პრემიერ ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრას "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის მარკ კლატენბურგი განსჯის.
შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები" ცხრილში ლიდერობენ, "წითელი ეშმაკები" კი, ორი ქულით ჩამორჩებიან. ორივე გუნდი ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტთა შორის ირიცხება.
აღსანიშნავია, რომ კლატენბურგმა წინა დერბიშიც იმსაჯა - აპრილს "ოლდ ტრაფორდზე", როცა "იუნაიტედმა" 4:2 იმარჯვა.
მარკი ასევე მთავარი მსაჯი იყო ამ ორ კლუბს შორის ცნობილ შეხვედრაზე - 2011 წელს "სიტიმ" "წითელ ეშმაკებზე" გრანდიოზული გამარჯვება იზეიმა ანგარიშით 6:1.
კლატენბურგს მიმდინარე სეზონში ორივე ამ გუნდის მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრა აქვს განსჯილი - როცა "სიტიმ" "უოტფორდი" დაამარცხა და "ტოტენჰემთან" დამარცხდა, ასევე, როცა "იუნაიტედმა" "საუთჰემპტონს" სძლია.