თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2015, 07:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2578,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "რუნიმ მოლოდინს გადააჭარბა"
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ რუნი იმაზე უკეთესია, ვიდრე მას სმენოდა.
ვან გაალი:
შეხვედრის დაწყებიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ გოლის გატანით უეინ რუნიმ ლუი ვან გაალის ნდობა და შემადგენლობაში კაპიტნის თავდასხმაში გამწესების გადაწყვეტილება გაამართლა.

როცა რუნის პოზიცია გუნდში საეჭვო იყო, ვან გაალმა თავდამსხმელისადმი სრული ნდობა დაგვანახვა და მას შესაფერისი პოზიცია მოუძებნა.

მძიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჰოლანდიელის მიერ, არა მარტო იმიტომ, რომ ფლანგზე 36 მლნ. ფუნტად შეძენილი ენტონი მარსიალი გადაიყვანა.

ვან გაალი: "რუნიმ მოლოდინს გადააჭარბა"


რუნისთვის პრივილეგიების მინიჭებას ხალხში მითქმა-მოთქმის გამოწვევა შეეძლო, მაგრამ კაპიტანმა "გუდისონ პარკზე" 2007 წლის მერე პირველი გოლის გატანით, ლუი ვან გაალის შეგირდების სრულყოფილი გამოსვლა დააფიქსირა.

"იუნაიტედის" მწვრთნელი აცხადებს, რომ არ იცოდა, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა რუნისგან, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მოდიოდა, მაგრამ ინგლისელმა ყველაფერს გადააჭარბა.

ვან გაალი: "რუნიმ მოლოდინს გადააჭარბა"


"ვფიქრობ, ყველასთვის სამაგალითოა. არა მარტო მისი თანაგუნდელებისთვის, არამედ სხვა კლუბის სხვა ფეხბურთელებისა და მწვრთნელისთვისაც, რადგან ძალიან კომუნიკაბელურია და პროფესიონალური ხედვა აქვს.

ამას კი ვერ წარმოვიდგენდი, როცა ჰოლანდიის ნაკრებს ვწვრთნიდი და სანამ "იუნაიტედში" მოვიდოდი.

რაღაც მსმენოდა მის შესახებ, მაგრამ მან ფანტასტიკური მიდგომა დამანახვა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაიტანა",
- განაცხადა ჰოლანდიელმა.

ვან გაალს სჯერა, რომ სეზონის მეექსვე გოლს შეუძლია რუნის მიმდინარე სეზონში გარდატეხა მოახდინოს და ფიქრობს, რომ გატანას გააგრძელებს.

"ევერტონის" წინააღმდეგ დაცვის ხაზის გარღვევები სწორედ ის იყო, რასაც ახალგაზრდობის წლებში აკეთებდა და სწორედ ასე მოიქცა, როცა ტიმ ჰოვარდს გაუტანა და ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

ვან გაალი: "რუნიმ მოლოდინს გადააჭარბა"


ვან გაალმა დაამატა: "ყოველთვის გარბის უკან შესაფერის დროს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

არ ვყოფილვარ ისეთი სწრაფი, როგორც რუნი და არც რუნია ისეთი სწრაფი, როგორც მარსიალი, მაგრამ, როცა შესაფერის დროს აჩქარდები, ყოველთვის უფრო სწრაფი ხარ, ვიდრე მოწინააღმდეგე".


თუ "იუნაიტედი" უტევდა, გუნდს დაცვის ცენტრიდან ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი იცავდნენ.

მაგრამ ვან გაალი აღნიშნავს, რომ კვლავ დაბრუნდება შემადგენლობაში დეილი ბლინდი, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

ვან გაალი: "რუნიმ მოლოდინს გადააჭარბა"


"ესეც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოწინააღმდეგეს ვხვდებით, სახლში ვთამაშობთ თუ გასვლაზე.

გვჭირდება დამცველ ცენტრალურ მცველთა წყვილი თუ თამაშის შექმნის უნარის მქონენი?

უამრავი ასპექტი არსებობს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელებს ვირჩევ".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 ოქტომბერი 2015 07:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბოლო პერიოდში ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა რუნის მიმართ. ვინც იუნაიტედის ფანია, ის უბრალოდ ამბობს, რომ სკამზე უნდა დაჯდეს და გასაგებია ასე რატომ ფიქრობს, მაგრამ რეალის და ბარსას ფანების ისედაც არასასუველი დამოკიდებულება, კიდევ უფრო გაუარესდა. როცა მოუყვები რა აქვს გაკეთებული ამ ადამიანს, რას მიაღწია და ლეგენდად ითვლება, ეცინებათ. რუსულ საიტებზე კი ვნახე კომენტარები და იუნაიტედის ფანებიც კი დასცინიან, ლივერპულის ფანი კი იცავს, ასეთ ლეგენდარულ ფეხბურთელს ერთი სეზონის ჩაგდება როგორ ვერ აპატიეთო. სამწუხაროა, რომ ასე იცვლება მის მიმართ მიდგომა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: red devil
20 ოქტომბერი 2015 07:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბლინდი ხელშეუხებელია. რუნი ვერაა ფორმაში
0
№3
ავტორი: SolomonKane
20 ოქტომბერი 2015 09:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
თან სეზონი ეხლა დაიწყო და ჩაგდება რატომ გამოდის ვერ გავიგე, ესე რომ ფიფიქროთ მესიმაც ჩააგდო სეზონი, რუნი ლიგაზე რომ არ დამტვრეულიყო ბაიერნთან ეხლა გუნდში სულ სვა სიტუაცია იქნებოდა, ეს ცხოვრებაა და მუდამ ვერ იქნები ფორმის პიკში, ჩვენ ვნახეთ რუნი ფორმის პიკში და ეხლა გვიწევს ვიხილოთ ის ცუდ ფორმაში მაგრამ ამ კაცს შრომას ვერ დაუკარგავ და ის ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია მსოფლიოში :)
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 ოქტომბერი 2015 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რუნის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება რა თქმა უნდა და ის, რომ კაპიტანი გუნდის სული და გულია მაგაში ორი აზრი არ არსებობს. როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს რუნი ის მაინც საჭიროა მოედანზე და სწორედ ამიტოა ის ხელშეხუებელი. თუმცა ფანების ზოგიერთი ნაწილი და მათ შორის მეც უკმაყოფილოა რუნის წლევანდელი თამაშით და ეს არცაა გასაკვირი. ყველამ ვიცით, რომ რუნის გაცილებით მეტი შეუძლია და მაგიტომაც ვითხოვთ რუნისგან კარგ თამაშს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რა თქმა უნდა, რომ რუნის მიმართ რწმენა დავკარგე. რუნის ყოველთვის მეიმედებოდა და ეს ასე იქნება სულ. იმედია ევერტონთან გატანილი გოლი მას სტიმულს მისცემს და უფრო მეტს გაიტანს.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
20 ოქტომბერი 2015 11:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაფერი კაია, ვიცით რასაც მიაღწია და როგორც, ვიცით ვინცაა მარა რადგან რუნია არ ნიშნავს რომ კრიტიკას არ ისმახურებს. დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ისევ გრძელდება, ის გოლია რაფერს წყვეტს ჯერ winked რუნის ათამაშება გვინდა ყველას
0
№6
ავტორი: tedore
20 ოქტომბერი 2015 11:35
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
გასაგებია რომ უეინს არ უდგას ეხლა საუკეთესო დრო, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ გუნდის შიდა სამზარეულოს ვერ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კაცი გასახდელში. ფაქტია რომ უდიდესი გამოცდილება აქვს და დღემდე მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება. იმედია მალე აღიდგენს ფორმას. რუნი ჩემთვის ყოველთვის რუნი იქნება იუნაიტედის ლეგენდა
0
№7
ავტორი: i am united
20 ოქტომბერი 2015 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
მალე შევა ფორმაში და შეყრის გოლებს
რუნიმ უკვე ბევრი რამ გააკეთა ჩვენთვის და ეს არაუშავს
ის ლეგენდაა და მუდამ დარჩება good2
0
№8
ავტორი: chudikone
20 ოქტომბერი 2015 15:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ხვალ დუბლი გაუკეთე რუსებს გაზპრომში რა ❤
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Rooni
20 ოქტომბერი 2015 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Rooney mainc rooneya da chadgeba formashi
0
№10
ავტორი: The Special One
20 ოქტომბერი 2015 19:04
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მისი ცუდი ფორმის მიუხედავად,იგი მოედანზე ყოველთვის საჭიროა,მაგრამ ეს ძლიერ გუნდებთან,როცა შეიძლება სანდერლენდს მოუგო რუნის გარეშე სწორედ მაშინ არ უნდა ათამაშო,"არსენალთან","სიტ
ისთან" და ასეთ ძლიერ გუნდებთან რუნი ყოველთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მისი კლასის და პროფესიონალიზმის გამო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top