ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლუკ შოუ ყოველდღე მოდის ბაზაზე და ვარჯიშებს ესწრება.
"ლუკ შოუ ყოველდღე მოდის ვარჯიშებზე. მას უკვე შეუძლია სიარული, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ გიფსში აქვს ფეხი. მან უკვე დაიწყო აღდგენითი პროცესები, რაც გასაოცარია." - აღნიშნა ვან გაალმა.
"წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ამჟამად მისი გამოჯანმრთელების პროცესი ინტენსიურია, თუმცა როდესაც ის რუტინული გახდება, მთავარი მდგომარეობის შენარჩუნებაა. აუცილებელია, რომ ის მედგრად იდგეს და სულიერად არ დაეცეს. ამ წუთისთვის ყველაფერი კარგად მიდის."
"გაემგზავრება თუ არა ის ევროპის ჩემპიონატზე? როი ჰოჯსონი ფიქრობს, რომ ამის შანსი 50/50-ზეა , ვინაიდან თეორიულად მისი წასვლის ალბათობა არსებობს, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება მისი გამოჯანმრთელების პროცესი." -დაასრულა ლუი ვან გაალმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ლუკ შოუმ ტრავმა სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩში "პსვ"-ს წინააღმდეგ მიიღო.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.