ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა სი ცინპინმა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილების სიაში "ოლდ ტრაფორდის" დამატება მოითხოვა, რადგან ცნობილია, რომ ის "მანჩესტერ იუნიატედის" გულშემატკივარია და დიდი ხანია ოცნებობს "ოცნებების თეატრის" მონახულებაზე.
როგორც აღმოჩნდა, ქალაქის მერიის გავლენიანმა პირებმა, რომლებიც "სიტის" გულშემატკივრობენ, გენერალური მდივნის თხოვნა არ გაითვალისწინეს და "ოლდ ტრაფორდის" ნაცვლად, გეგმაში "ეტიჰადის" სტადიონი შეიყვანეს, რასაც, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალი მოჰყვეს.
როგორც ცნობილია, ქალაქის განვითარების თავჯდომარემ, სერ რიჩარდ ლიმ, რომელიც "სიტის" გულშემატკივარია, საკუთარი ინიციატივით გენერალური მდივნის ვიზიტში ცვლილებები შეიტანა, რასაც ჰოვარდ ბერნშტაინმა, "სიტის" საპატიო პრეზიდენტმა, მხარი დაუჭირა.
"ვიმედოვნებთ, რომ სი ცინპინი, რომელიც 7000 მილს გამოივლის იმისთვის, რათა "ოლდ ტრაფორდის" ნახვით აიხდინოს სანუკვარი ოცნება, არ იქნება ძალიან იმედგაცრუებული, რადგან ერთადერთი, რასაც იგი იხილავს მოსისხლე მტრების სტადიონია" - აცხადებს მერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომლის სახელსაც გამომცემლობა არ ახმაურებს.