"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას რეალურად მხოლოდ მაშინ აღიქვამს, თუ "მანჩესტერ სიტის" მომდევნო ტურში დაამარცხებს.
"ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო კვირას გამარჯვებას შეუძლია "წითელ ეშმაკებს" პრემიერ ლიგაში ლიდერობა დაუბრუნოს.
თუმცა ვან გაალი თვლის, რომ უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელიც მანჩესტერულ დერბის შეიძლება მოჰყვეს.
"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების რეაქციით და ვამაყობ "ევერტონის" წინააღმდეგ თამაშით. ვფიქრობ, შესანიშნავი თამაში იყო და შესაძლოა, მრავალი გამარჯვების სერიიდან პირველი გახდეს.
უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ, ამიტომ, როცა მომდევნო კვირას "მანჩესტერ სიტის" დავამარცხებთ, ვიტყვით: "კარგი, ახლა ტიტულზე ფიქრი შეგვიძლია", - განაცხადა ვან გაალმა ITV-სთან ინტერვიუში.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.