ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს ყოველწლიურად, გამოკითხვის შედეგად ავლენენ. გამოკითხვაში კი ჟურნალისტებისა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელების აზრსაც ითვალისწინებენ. როგორც ირკვევა, გამოკითხვაში 140 ათასმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. მიღბული ხმების 17.70 %-ით, "პარი სენ ჟერმენის" 28 წლის მცველმა ტიაგო სილვამ გაიმარჯვა. მას მცირედით ჩამორჩა ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი რამირესი, რომელმაც 17.04 % მიიღო. სამეული კი მესამე ადგილით, უკრაინული, დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველმა ვილიანმა შეავსო, რომელსაც გამოკითხულთა 10.19 %-მ მისცა ხმა . ხოლო მეათე ადგილი დაიკავა მანჩესტერ "იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა რაფაელმა 3.55 %.
ხოლო top10 ასე გამოიყურება
N ფეხბურთელი კლუბი / ლიგა მიღებული პროცენტი
1. ტიაგო სილვა პარი სენ ჟერმენი / საფრანგეთი 17.70 %
2. რამირესი ჩელსი / ინგლისი 17.04 %
3. ვილიანი შახტიორი / უკრაინა 10.19 %
4. ფელიპე მელო გალათასარაი / თურქეთი 7.02 %
5. დავიდ ლუისი ჩელსი / ინგლისი 6.71 %
6. მარსელო რეალი / ესპანეთი 5.01 %
7. ფერნანდინიო შახტიორი / უკრაინა 4.58 %
8. ჰალკი ზენიტი / რუსეთი 4.08 %
9. ერნანესი ლაციო / იტალია 3.67 %
10. რაფაელი მანჩესტერი / ინგლისი 3.55 %წყარო