოვების შემდეგ გუნდს უბრუნდებიან.
ჯეიმს უილსონი მანჩესტერში რჩება, რადგან ავადაა, ხოლო ჯესი ლინგარდი, რომელმაც "გუდისონ პარკზე" შეცვლაზე შესვლის თამაშის შემდეგ ძალები უკვე აღიდგინა, მზადაა გუნდს დაეხმაროს.
"ტრავმების იგივე რაოდენობა გვაქვს, ლუკ შოუ, პედი მაკნეირი და ეშლი იანგი ჩვენთან ერთად არ მოდიან. უილო ცოტა ავად იყო - უილსონი, როგორც მას ეძახიან, მაგრამ ჩვენთვის ის უილოა - ასე რომ, ჩვენთან ერთად არ იმგზავრებს.
20 ფეხბურთელს წავიყვან თან. 4-საათიანი ფრენა გვიწევს, ამიტომ, თუ ფეხბურთელი ავად ხდება, ჩემს განკარგულებაში სხვა ფეხბურთელი მყავს.
სწორედ ამიტომ არ იყვნენ რომერო და ვალენსია "ევერტონთან" შეხვედრაში. მგზავრობის შემდეგ უნდა დაესვენათ, ასე რომ, არა მგონია, ჭკვიანური ყოფილიყო "ევერტონში" მათი ჩაყვანა".